"თუ გგონიათ, რომ თოვლიან კურორტებზე გრიპის ვირუსს ვერ იპოვით, სულ ტყუილად" - თამარ ობგაიძის რჩევები ზამთრის კურორტთან დაკავშირებით
"თუ გგონიათ, რომ თოვლიან კურორტებზე გრიპის ვირუსს ვერ იპოვით, სულ ტყუილად" - თამარ ობგაიძის რჩევები  ზამთრის კურორტთან დაკავშირებით
ახალი წელი ახლოვდება და მასთან ერთად საშობაო არდადეგებიც, ასე რომ ელიან დიდებიც და პატარებიც.
როცა ზამთრის არდადეგებზე ვსაუბრობთ, უხშირესად სამთო-სათხილამურო მთიან კურორტს წარმოვიდგენთ ხოლმე, თუმცა ზოგს ზაფხულში დაბრუნება და სულაც სამხრეთის ქვეყნებში მზეს მიფიცხება ქვეყნიერებას ურჩევნია.
ვინ თქვა, რომ არდადეგების მხიარულად გატარება და ჯანმრთელობზე ზრუნვა მხოლოდ ზაფხულში შესაძლებელი?!
ზამთარიც მშვენიერ შანსს გვთავაზობს დავისვენოთ და გავაკაჟოთ პატარები. მით უმეტეს, რომ მთის კურორტები საქართველოში ნამდვილად ასარჩევად გვაქვს.

პირველ რიგში უნდა შეგახსენოთ - კურორტებს რამდენიმე ჯგუფად ვყოფთ -კლიმატურ კურორტებზე მთავარი სამკურნალო ფქტორი ჰავაა,
ბალნეოელოგიურ კურორტზე - მინერალური წყალი, კლიმატურ-ბალნეოლოგიურ კურორტებზე ორივე ამ ფაქტორით ზემოქმედებაა შესძლებელი, ხოლო ტალახის კურორტებზე მთავარი სამკურნალო ფაქტორი ტალახია.

სანამ კურორტს შეარჩევთ, აუცილებლად გაითვალისწინეთ ექიმის რჩევა - რა ტიპის ბუნებრივი ფაქტორების ზემოქმედება სჯობს თქვენი პატარასთვის. ამ საკითხის გარკვევის შემდეგ გაითვალისწინეთ კურორტის მდებარეობა, რამდენად კარგადაა განვითარებული მისი ინფრასტრუქტურა, რამდენად შორს მდებარეობს უახლოესი დიდი დასახლებული პუნქტიდან და რამდენად ხელმისაწვდომია კვალიფიციური გადაუდებელი სამედიცინო დახმარება ადგილზე.
გახსოვდეთ, ზამთრის კურორტებზე ტრავმები, სამწუხაროდ, არცთუიშვითია, ამიტომ გადაუდებელი დახმარების შესაძლებლობა შერჩეულ კურორტს აუცილებლად უნდა ჰქონდეს.
ზამთრის კურორტის შერჩევისას ისიც მნიშვნელოვანია, როგორ არის შესაბამისი ინფრასტრუქტურა განვითარებული პატარების გართობისათვის.
ყველა ამ ფაქტორის გათვალისწინებით
ბაკურიანი და ცემი ბავშვისათვის კომფორტული და სასარგებლო მთის კურორტებია, თუმცა სხვა ქართულ კურორტებზეც თანდათან ვითარდება შესაბამისი ინფრასტრუქტურა.
სასტუმროს შერჩევისას მცირე ზომის მშვიდ, არახმაურიან გარემოს მიანიჭეთ უპირატესობა, სადაც სიმშვიდესთან ერთად კონტაქტების ნაკლები რიცხვი გექნებათ, რაც ზამთრის სეზონის გადამდები დაავადებების რისკს შეგიმცირებთ.
თუ თქვენ გგონიათ, რომ თოვლიან კურორტებზე გრიპის ვირუსს ვერ იპოვით-სულ ტყუილად. გრიპის ვირუსი სიცივისადმი მედეგია, მაღალ ტემპერატურაზე კი ადვილად იღუპება.

რატომ არის მთში დასვენება საუკეთესო არჩევანი თქვენი პატარასათვის?

  • იმიტომ, რომ მთის ჰავა მზის ინტენსიური რადიაციით (განსაკუთრებით სჭარბობს მზის ულტრასიისფერი სპექტრი), დაბალი ბარომეტრული წნევით და ჰაერში ჟანგბადის შემცველობით გამოირჩევა.
  • ასეთი კლიმატი განსაკუთრებით სასარგებლოა სასუნთქი გზების დაავადებათა მკურნალობისათის, ზოგადი გაკაჟება-გაჯანსაღებისათვის.
  • თუ ბავშვი ხშირად ავადობს სასუნთქი გზების მწვავე ინფექციებით, მათ შორის კრუპის სინდრომით, ბრონქოსპაზმით მიმდინარე ბრონქიტით ან ბრონქული ასთმით, მთის კურორტი მისთვის საუკეთესო დასასვენებელი ადგილია.
  • მთის კურორტი ზამთარში აქტური დასვენებისათვის ბევრ შესაძლებლობას გვთავაზობს. აქ სპორტის ზამთრის სახეობებსაც შეგიძლიათ აზიაროთ თქვენი პატარა.
  • მზე, მაღალი მთის მშრალი ჰავის, ჟანგბადისა და ფიზიკური დატვირთვის ერთობლიობა მისი დასვენებისა და გაკაჟებისთვის საუკეთესო გარემოს ქმნის.
  • ქტიური დასვენება ამ გარემოში დამატებითი ენერგიითა და ემოციებით ავსებს ბავშვს, ფიზიკური აქტივობა, თოვლში თხილამურებით სრიალი ხელს უწყობს მისი ძვალ-სახსროვანი სისტემისა და კუნთების განვითარებას, გულ-სისხლძარღვთა სისტემის ფუნქციონირებას, ავითარებს ბალანსირების უნარს.

რა უნდა წავიღოთ?

  1. თბილი სამოსის შეხსენება , რათქმაუნდა, არ გჭირდებათ.
  2. შერჩიეთ წყალგაუმტარი ქურთუკები და შარვლები, ბუნებრივი მასალისაგან დამზადებული წინდები და თბილი ფეხსაცმელი.
  3. ცხვირ-პირის კაშნეთი აკვრა საჭირო არ არის. ცხვირს ჰაერის გათბობის უნარი აქვს, სანამ მას ქვედა სასუნთქ გზებში გააგზავნის. მიეცით მზეს საშუალება, ბავშვის კანში დ ვიტამინის საზამთრო ულუფა წარმოქმნას.
  4. არ დაივიწყოთ საოჯახო აფთიაქის წაღება, რომელშიც აუცილებლად უნდა გქონდეთ ტკივილგამაყუჩებელი, სიცხის დამწევი მედიკამენტები (პარაცეტამოლი, იბუპროფენი), დამწვრობის საწინააღმდეგო მალამო - მაღალ მთაში ხანგრძლივად ყოფნისას სახის არეში დამწვრობა არცთუ იშვითია.
  5. თუ თქვენ მთის კურურტზე 6 თვემდე ასაკის ჩვილი მიგყავთ, გახსოვდეთ, რომ მისი მზის პირდაპირ სხივებზე დატოვება არ შეიძლება შემდგომში მელანომის რისკის თავიდან ასაცილებლად.
  6. რ იფიქროთ, დიარეა მხოლოდ ზაფხულის პრობლემაა. აფთიაქში აუცილებლად იქონიეთ ელექტროლიტური ხსნარის მოსამზადებელი ფხვნილი და პრობიოტიკი, რომელსაც ექიმთან შეთანხმებით შერჩევთ.

პედიატრი, მედიცინის დოქტორი თამამრ ობგაიძე
638
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები

გამოკითხვა
რომელია თქვენი ბავშვის საყვარელი მულტფილმი?
ყველაზე კითხვადი