"შეამცირეთ დავალებების რაოდენობა ისე, რომ მის მომზადება ერთ საათზე მეტს არ მოითხოვდეს" - ექიმი კომაროვსკის პასუხები მშობლებს
"შეამცირეთ დავალებების რაოდენობა ისე, რომ მის მომზადება ერთ საათზე მეტს არ მოითხოვდეს" - ექიმი კომაროვსკის პასუხები მშობლებს
ე.წ. ბაღის ასაკის ბავშვების მშობლებს არაერთი კითხვა აწუხებთ და მითუმეტეს, სასუნთქი გზების ვირუსების მატებიოს სეზონზე. ამის ტაობაზე არაერთი ქართველი პედიატრი რჩევები და რეკომენდაციები გამოგვიქვეყნებია. ამჯერად გთავაზობთ ცნობილი უკრაინელი პედიატრის, ევგენი კომაროვსკის პასუხებს საკმაოდ გავრცელებულ კითხვებზე.

- არსებობს მოსაზრება, რომ საბავშვო ბაღში, ვირუსებთან ხშირი კონტაქტის გამო, ბავშვი თავად გამოიმუშავებს "ვირუსულ იმუნიტეტს" და ამის გამო სკოლის პერიოდში ნაკლებად იავადმყოფებს. ეს სიმართლეა თუ გავრცელებული მითი?

- დიახ, მართლაც არსებობს ასეულობით აქტიური ვირუსი, რომლითაც დაავადების შემთხვევაში, შესაძლოა მნიშვნელოვანმა ნაწილმა იმუნიტეტის ფორმირებაზე დიდი გავლენა მოახდინოს. შედეგად,
ბავშვი საბავშვო ბაღში გადატანილი არაერთი დაავადების გამო, სკოლაში ისე ხშირად აღარ გახდება ავად, როგორც ადრე. ანუ, პირდაპირი პასუხი თქვენს კითხვაზე არის ის, რომ ნათქვამი სიმართლეს შეესაბამება. მაგრამ, საუბარია ტენდენციაზე და არა უტყუარ წესზე.
არსებობს ასობით რესპირატორული ვირუსი, რომლებსაც გარკვეული პრევენციის ზომების მიღება სჭირდება და ინდივიდუალურად, იმუნური სისტემის გამო, შესაძლოა 10-12-ჯერაც კი დაავადდეს ბავშვი როგორც ბაღში, ასევე სკოლაში.

- ბავშვმა ახლა დაიწყო საბავშვო ბაღში სიარული. ერთი კვირა დადის, ერთი კვირა სახლშია. ვირუსები, სიცივე ... ყოველ თვე ვიღებთ სხვადასხვა ანტიბიოტიკს, პრეპარატსა და სიროფს. ღირს ასეთი გზით იმუნიტეტის გაძლიერება? სახლში ჯობს დავტოვო თუ მაინც ვატაროთ ბაღში?

-
თქვენ მიერ ჩამოთვლილი ფაქტორები მშობლის სწორი მიდგომით შესაძლოა, პრეპატარებისა და ანტიბიოტიკების გარეშე აღმოიფხვრას. ამის შესახებ ბევრჯერ ვისაუბრე და კიდევ გავიმეორებ: საჭიროა თბილი ტანსაცმელი, გრილ, ტენიანი ჰაერი ოთახში და ბევრი სითხე. თუ ყოველი გაციების დროს უამრავ წამალს ასმევთ ბავშვს და მაინც რთულდება მდგომარეობა, მაშინ აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს და გაარკვიოთ, რატომ სჭირდება ბავშვს მსგავსი დახმარება. არ უნდა იფიქროთ იმდენად საბავშვო ბაღში წასვლაზე, რამდენადაც იმ გარემოზე, რასაც ბაღი მას სთავაზობს. როგორია ჰაერის ტენიანობა, ტემპერატურის ბალანსი, სვამს თუ არა ბავშვი საჭირო რაოდენობით სითხეს და ასე შემდეგ.

mshoblebi
რომ შევაჯამოთ, თუ საბავშვო ბაღში სიარული გაციებით მთავრდება და არა მაინცდამაინც უამრავი წამლის მიღებით, მაშინ იქ სიარული შესაძლებელი კი არა, საჭიროც კია. თუ ყოველი წასვლის შემდეგ ცუდადაა და უამრავი წამლის მიღება სჭირდება, მაშინ ალტერნატივა უნდა იპოვნოთ, თუ რით შეიძლება ჩაანაცვლოთ საბავშვო ბაღი.

- რა შემთხვევაში უნდა გამოვიყვანოთ ბავშვი საბავშვო ბაღიდან?

-კითხვაზე ერთი პასუხი არ არსებობს. პირველ რიგში, უნდა გავარკვიოთ, რა ტიპის საბავშვო ბაღზეა საუბარი. თუ საბავშვო ბაღში სათამაშო და დასაძინებელი ოთახები ერთადაა, +26 გრადუსია შენობაში, სადაც საუკეთესო შემთხვევაში მხოლოდ ერთი საათის განმავლობაში ასეირნებენ, სადაც საუკეთესო მოსწავლედ ითვლება ის, ვინც პირველი შეჭამს და ბავშვების ნახევარს ვაქცინაცია გაკეთებული არ აქვს, მაშინ არ ღირს მისი იქ დატოვება. მაგრამ, მშობლების უმეტესობას, სამწუხაროდ, სხვა არჩევანი არ აქვს. საბავშვო ბაღი უნდა არსებობდეს იმისათვის, რომ მშობლებმაც შეძლონ საკუთარი სოციალური ფუნქციის შესრულება. სახელმწიფომ და სახელისუფლებო შტოს წარმომადგენლებმა უნდა იზრუნონ, რომ ბავშვმა გარკვეული დროის ბაღში გატარება შესაბამისად გადამზადებული აღმზრდელების მეთვალყურეობის ქვეშ შეძლოს. ეს იდეალური თეორიაა. საბავშვო ბაღში უნდა არსებობდეს კვალიფიციური პედიატრი, რომელიც ყველა ასაკში სრულყოფილად შეამოწმებს ბავშვებს. სამწუხაროდ, საბავშვო ბაღები, რომლებიც აკმაყოფილებენ სანიტარულ და ჰიგიენურ ნორმებს და აქცენტს აკეთებენ ჯანსაღ და უსაფრთხო გარემოზე, იშვიათობაა. ბოლოს, რაც ყველაზე დიდი პრობლემაა, თავად მშობლები არ არიან აქტიურნი და არ ითხოვენ მსგავს გარემოს საკუთარი შვილებისთვის.

- ბავშვს სურდო აქვს, მაგრამ თავს კარგად გრძნობს. შეიძლება თუ არა ბაღში წაყვნა?

- თუ ბავშვს სურდო აქვს, საბავშვო ბაღში წაყვანა არ შეიძლება. თუ თქვენ მაინც გადაწყვეტთ სურდოიანი ბავშვის საბავშვო ბაღში წაყვანას, მაშინ აუცილებლად უნდა წარადგინოთ დოკუმენტი, რომლითაც დაამტკიცებთ, რომ თქვენ შვილს ალერგიული სურდო აქვს და სხვა ბავშვებისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს. ხშირ შემთხვევაში, სურდო ვირუსია და რეალურად საფრთხეს უქმნით სხვა ადამიანებსაც. პედიატრების აზრით, ბავშვის 10-ჯერ გაციება წლის განმავლობაში, ნორმალურია. 

- ჩემი შვილი საბავშვო ბაღში წავიდა და დაიწყო ვირუსებიც. როგორ ავუმაღლო ბავშვს იმუნიტეტი?

- ნებისმიერ აფთიაქში 200-300 დასახელების იმუნიტეტის ასამაღლებელ, სხვადასხვა გემოსა და ღირებულების პრეპარატს შემოგთავაზებენ, თუმცა, ბავშვს იმუნიტეტს მსგავსი გზით ვერ აუმაღლებთ. ბავშვის იმუნიტეტი ფიზიკური აქტივობით, ადეკვატური, სწორი კვებით, სუფთა ჰაერზე ყოფნითა და წამლების მაქსიმალურად შეზღუდვით ძლიერდება.

- რას ურჩევდით მათ, ვისაც საბავშვო ბაღების მოწყობის და მათზე ზრუნვის ვალდებულება აქვთ?

- ყველაზე აქტუალური - ბაღში უნდა ეთმობოდეს დრო ყოველდღიურად სპორტსა და ფიზიკურ აქტივობას. ყველაფერი, რაც საკლასო ოთახში არ ისწავლება, ბავშვებს კლასის გარეთ უნდა ვასწავლოთ. ცუდი ამინდი არ არსებობს - არსებობს შეუფერებელი ტანსაცმელი. რაც შეეხება სკოლებს, შეამცირეთ დავალებების რაოდენობა ისე, რომ საშინაო დავალების მომზადება ერთ საათზე მეტს არ მოითხოვდეს და მშობლების დახმარების გარეშეც შესაძლებელი იყოს მომზადება. მნიშვნელოვანია კვების ოპტიმიზაცია, გაზიანი და შაქრიანი სასმელების რაციონიდან ამოღება. ასევე, უნდა შეამციროთ კომპიუტერულ ტექნიკასთან ბავშვების ყოფნის დრო. მაქსიმალური დრო დღე-ღამის განმავლობაში 2 საათია. უნდა გაითვალისწინოთ: ჰაერის სისუფთავე ბაღებსა თუ საკლასო ოთახში, სასკოლო მედიცინა და ვაქცინაცია, გაკვეთილები პირველადი დახმარების შესახებ, უსაფრთხო გარემოს საფუძვლები.
5053
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები

გამოკითხვა
რომელია თქვენი ბავშვის საყვარელი მულტფილმი?
ყველაზე კითხვადი