საქართველოში 6 ექიმი სამედიცინო საქმიანობის გაგრძელებას ვეღარასოდეს შეძლებს. მათ სხვადასხვა ტიპის დარღვევა აღმოუჩინეს, რაც კრიტიკულად შეუსაბამო აღმოჩნდა მათსავე საქმიანობასთან. ამასთან დაკავშირებით , Mshoblebi.ge-ს მონიტორინგის დეპარტამენტის სამედიცინო საქმიანობის ინსპექტირების სამმართველოს უფროსის მოვალეობის შემსრულებელი, კახაბერ ღიბრაძე ესაუბრა.
"ექიმის მიერ შესაძლო დარღვევის შესწავლის პრინციპი ასეთია: ჩვენ საქმეს სამედიცინო დოკუმენტაციაზე დაყრდნობით ვსწავლობთ. აღნიშნული სამედიცინო დოკუმენტაცია კლინიკური შეფასებისათვის იგზავნება რეცენზენტებთან. იქედან მოდის დასკვნები, მერე მიმდინარეობს მისი ანალიზი. შემდეგ მას პროფესიული განვითარების საბჭო განიხილავს. საბჭო მსჯელობს და მას იურიდიული ვალდებულება აქვს ნებისმიერ ექიმს ან წერილობითი გაფრთხილება მისცეს, ან შეუჩეროს სერთიფიკატი 1-დან 6 თვემდე ან საერთოდ გააუქმოს სერთიფიკატი. ამ შემთხვევაშიც, პროფესიული საბჭოს გადაწყვეტილება იყო, რომ ამ ექვსი ექიმის მიერ გაწეული საექიმო საქმიანობა პაციენტებზე, საექიმო კანონის შესაბამისად, იმსახურებდა სერთიფიკატის გაუქმებას. რა თქმა უნდა, ექიმებს უფლება აქვთ, გაასაჩივრონ ეს გადაწყვეტილება.
კონკრეტულ შემთხვევაში განხორციელებულ საექიმო საქმიანობაში იყო შენიშვნები, მათ შორის გამოვლინდა არასწორი მკურნალობა, არასწორი მიდგომები, არასწორი გადაწყვეტილებების მიღება. იმ ექიმებს შორის, რომელთაც საქმიანობის უფლება შეუწყდათ, პედიატრი, მეან-გინეკოლოგი და ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგია.
მცირე ხნით შეჩერებული საქმიანობის შემდეგ, ექიმს აქვს უფლება გააგრძელოს თავისი საქმიანობა. ის ასე ისჯება პროფესიულად. ვადები ერთიდან ექვს თვემდეა და ამას წყვეტს პროფესიული განვითარების საბჭო, გადაცდომის ხარისხიდან გამომდინარე. ზემოაღნიშნულ 6 ექიმს კი აეკრძალათ საქმიანობის უფლება,"- აცხადებს კახაბერ ღიბრაძე.
4 თვის განმავლობაში მთელი ქვეყნის მასშტაბით 500-ზე მეტი ამბულატორიული და სტაციონარული დაწესებულება შემოწმდა სალიცენზიო-სანებართვო პიორობებთან და ტექნიკური რეგლამენტის დაცვასთან დაკავშირებით, 100-ზე მეტი კლინიკა დაჯარიმდა, 7-ის შემთხვევაში კი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები გამოიკვეთა და საქმე შესასწავლად სამართალდამცავ უწყებას გადაეცა.
თამარ იაკობაშვილი
ექიმების არასწორი დიაგნოზები და შეშფოთებული მშობლები
საქართველოში სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს, საფრანგეთში კი სულ სხვა დაავადება დაუდგინდა - გიორგი ცეცხლაძის გადარჩენილი სიცოცხლე
"საქართველოში დასმული დიაგნოზი რომ ნახეს, გაოგნდნენ ექიმები" - "სიმსივნიან" პაციენტს მისი კვალი ვერსაც უპოვეს
22 წლის მშობიარის დაღუპვისთვის დაკავებული ექიმი და მცდარი დიაგნოზით დატანჯული პაციენტები