ჩინეთში შავი ჭირის შემთხვევები გამოვლინდა - ემუქრება თუ არა საფრთხე საქართველოსაც
ჩინეთში შავი ჭირის შემთხვევები გამოვლინდა - ემუქრება თუ არა საფრთხე საქართველოსაც
ჩინეთში შავი ჭირით ორი ადამიანი დაავადდა. ისინი საავადმყოფოში მკაცრი კონტროლის ქვეშ გადიან მკურნალობას. მოახდენს თუ არა ფაქტი გავლენას საქართველოს მოსახლეობაზეც, გადასამეწმებლად დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელს, პაატა იმნაძეს მივმართეთ:

"ჩვენგან, ჩინეთზე ახლოს, მონღოლეთშიც დაფიქსირდა. ამერიკაშიც ფიქსირდება ხოლმე შავი ჭირის შემთხვევები ადამიანებში. საშიში ამაში არაფერია. ჩვენ ვაკონტროლებთ სიტუაციას ქვეყანაში. შავი ჭირის კერები აქაცაა და ჩვენს მსგავსად, თითქმის ყველგანაა მსოფლიოში. მთავარია, ზედამხედველობა იყოს ქვეყანაში. ამისათვის, წელიწადში ორჯერ ვიჭერთ
ხოლმე თაგვებს და ვაკონტროლებთ, არის თუ არა შავი ჭირი მათში. ასევე, ვაკვირდებით რწყილებს, რომლებიც შეიძლება თაგვებს ჰყავდეთ. ამ კუთხით საშიში არაფერია.“- ამბობს პაატა იმნაძე.

შავ ჭირს შავ სიკვდილსაც უწოდებენ, რომელმაც შუა საუკინეებში ევროპაში 50 მილიონზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა. მისთვის დამახასიათებელი სიმპტომები იყო: თავის ტკივილი, ოფლიანობა, კანკალი, ძლიერი ციებ-ცხელება. მაგრამ მთავარი დამახასიათებელი ნიშანი, რომლითაც შავი ჭირით დაავადებულები გამოირჩეოდნენ სხვა ავადმყოფებისაგან, იყო ჩირქიანი წყლულები, ე.წ. „ბუბონები“.

პანდემიამ ნათლად აჩვენა შუა საუკუნეების მედიცინის უმწეობა და რელიგიური ინსტიტუტების უძლურება ჭირთან ბრძოლაში, რის შედეგადაც დაიწყო კერპთაყვანისმცემლობის კულტებისა და ცრურწმენების აღორძინება.

თამარ იაკობაშვილი

4170
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
რომელია თქვენი ბავშვის საყვარელი მულტფილმი?
ყველაზე კითხვადი