მთელი მსოფლიო ყურადღებით აკვირდება ჩინეთში მიმდინარე მოვლენებს, სადაც ახალი ვირუსი გავრცელდა და ბევრი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. ბევრმა უკვე დაიწყო ახალი ეპიდემიისათვის მზადება, თუმცა ხელისუფლებაში განმარტავენ, რომ სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება.
ამ ფონზე, ჯარალი მეტკალფმა, რომელიც ქცევის სპეციალისტია და ბავშვებთან მუშაობის დიდი გმოცდილება აქვს, სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა პოსტი მის მიერ ჩატარებული უჩვეულო ექსპერიმენტის შესახებ. მისი პოსტი ბავშვთა საავადმყოფოებმა და იმ სკოლამაც გაიზიარა, რომელშიც მეტკალფი მუშაობს.
ექსპერიმენტის არსი ძალიან მარტივია: 5 ნაჭერი პური გარკვეული დროის განმავლობაში პოლიეთილენის პაკეტებში მოათავსეს. თუმცა მანამდე მათთან არაერთი მოქმედება ჩაატარეს. პირველს ხელი არ ახლეს, მეორე დააჭერინეს იმ ბავშვევს, რომლებმაც ხელები არ დაიბანეს, მესამე დაიჭირეს იმ ბავშვებმა, რომლებმაც საპნით დაიბანეს ხელები, მეოთხე იმ ბავშვებმა აიღეს, რომლებსაც ხელები სადეზინფექციო საშუალებებით ჰქონდათ დაბანილი, ხოლო მეხუთე უბრალოდ ნოუთბუქზე მოათავსეს. შედეგი კი ასეთია:
ჯარალის პოსტი ძალიან სწრაფად გახდა პოპულარული, 20 ათასმა ადამიანმა ნახა და უამრავმა მომხმარებელმა დააკომენტარა. ასე ხდება მაშინ, როცა პრაქტიკულად აჩვენებენ იმ შედეგებს, რომლებზეც უამრავი ადამიანი და ექიმი ვერბალურად საუბრობს. ასე რომ, სულ გახსოვდეთ, ხელების ხშირად დაბანა აუცილებელია!