დამწვრობის ცენტრში პატარა პაციენტების რიცხვი ახალი წლის დღეებში განსაკუთრებით მატულობს.
დამწვრობის ცენტრის ხელძღვანელი გუგა ქაშიბაძე AMBEBI.GE-სთან საუბარში ამბობს, რომ მოზარდებში პიროტექნიკით მიღებული დაზიანებები მთელი ზამთრის პერიოდში გრძელდება. წელს ორ არასრულწლოვანს თითების ამპუტაციაც დასჭირდა. თუმცა, ბუნებრივია, პიროტექნიკა ერთდაერთი მიზეზი არ არის, რაც ბავშვებში მძიმე დამწვრობას იწვევს.
- სამ წლამდე ბავშვები, ძირითადად, იწვებიან ცხელი წყლით, ყავის და ჩაის გადასხმით. მოზრდილები, გაზის აფეთქებით, ბენზინის აალებით. დამწვრობის ცენტრში 55% ყოველთვის ბავშვები წვანან, დანარჩენი მოზრდილები. ხშირად ასეთი შემთხვევებია: ბავშვი ჩაჯდა ჭოჭინაში, იარა ოთახში, ბოლოს მიადგა ელექტრომადუღარას, მოქაჩა და გადაისხა წყალი ზედ.
სამ წლამდე ბავშვისთვის ელექტრომადუღარაში არსებული მდუღარე წყლის რაოდენობა საკმარისია, რომ რეანიმაციაში მოხვდეს. სერიოზულ ღრმა დამწვრობას სიკვდილიანობა ახლავს თან. სამწუხაროდ, წელიწადში გარდაცვალების რამდენიმე შემთხვევა გვაქვს ხოლმე.
- სამწუხაროდ, ასეთი შემთხვევებიც გვაქვს. დღეს მოიყვანეს ბავშვი, რომელმაც ახალი წლის პერიოდში მიიღო დამწვრობა და სახლში ჩატარებული მკურნალობის გამო მდგომარეობა გართულებული ჰქონდა. არ შეიძლება დედა ამ დროს საჭმელ სოდას აყრიდეს ჭრილობაზე! ზოგადად ყველა ოჯახში უნდა იყოს დამწვრობის სააწინააღმდეგო კრემი, რომელიც აუცილებლად აფთიაქში უნდა შეიძინოთ და თავად არ უნდა დაამზადოთ.
კიდევ ერთხელ მინდა, თქვენი საიტის საშუალებით მოსახლეობა გავაფრთხილო. ბოლო წლებია ქართველებს ახალი გამოგონება გვაქვს, რომელიც ძალიან მძიმე შედეგებს იწვევს. ოჯახში სხვადასხვა ტიპის გამათბობელზე, "კარმაზე" დამცველს, გარეშეფუთვას ხსნიან, რომ თითქოს ამით ოთახში სითბო უკეთესად დაგროვდება.
წარმოიდგინეთ, მშობლები ხსნიან "კარმას" დამცავ ხუფს და ამ დროს, ორი-სამი წლის ბავშვი დარბის ოთახში, ხელს წამოჰკრავს ან ფეხს მიადებს და უკვე მერამდენე შემთხვევა გვქონდა, რომ ბავშვები მოჰყავთ სერიოზული დამწვრობით. გაფრთხილებთ, ამით უკეთესად ვერ გაათბობთ სახლს და სავალალო შედეგს მიიღებთ! საკმაოდ მძიმე დამწვრობას იწვევს.
- ამ წელს დამწვრობის მძიმე შემთხვევა თუ გქონდათ დამწვრობის ცენტრში?
- ძალიან ცუდი რამ მოხდა ცოტა ხნის წინ კახეთის ერთ-ერთ სოფელში. დედას შეეშალა და ღუმელში ნავთის მაგიერ ბენზინი შეასხა. ცხრა წლის ბიჭი ადგილზე დაიწვა. დედა ჩვენს რეანიმაციაში გარდაიცვალა, სასუნთქი გზების 85 პროცენტი დამწვრობა ჰქონდა და ვერ გადავარჩინეთ... 6 წლის გოგონა გადარჩა. ძალიან რთული იყო მისი ფსიქოლოგიური მდგომარეობა, რადგან დამწვრობა ფსიქიკაზე მოქმედებს ძალიან, განსაკუთრებულად ბავშვებში.