ქალაქში თამუნა გომართელის დიეტის ბუმია. როგორ ზრუნავს ცნობილი ჟურნალისტი საკუთარ გარეგნობასა და სხეულზე, ამას ჩვენი ინტერვიუდან შეიტყობთ.
- ბავშვობიდან მოყოლებული ყოველთვის პუტკუნა ვიყავი. რაღაც ასაკამდე ეს არ გაწუხებს, ყველას მოსწონხარ, გეფერებიან, დაგძახიან - საყვარელი ბავშვიო, მაგრამ მერე, ზედმეტი წონა აღარ მოგწონს, სხვა სტანდარტებს სთხოვ უკვე საკუთარ თავს. მახსოვს, რომ წამოვიზარდე, დედამ ენდოკრინოლოგთან მიმიყვანა, რათა ჩემი სიმაღლისა და წონის შესაბამისობის კოეფიციენტი დაედგინა. ექიმმა 1 თვის განმავლობაში კვების ინდივიდუალური რაციონი დამინიშნა, რაც ძალიან ეფეტური აღმოჩნდა. მას შემდეგ, ფაქტიურად მთელი შემდგომი პერიოდი, ყოველთვის მახსოვდა
რომ მქონდა წონა, რომელსაც სჭირდებოდა კონტროლი, სწორი კვების შეთავსება. სიტყვა დიეტა არ მომწონს. ზოგისთვის დიეტა შიმშილთან ასოცირდება, არადა შიმშილი და სწორი კვება რადიკალურად განსხვავდება. სწორი კვება გრძელვადიან პერსპექტივაში იძლევა შედეგს, მაგრამ, სამაგიეროდ, ჯანსაღად იკლებ ზედმეტ კილოგრამებს და უფრო დიდი შანსი გაქვს დაკლებული წონის შენარჩინების. ამიტომ სწორი კვება ყოველთვის უფრო გამართლებულია. დიეტის შემდეგ კი, უმრავლეს შემთხვევაში, ორგანიზმი ისევ აგროვებს მარაგებს, ისევ იწყება ცხიმის დაგროვებას და ხანდახან ადამიანი ორჯერ იმაზე მეტსაც იმატებს, რაც დაიკლო. დიეტას არ ვემხრობი.
- მაგრამ მე და შენ ვიხდენთ, იმიტომ რომ ლოყებიანი, ფართე მოყვანილობის სახე გვქავს. - ჰო, ასეა. იცი რა, ასაკში უფრო დავაფასე ჩემი სახის მოყვანილობა, თურმე კარგი ყოფილა, ნაოჭებიც ნაკლებად ჩნდება და ამასთან, წონის დაკლების დროს, სახე არ ზარალდება, თავის ფორმას ინარჩუნებს. გამორიცხულია ახლა მოვიმატო, უკვე 5 წელია ერთიდაიგივე წონა მაქვს.
წაიკითხეთ ვრცლად