ჩინეთში გავრცელებული ახალი კორონავირუსით გამოწვეულ შეშფოთებას ცნობილი უკრაინელი პედიატრი, ევგენი კომაროვსკი გამოეხმაურა:
რას ამბობს ცნობილი უკრაინელი პედიატრი, კომაროვსკი კორონავირუსზე:
სადაც არ უნდა გადართოთ ტელევიზორი, ყველა მასობრივი ინფორმაციის საშუალებასა და სოციალური ქსელში ახალი ვირუსის შესახებ საუბრობენ. ეს არის კორონავირუსი. ის მიმდინარეობს, როგორც გრიპი: ცხელება, სურდო, ცხვირიდან გამონადენი. შეიძლება დაიწყოს ნაწლავური ინფექციით. დაავადების „აფეთქება“ მოხდა ჩინეთის ქალაქ უხანში, სადაც 11 000 000 მოსახლე ცხოვრობს. დაავადების პირველი მაჩვენებელი დაფიქსირდა ცხოველების ბაზრობაზე, სადაც იყიდება ყველანაირი ძუძუმწოვარის ხორცი (შებოლილი თუ სხვა სახით). აქ ვაჭრობენ ღამურის, ძაღლის, მგელის მელიის, გველის და ყველანაირი ცხოველისა ხორცით. ინფიცირება მოხდა რომელიღაც ცხოველიდან. მაგალითად: ფრინველის გრიპის დროს ადამიანი ინფიცირდებოდა მხოლოდ ფრინველით და დაავადება არ გადადიოდა ადამიანიდან ადამიანზე. ამ შემთხვევაში, პირველი დაინფიცირებული ადამიანები იყვნენ იმ ბაზრობაზე მომუშავეები, რომლებიც დაინფიცირდენენ რომელიღაც ცხოველით და ამის შემდეგ ინფექცია მათი ოჯახის წევრებს გადაედოთ. ანუ იმ ადამიანებს, რომლებიც არ ყოფილან კავშირში ბაზრობასთან. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ვირუსი გადადის ადამიანიდან ადამიანზე. საშიშროება: 1. ვირუსი ახალია და არ არსებობს მისი საწინააღმდეგო ვაქცინა. 2. გადაცემა ხდება ადამიანიდან ადამიანზე. 3. შეიძლება დაინფიცირდეს ნებისმიერი ადამიანი. 4. დაფიქსირებულია სიკვდილიანობის შემთხვევები. 5. მოახლოებულია ჩინური ახალი წელი, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩინელებისთვის იწყება მოგზაურობის სეზონი. ამიტომ, ინფექციის გავრცელების საშიშროება იზრდება. 6. ამჟამად სწორედ სეზონური გრიპის პიკია. დაავადება იწყება ჩვეულებრივი რესპირატორული დაავადების ნიშნებით. ახლა დადებითი მხარეები: 1. ვირუსი პირველად დაფიქსირდა დეკემბერში. ჩინელმა მეცნიერებმა სრულად გაშიფრეს ვირუსის გენი და კვლევები მიაწოდეს ყველა იმ ლაბორატორიას., ვინც სურვილი გამოთქვა. 2. დღეის მონაცემებით უკვე ცნობილია თუ რას წარმოადგენს ვირუსი და როგორია დიაგნოსტირების მეთოდები. ამის საფუძველზე მალე შეიქმნება ვაქცინა. 3. ჩინეთის მეთაურმა უზარმაზარი თანხები გამოყო ვირუსის მართვისა და ლოკალიზაციისთვის. აეროპორტმა მუშაობა შეწყვიტა, ბლოკირებულია 11 000 000 -იანი ქალაქი. 4. მკურნალობა სიმპტომატურია, როგორც მწვავე რესპირატორული ინფექციის დროს. პროფილაქტიკა: ჰიგიენური ღონისძიებები; ხალხმრავალ ადგილებში სიარულსის შეწყვეტა; განსაკუთრებული სიფრთხილე ბავშვებს და მოხუცებს; დაიცავით თქვენი ლორწოვანი, მიიღეთ ბევრი სითხე; ისეირნეთ ნებისმიერ ამინდში(არა ხალხმრავალ ამინდში); იკვებეთ კარგად, გაიღიმეთ და ნუ ჩავარდებით პანიკაში.