როგორ ამოვიცნოთ ფილტვების ანთება, თუ ბავშვს არ ახველებს? - მშობლები

როგორ ამოვიცნოთ ფილტვების ანთება, თუ ბავშვს არ ახველებს?

2019-11-26 03:57:50+04:00

შეკითხვა ექიმ კომაროვსკის:

გამარჯობა, ექიმო. როგორ ამოვიცნოთ ფილტვების ანთება, თუკი არ ახველებს ბავშვს? ჩვენმა ახლობლებმა სრულიად შემთხვევით აღმოაჩინეს, რომ ბავშვი ავად იყო. ის მიიყვანეს პედიატრთან გეგმიურ გასინჯვაზე, მან კი რენტგენის გადასაღებად გააგზავნა და ფილტვების ანთება დაუდგინეს.

ექიმ კომაროვსკის პასუხი:

- თეორიულად ხშირად ხდება, როდესაც პნევმონია ხველების გარეშე მიმდინარეობს. პირველ რიგში ყურადღება მიაქციეთ გახშირებულ სუნთქვას, კანის სიფერმკრთალეს, მომატებულ დაღლილობას, ძილიანობას. აი, ეს სიმპტომები ძალიან საყურადღებოა. ასევე პნევმონიისთვის დამახასიათებელია სხეულის ტემპერატურის და საერთო მდგომარეობის შეუსაბამობა: ტემპარატურა 37,3-ია და მდგომარეობა ისეთი აქვს, თითქოს 39 გრადუსი ჰქონდეს - ბავშვი არის უფერო, თავს გრძნობს სუსტად... დედა, რომელიც ყველაზე კარგად გრძნობს თავის შვილს, ხვდება, რომ "რაღაც რიგზე ვერ არის". სწორედ დედა შეამჩნევს, რომ ისე აღარ ჭამს, არ თამაშობს, მივარდნილია. სწორედ ეს "რაღაც არ მომწონს", არის საკმარისი იმისთვის, რომ დაგეგმოთ ექიმთან ვიზიტი.

altროგორ ავიცილოთ თავიდან ფილტვების ანთება და რა არ უნდა გავაკეთოთ პნევმონიის დროს