-"გრიპისა და გრიპისმაგვარი დაავადებებით გამოწვეული მომართვიანობა, რა თქმა უნდა, გაზრდილია. ეს არის სეზინური მატება და როგორც შარშან ან შარშანწინ, დეკემბრის ბოლო ორი კვირა გამოირჩევა შემთხვევების მატებით. წელს რაიმე განსაკუთრებული არ ხდება, პირიქით, წლევანდელი ნაკადი შედარებით უფრო ნაკლებია, ვიდრე შარშან ამავე პერიოდში აღინიშნებოდა.
წელს საქართველოში ძირითადად სამი ტიპის ვირუსი ცირკულირებს. 8 ბავშვი H1 ტიპის ვირუსი დაფიქსირდა, 12
გრიპის ნიშნებია მაღალი ტემპერატურა, 38 გრადუსი და მეტი, საერთო სისუსტე, თავისა და ყელის ტკივილი, კუნთების ტკივილი, საკვებზე უარის თქმა. ასეთი ნიშნების გამოვლენის შემთხვევაში, განსაკუთრებით თუ წლამდე ასაკის ბავშვს ახასიათებს, რა თქმა უნდა, ჯობს თავიდანვე მიმართოთ ექიმს. თვითმკურნალობასთან დაკავშირებით კატეგორიული თხოვნა გვაქვს, განსაკუთრებით ეს ეხება ანტიბიოტიკების გამოყენებას. ხშირ შემთხვევაში თვლიან, რომ ანტიბიოტიკები აუცილებელია გრიპის მართვისთვის. თუმცა პირიქითაა, მაქსიმალურად უნდა მოერიდოთ ანტიბიოტიკების გამოყენებას ბინაზე. საშუალება, რომელიც ყველა მშობლისთვის ცნობილია და ჩვენც ვფიქრობთ, რომ პირველ ეტაპზე უნდა გამოიყენოს - ეს არის სიცხის დამწევი საშუალებები.
ვაქცინაციისთვის იდეალური პერიოდი ოქტომბერი და ნოემბერია. მაქსიმუმ დეკემბრის პირველი კვირაც. იმიტომ, რომ გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა მოქმედებას ორი კვირის შემდეგ იწყებს, შესაბამისად, მისი გაკეთების აუცილებლობა ახლა, როდესაც მესამე კვირაა ქვეყანაში გრიპის შემთხვევების მატება გვაქვს, დაგვიანებულია. კიდევ ერთხელ ვიტყვი, ამისთვის იდეალური პერიოდი ნოემბრის თვე იყო."-განაცხადა ივანე ჩხაიძემ
თამარ იაკობაშვილი