30 წლის სტაჟის მქონე მწეველის ფილტვების შემზარავი ფოტო და ვიდეო, რომელმაც ინტერნეტი მოიცვა
30 წლის სტაჟის მქონე მწეველის ფილტვების შემზარავი ფოტო და ვიდეო, რომელმაც ინტერნეტი მოიცვა
სოციალურ ქსელში 30 წლის სტაჟის მქონე მწეველის შოკისმომგვრელი ვიდეო და ფოტოები გავრცელდა, სადაც კარგად ჩანს, რომ მისი ფილტვები ჯანმრთელი, ვარდისფერის ნაცვლად, დანახშირებულია. 

mshoblebi

ჩინეთის ერთ-ერთ პროვინციაში ქირურგებმა 52 წლის კაცის ორგანოები ამოიღეს, რომელიც გარდაიცვალა. გარდაცვლილს ფილტვების სხვადასხვა დაავადება ჰქონდა.

ექიმებმა ვიდეო სოციალურ ქსელში ატვირთეს და აღწერაში მიუთითეს: „კიდევ გსურთ მოწევა?"
როგორც ირკვევა, გარდაცვლილ მამაკაცს სურვილი ჰქონდა, რომ სიკვდილის შემდეგ თუ ვინმეს მისი ორგანოები გამოადგებოდა, ამოეკვეთათ და გადაეცათ, თუმცა ექიმები მალევე დარწმუნდნენ, რომ ფილტვებს ტრანსპლანტაციისთვის ვერ გამოიყენებდნენ.

mshoblebi

ექიმის თქმით, პაციენტს სიკვდილამდე კომპიუტერული
ტომოგრაფია გავლილი არ ჰქონია და შესაბამისად, არ იცოდნენ, თუ მსგავს მდგომარეობაში იყო მისი ფილტვები. ვიდეო 25 მილიონზე მეტმა ადამიანმა ნახა. ზოგიერთი მათგანი კი მას თამბაქოს წინააღმდეგ ყველა დროის საუკეთესო რეკლამას უწოდებს.

mshoblebi

მოწევა კიბოს ყველაზე გავრცელებულ მიზეზად რჩება მსოფლიოში და წარმოქმნის ქიმიკატებს, რაც დაავადების მინიმუმ 15 სხვადასხვა ფორმის პროვოცირებას იწვევს. გარდა ამისა, დამტკიცებულია, რომ სიგარეტის მოწევა შემთხვევების 70 პროცენტში იწვევს ფილტვის კიბოს. ეს ყველაზე მაღალი მაჩვენებელია ონკოლოგიურ დაავადებებს შორის.

მოწევა ყოველწლიურად 1.2 მილიონ ადამიანს კლავს. მწეველებში გულის შეტევის შემთხვევები გაცილებით მაღალია, ხოლო ფილტვის კიბოს შემთხვევები 30-ჯერ უფრო მეტია, ვიდრე არამწეველებში.

იხილეთ ვიდეო, რომელმაც მოიცვა
ინტერნეტი


altთამბაქოს მოწევა ნაადრევი მშობიარობის რისკს ზრდის!


18700
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (6)
მწევლებო ვერ გიტანთ!!!!!!!!!!!!! ლიკა
4
არამწევლების უფლებები ირღვევა ამ დეგენერატი მწევლებისგან! მე პირადად ალერგია მაქვს სიგარეტის სუნზე და ამას ვერ ხვდებიან ეს მწევლები, რომ მათი მოწევისგან და კვამლისგან სხვა ცუდად ხდება.
16:15 / 26-11-2019
მახარე
3
თუ მოინდომებ დაანებებ თავს, 10 წელია დავანებე თავი, თითქმის 3 კოლოფამდე გამომდიოდა დღეში თან ყვითელფილტრიანი, თეთრფილტრიანს საერთოდ ვერ ვგრძნობდი 2 ერთად რომ მომეწია.
16:08 / 26-11-2019
მსგავსი სიახლეები

გამოკითხვა
რომელია თქვენი ბავშვის საყვარელი მულტფილმი?