"ბოლო წლე­ბია სახლებში ახა­ლი გა­მო­გო­ნე­ბა გვაქვს, რის გამოც ბავ­შვე­ბი მოჰ­ყავთ სე­რი­ო­ზუ­ლი დამ­წვრო­ბით" - გუგა ქაშიბაძე მშობლებს აფრთხილებს
"ბოლო წლე­ბია სახლებში ახა­ლი გა­მო­გო­ნე­ბა გვაქვს, რის გამოც ბავ­შვე­ბი მოჰ­ყავთ სე­რი­ო­ზუ­ლი დამ­წვრო­ბით" - გუგა ქაშიბაძე მშობლებს აფრთხილებს
დამწვრობის ცენტრში პატარა პაციენტების რიცხვი ახალი წლის დღეებში განსაკუთრებით მატულობს. 

დამ­წვრო­ბის ცენ­ტრის ხელ­ძღვა­ნე­ლი გუგა ქა­ში­ბა­ძე AMBEBI.GE-სთან სა­უ­ბარ­ში ამ­ბობს, რომ მო­ზარ­დებ­ში პი­რო­ტექ­ნი­კით მი­ღე­ბუ­ლი და­ზი­ა­ნე­ბე­ბი მთე­ლი ზამ­თრის პე­რი­ოდ­ში გრძელ­დე­ბა. წელს ორ არას­რულ­წლო­ვანს თი­თე­ბის ამ­პუ­ტა­ცი­აც დას­ჭირ­და. თუმცა, ბუნებრივია, პიროტექნიკა ერთდაერთი მიზეზი არ არის, რაც ბავშვებში მძიმე დამწვრობას იწვევს. 

- სამ წლამ­დე ბავ­შვე­ბი, ძი­რი­თა­დად, იწ­ვე­ბი­ან ცხე­ლი წყლით, ყა­ვის და ჩაის გა­დას­ხმით. მოზ­რდი­ლე­ბი, გა­ზის აფეთ­ქე­ბით, ბენ­ზი­ნის აა­ლე­ბით. დამ­წვრო­ბის ცენ­ტრში 55% ყო­ველ­თვის ბავ­შვე­ბი წვა­ნან, და­ნარ­ჩე­ნი მოზ­რდი­ლე­ბი. ხში­რად ასე­თი შემ­თხვე­ვე­ბია: ბავ­შვი ჩაჯ­და ჭო­ჭი­ნა­ში, იარა ოთახ­ში, ბო­ლოს მი­ად­გა ელექტრო­მა­დუ­ღა­რას, მო­ქა­ჩა და გა­და­ის­ხა წყა­ლი ზედ.

სამ წლამ­დე ბავ­შვის­თვის ელექტრო­მა­დუ­ღა­რა­ში არ­სე­ბუ­ლი მდუ­ღა­რე წყლის რა­ო­დე­ნო­ბა საკ­მა­რი­სია, რომ რე­ა­ნი­მა­ცი­ა­ში მოხვ­დეს. სე­რი­ო­ზულ ღრმა
დამ­წვრო­ბას სიკ­ვდი­ლი­ა­ნო­ბა ახ­ლავს თან. სამ­წუ­ხა­როდ, წე­ლი­წად­ში გარ­დაც­ვა­ლე­ბის რამ­დე­ნი­მე შემ­თხვე­ვა გვაქვს ხოლ­მე.


- ხში­რია შემ­თხვე­ვე­ბი, რო­დე­საც დამ­წვრო­ბის შემ­დეგ თვით­მკურ­ნა­ლო­ბას მი­მარ­თა­ვენ.


- სამ­წუ­ხა­როდ, ასე­თი შემ­თხვე­ვე­ბიც გვაქვს. დღეს მო­იყ­ვა­ნეს ბავ­შვი, რო­მელ­მაც ახა­ლი წლის პე­რი­ოდ­ში მი­ი­ღო დამ­წვრო­ბა და სახ­ლში ჩა­ტა­რე­ბუ­ლი მკურ­ნა­ლო­ბის გამო მდგო­მა­რე­ო­ბა გარ­თუ­ლე­ბუ­ლი ჰქონ­და. არ შე­იძ­ლე­ბა დედა ამ დროს საჭ­მელ სო­დას აყ­რი­დეს ჭრი­ლო­ბა­ზე! ზო­გა­დად ყვე­ლა ოჯახ­ში უნდა იყოს დამ­წვრო­ბის სა­ა­წი­ნა­აღ­მდე­გო კრე­მი, რო­მე­ლიც აუ­ცი­ლებ­ლად აფ­თი­აქ­ში უნდა შე­ი­ძი­ნოთ და თა­ვად არ უნდა და­ამ­ზა­დოთ.

კი­დევ ერთხელ მინ­და, თქვე­ნი სა­ი­ტის სა­შუ­ა­ლე­ბით მო­სახ­ლე­ო­ბა გა­ვაფრ­თხი­ლო. ბოლო წლე­ბია ქარ­თვე­ლებს ახა­ლი გა­მო­გო­ნე­ბა გვაქვს, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან მძი­მე შე­დე­გებს იწ­ვევს. ოჯახ­ში სხვა­დას­ხვა ტი­პის გა­მათ­ბო­ბელ­ზე, "კარ­მა­ზე" დამ­ცველს,
გა­რე­შე­ფუთ­ვას ხსნი­ან, რომ თით­ქოს ამით ოთახ­ში სით­ბო უკე­თე­სად დაგ­როვ­დე­ბა.

წარ­მო­იდ­გი­ნეთ, მშობ­ლე­ბი ხსნი­ან "კარ­მას" დამ­ცავ ხუფს და ამ დროს, ორი-სამი წლის ბავ­შვი დარ­ბის ოთახ­ში, ხელს წა­მოჰ­კრავს ან ფეხს მი­ა­დებს და უკვე მე­რამ­დე­ნე შემ­თხვე­ვა გვქონ­და, რომ ბავ­შვე­ბი მოჰ­ყავთ სე­რი­ო­ზუ­ლი დამ­წვრო­ბით. გაფრ­თხი­ლებთ, ამით უკე­თე­სად ვერ გა­ათ­ბობთ სახ­ლს და სა­ვა­ლა­ლო შე­დეგს მი­ი­ღებთ! საკ­მა­ოდ მძი­მე დამ­წვრო­ბას იწ­ვევს.


- ამ წელს დამ­წვრო­ბის მძი­მე შემ­თხვე­ვა თუ გქონ­დათ დამ­წვრო­ბის ცენ­ტრში?


- ძა­ლი­ან ცუდი რამ მოხ­და ცოტა ხნის წინ კა­ხე­თის ერთ-ერთ სო­ფელ­ში. დე­დას შე­ე­შა­ლა და ღუ­მელ­ში ნავ­თის მა­გი­ერ ბენ­ზი­ნი შე­ას­ხა. ცხრა წლის ბიჭი ად­გილ­ზე და­იწ­ვა. დედა ჩვენს რე­ა­ნი­მა­ცი­ა­ში გარ­და­იც­ვა­ლა, სა­სუნ­თქი გზე­ბის 85 პრო­ცენ­ტი დამ­წვრო­ბა ჰქონ­და და ვერ გა­და­ვარ­ჩი­ნეთ... 6 წლის გო­გო­ნა გა­დარ­ჩა. ძა­ლი­ან რთუ­ლი იყო მისი ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა, რად­გან დამ­წვრო­ბა ფსი­ქი­კა­ზე მოქ­მე­დებს ძა­ლი­ან, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად ბავ­შვებ­ში.
განაგრძეთ კითხვა

36987
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (1)
გინდ დაიჯერეთ, გინდ არა.
3
თქვენ ახსენებთ მშობლებს, სად არიან მშობლები? მშობლები წაიყვანა კომუნისტურმა "რეჟიმმა"
06:59 / 12-01-2020
მსგავსი სიახლეები

გამოკითხვა
რომელია თქვენი ბავშვის საყვარელი მულტფილმი?