გრიპით მიმართვიანობა ოდნავ გაიზარდა - როგორია ეპიდსიტუაცია ქვეყანაში
გრიპით მიმართვიანობა ოდნავ გაიზარდა - როგორია ეპიდსიტუაცია ქვეყანაში
ქვეყანაში გრიპის ვირუსის მიმდინარეობა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელმა გადაცემაში "იმედის დღე" შეაჯამა.

მისი თქმით, იანვრის მეორე კვირაში პოლიკლინიკებში მიმართვიანობა და ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი ოდნავაა მომატებული, თუმცა საშიში არაფერია.

"თუ ბავშვს ერთი დღის განმავლობაში აქვს 38-ნახევარი ტემპერატურა, აუცილებლად უნდა ნახოს ექიმმა, იგივე ეხება ნებისმიერი რისკის ჯგუფს. ხოლო ჯანმრთელ ადამიანს თუ 3 დღე აქვს იგივე ტემპერატურა, მანაც უნდა მივმართოს ექიმს."

ქვეყანაში ძირითადად B ტიპის ვირუსი ცირკულირებს. თუმცა, არასათანადო
მკურნალობის შედეგად , შესაძლებელია გართულდეს არა მხოლოდ გრიპის, არამედ გრიპის მაგვარი დაავადებებიც.  პაატა იმნაძის ცნობით, ამ ეტაპზე სასწავლო პროცესის გადადების არანაირი საფუძველი არ არსებობს.
ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, ჩვენ არ ვთვლით მიზანშეწონილად, რომ არდადეგები გახანგრძლივდეს ან სწავლის პროცესი შეწყდეს, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისივე რეკომენდაციით, გრიპის ვირუსის მატარებელი ბავშვები იზოლირებულები უნდა იყვნენ და ისინი მშობლებმა სასწავლო დაწესებულებაში არ უნდა გააგზავნონ.

ამირან გამყრელიძის თქმით, იანვრის მეორე კვირაში, პირველ კვირასთან შედარებით, გაზრდილია, როგორც მიმართვიანობის, ასევე ჰოსპიტალიზაციის შემთხვევები.

"იანვრის მეორე კვირაში 219 მიმართვანობა გვაქვს 100 ათას მოსახლეზე, ანუ გვაქვს მსუბუქი ზრდა. ასევე 3%-ით მომატებულია ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი საავადმყოფოებში,
მწვავე რესპირატორული ინფექციებით. ეს მაჩვენებელი 22%-იდან, დაახლოებით, 25,3%-მდე გაიზარდა. მაგრამ ორივე ეს ინდიკატორი, რითაც ჩვენ ვზომავთ ეპიდსიტუაციას ქვეყანაში, შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით არის შემცირებული. გრიპის სეზონი გრძელდება მარტის ბოლოს ან აპრილის შუა რიცხვებამდე. ამიტომ, ყურადღება არ უნდა მოვადუნოთ და უნდა დავიცვათ ყველა ის რეკომენდაცია, რასაც დაავადებათა კონტროლის ცენტრი გრიპის პრევენციისა და პროფილაქტიკისთვის იძლევა", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

გამყრელიძის ინფორმაციით, დღეისთვის 96 900 ადამიანია აცრილი გრიპის ვირუსის წინააღმდეგ და ქვეყანას კიდევ აქვს ვაქცინის საკმარისი მარაგი.

3433
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
რომელია თქვენი ბავშვის საყვარელი მულტფილმი?
ყველაზე კითხვადი