ეპიდემიოლოგმა პაატა იმნაძემ ქვეყანაში გრიპისა და გრიპისმაგვარი ვირუსების გავრცელების მხრივ ჟურნალისტებთან ვითარება შეაფასა.
"ვირუსების მატება მეორე კვირაა, დაწყებულია. გრიპის შემთხვევები ჯერჯერობით გაცილებით ნაკლებია შარშან და შარშანწინდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ასევე ნაკლებია ჰოსპიტალიზაციის, ანუ მძიმედ მიმდინარე შემთხვევების რაოდენობაც," - განაცხადა პაატა იმნაძემ მედიაცენტრ "მთავარში" გამართულ პრესკონფერენციაზე. მისივე თქმით, ეს შედარებით მსუბუქი ვითარება აიხსნება იმით, რომ გრიპი ჯერ არ არის წამყვანი ვირუსი ავადობის საერთო მაჩვენებელში.
"პროცენტულად ბოლო კვირაში შემთხვევათა ნახევარი რინოვირუსზე, პარაგრიპსა და ენტოვირუსებზე მოდის, ნახევარი კი გრიპის ვირუსია, რომლის სამივე ტიპი უკვე დაფიქსებულია ქვეყანაში. გრიპის ვირუსებიდან 30%, ანუ წამყვანი B ტიპის ვირუსია, რომელის ისე ფართოდ არ ვრცელდება, როგორც A ტიპის ვირუსი. H1-ს უფრო ფართო გავრცელება ახასიათებს. ამიტომ, რადგან წამყვანი B ტიპია, ჯერ-ჯერობით გრიპის ფართო გავრცელებას და სიტუაციის გართულებას არ ველოდებით," - განახცადა იმნაძემ.
რაც შეეხება ვირუსის გართულებულ ფორმებს, იმნაძის თქმით, ნებისმიერი ვირუსი შეიძლება მძიმედ განვითარდეს.
"რომელი ვირუსი ვისთან გართულდება, ეს წინასწარ არავინ იცის, ნებისმიერი ვირუსი შეიძლება მძიმედ წარიმართოს, მაგალითად, პარაგრიპი ბავშვებში შეიძლება ცრუ კრუპის, მოხრჩობის მოვლენებით წარიმართოს. თუ ბავშვს 24 საათზე მეტ ხანს 38,5-ზე მაღალი აქვს სიცხე, ექიმმა აუცილებლად უნდა ნახოს. ახლა ვირუსების მატების ფაზაში ვართ, ეს მატება გაგრძელდება ალბათ, დეკემბრის ბოლომდე" - განახცადა პაატა იმნაძემ.
რა უნდა იცოდეს ორსულმა გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციაზე
როგორ უნდა მოიქცეთ, თუ გრიპის ვაქცინის შეძენას აფთიაქში აპირებთ