"მომართვიანობა გაორმაგებულია... გრიპის ვირუსის 2 დადასტურებული შემთხვევა გვაქვს" - როდის ელოდებიან გრიპის ვირუსის პიკს საქართველოში
"მომართვიანობა გაორმაგებულია... გრიპის ვირუსის 2 დადასტურებული შემთხვევა გვაქვს" - როდის ელოდებიან გრიპის ვირუსის პიკს საქართველოში
იაშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის ბავ­შვთა ცენ­ტრა­ლუ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს სა­მე­დი­ცი­ნო დი­რექ­ტო­რის, ივა­ნე ჩხა­ი­ძის გან­ცხა­დე­ბით, გრი­პის ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბის პი­კის პე­რი­ო­დის პროგ­ნო­ზი­რე­ბა რთუ­ლია, თუმ­ცა შემ­თხვე­ვე­ბის მა­ტე­ბა დე­კემ­ბრის მე­ო­რე ნა­ხე­ვარ­შია მო­სა­ლოდ­ნე­ლი.
მისი თქმით, ამ ეტაპ­ზე გრი­პის ვირუ­სის ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლად და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი მხო­ლოდ ორი შემ­თხვე­ვაა და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი.

„უკე­თე­სი მდგო­მა­რე­ო­ბაა, ვიდ­რე 2018-2019 წლებ­ში. ეს გა­მო­ი­ხა­ტე­ბა იმა­ში, რომ ერთი წლის წინ, ნო­ემ­ბერ­ში იყო გრი­პის შემ­თხვე­ვე­ბის მა­ტე­ბა. ახლა, სა­ქარ­თვე­ლო­ში გვაქვს მხო­ლოდ ორი შემ­თხვე­ვა ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლად და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი. ერთი შემ­თხვე­ვა B ტი­პის გრი­პის ვირუ­სი იყო იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი, მე­ო­რე შემ­თხვე­ვა იყო გუ­შინ, A ტი­პის ვირუ­სი. მხო­ლოდ ორი ტი­პის ვირუ­სია
და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი, თუმ­ცა ეს იმას არ ნიშ­ნავს, რომ სხვა ტი­პის ვირუ­სე­ბი არ აქ­ტი­უ­რო­ბენ. პი­რი­ქით - სხვა ტი­პის ვირუ­სე­ბის აქ­ტი­უ­რო­ბა მა­ღა­ლია, მაგ­რამ კარ­გია, რომ ასე­თი კლი­ნი­კუ­რი ვირუ­სე­ბის შემ­თხვე­ვე­ბი არის ერ­თე­უ­ლი. შარ­შან დე­კემ­ბერ­ში მი­ვი­ღეთ პიკი, ამი­ტომ ვე­ლო­დე­ბით წელ­საც დე­კემ­ბერ­ში ამ შემ­თხვე­ვე­ბის მა­ტე­ბას. ტი­პუ­რია სა­ქარ­თვე­ლოს­თვის დე­კემ­ბე­რი, იან­ვა­რი, თე­ბერ­ვა­ლი, მარ­ტი, ეს არის ვირუ­სე­ბის მაქ­სი­მა­ლუ­რი ატი­უ­რო­ბის პე­რი­ო­დი.

ჩვენ ვა­ფიქ­სი­რებთ შე­მოს­ვლას რო­გორც იაშ­ვი­ლის კლი­ნი­კა­ში, ასე­ვე, რეს­პი­რა­ცი­უ­ლი მე­დი­ცი­ნის დე­პარ­ტა­მენ­ტში. თუ წინა კვი­რებ­ში 5-6 შე­მოს­ვლა იყო ამ დე­პარ­ტა­მენ­ტში ყო­ველ­დღი­უ­რად, ახლა გა­ორ­მა­გე­ბუ­ლია, 10-12 ასე­თი შემ­თხვე­ვა შე­იძ­ლე­ბა იყოს და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი. მა­ტე­ბას ვე­ლო­დე­ბით, თუმ­ცა პი­კუ­რი მა­ტე­ბას პროგ­ნო­ზი­რე­ბა რთუ­ლია, რად­გან 2017-18 წელს ძი­რი­თა­დად B ტი­პის ვირუ­სი იყო, შარ­შან პი­რი­ქით A ტი­პის. რა იქ­ნე­ბა წელს, რთუ­ლი სათ­ქმე­ლია”, - გა­ნა­ცხა­და ჩხა­ი­ძემ.

მისი თქმით, გრი­პის ვირუ­სის ძი­რი­თა­დი სიმპტო­მე­ბია მა­ღა­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რა, ზო­გა­დი სი­სუს­ტე, ასე­ვე ზოგ შემ­თხვე­ვა­ში ყე­ლი­სა და მუც­ლის ტკი­ვი­ლი.

„ეს არის და­ა­ვა­დე­ბა, რო­მე­ლიც მიმ­დი­ნა­რე­ობს რამ­დე­ნი­მე გა­მორ­ჩე­უ­ლი სიმპტო­მით. მა­ღა­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რა, ასე­ვე და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლია ზო­გა­დი სი­სუს­ტე, შე­იძ­ლე­ბა იყოს ყე­ლის ტკი­ვი­ლი, კუნ­თე­ბი­სა და სახ­სრე­ბის ტკი­ვი­ლი. ბავ­შვებ­ში შე­იძ­ლე­ბა იყოს მუც­ლის ტკი­ვი­ლი. ასე რომ, გან­სხვა­ვე­ბა გრიპ­სა და გა­ცი­ე­ბას შო­რის საკ­მა­ოდ დი­დია”, - გა­ნა­ცხა­და ჩხა­ი­ძემ.

მისი თქმით, ვაქ­ცი­ნის დე­ფი­ცი­ტი ამ ეტაპ­ზე არ არის.

ჩხა­ი­ძის გან­ცხა­დე­ბით, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ვაქ­ცი­ნა­ცი­ის­თვის სა­უ­კე­თე­სო პე­რი­ო­დი ნო­ემ­ბრის და­სა­წყი­სია, ვაქ­ცი­ნის გა­კე­თე­ბა ახ­ლაც რე­კო­მენ­დი­რე­ბუ­ლია.

“სა­ხელ­მწი­ფოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ყო­ველ­წლი­უ­რად გა­ზარ­დოს უფა­სო ვაქ­ცი­ნა რისკ ჯგუ­ფებ­ში. წელს 100 ათას აღ­წევს ამ ვაქ­ცი­ნე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა. რაც საკ­მა­ოდ დიდი მო­ცუ­ლო­ბაა.

მე არ მგო­ნია, რომ დე­ფი­ცი­ტი იყოს, იაშ­ვი­ლის მა­გა­ლით­ზე გე­ტყვით, ჩვენ გვაქვს ვაქ­ცი­ნა­ცი­ის კა­ბი­ნე­ტი. რა შემ­თხვე­ვა­შიც ჩვენ შეგ­ვიძ­ლია სი­ტყვა „დე­ფი­ცი­ტი“ გა­მო­ვი­ყე­ნოთ, ეს ეხე­ბო­და მხო­ლოდ 4 კომ­პო­ნენ­ტი­ან ვაქ­ცი­ნას, რო­მე­ლიც შე­ი­ცავს ორი A და ორი B ტი­პის კომ­პო­ნენტს.

ნო­ემ­ბრის და­სა­წყი­სი იდე­ა­ლუ­რია ვაქ­ცი­ნა­ცი­ის­თვის. ეს ვაქ­ცი­ნა მოქ­მე­დე­ბას იწყებს შეყ­ვა­ნი­დან 2 კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში. ახ­ლაც, რა თქმა უნდა, აზრი აქვს ამ ვაქ­ცი­ნის გა­კე­თე­ბას”, - გა­ნა­ცხა­და ჩხა­ი­ძემ.
11194
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები