რამდენად იცავს სამედიცინო ნიღაბი ვურუსისგან და დაცვის რომელი ხერხები მიიჩნევა უფრო საიმედოდ
რამდენად იცავს სამედიცინო ნიღაბი ვურუსისგან და დაცვის რომელი ხერხები მიიჩნევა უფრო საიმედოდ
პირბადის ტარება ვირუსებისგან სრულად დაცვას არ გულისხმობს. მნიშვნელოვანია მისი სწორად გამოყენება და შესაბამისი ნორმების დაცვა. რა უნდა ვიცოდეთ სამედიცინო ნიღბების შესახებ და არსებობს თუ არა ისეთი ტიპის ნიღაბი, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში დაიცავს ადამიანს ვირუსებისგან, ოჯახის ექიმი, ანა ბარათაშვილი საუბრობს:

-პირბადე ერთგვარი ბარიერია გარემოსა და დაავადებულ ადამიანს შორის, რომელიც აკავებს მიკრობების გამოფრქვევას გარემოში. ძირითადად, სეზონური ინფექციები აირწვეთოვანია. ცემინების, დახველების შედეგად ხდება ვირუსების გამოფრქვევა. ამის გამო, უმჯობესია, რომ დაავადებულმა ადამიანმა ნიღაბი ატაროს. ნიღაბში რაღაც დოზით ხდება ნახშირორჟანგის დაგროვება და ადამიანი თავადვე
სუნთქავს გამოყოფილ ნახშირორჟანგს. ამიტომ, ჯანმრთელი ადამიანისათვის მისი გამოყენება გარემოში რეკომენდებული არ არის. თუ იცის, რომ დახურულ სივრცეში დაავადებულ ადამიანთან ერთადაა, მაშინ პროფილაქტიკის მიზნით, შეუძლია გაიკეთოს, მაგრამ ჯანმრთელმა ადამიანმა ჯობს სუფთა ჰაერი ისუნთქოს. აუცილებელია ნიღბის 2 საათში ერთხელ გამოცვლა. მნიშვნელობა აქვს სწორად გაკეთებასაც. ნიღბებს ძირითადად ორი ფერი აქვს. ერთი მხარე თეთრი ფერისაა, მეორე ფერადი. ფერადი სპეციალური წამლითაა დაფარული და აუცილებლად გარეთ უნდა იყოს მოქცეული. სწორედ ის ქმნის ბარიერს, რომ ვირუსების გამოფრქვევა არ მოხდეს ისე, როგორც ნიღბის გარეშე. ნიღაბს სპეციალურად აქვს მეტალის მასალა, რომელიც დრეკადია და ცხვირზე კარგად უნდა იყოს მიბჯენილი, რომ გამონასუნთქი ჰაერი მასში მოხვდეს, გაიაროს ფილტრაცია და გარეთ გამოვიდეს. თუ მას გავიკეთებთ მხოლოდ პირზე და
არა ცხვირზე, მნიშვნელობა არ ექნება.

- თუ არსებობს ისეთი ნიღაბი, რომლის გამოყენებაც უფრო დიდი დროითაა შესაძლებელი?

- ესეთი ნიღაბი არ არსებობს იმიტომ, რომ ადამიანები სუნთქავენ და გამონასუნთქი ჰაერი მიკრობს შეიცავს. თავად ნიღაბიც ინფექციის წყაროს წარმოადგენს, ამიტომ ყველამ უნდა გამოიცვალოს. რაც უფრო ხშირად გამოვცვლით, უკეთესია. 2 საათზე ხანგრძლივი დროით არ უნდა გამოვიყენოთ იმიტომ, რომ თავად ვსუნთქავთ ჩვენსავე გამოყოფილ ვირუსებს. გარდა ამისა, არ შეიძლება მოხსნილი ნიღაბი მაგიდაზე იყოს დადებული იმიტომ, რომ, როგორც აღვნიშნე, ის თავად წარმოადგენს ინფექციის წყროს. მოხსნილი პირდაპირ ურნაში უნდა იყოს მოთავსებული.

- დაცვის რა ხარისხი აქვთ ე.წ სამფენიან ნიღბებს?

- დაახლოებით, 60%-ს იცავს. ყველაზე მიშვნელოვანი, რაც ამ პერიოდში შეიძლება ადამიანმა გააკეთოს, პირადი ჰიგიენის დაცვაა. როგორც აღვნიშნე, ნიღაბი განკუთვნილია დაავადებული ადამიანისთვის და არა ჯანმრთელი ადამიანისთვის. ხელების ხშირი დაბანა აუცილებელია. ვირუსი თბილ გარემოში ძალიან კარგად გრძნობს თავს. ამიტომ, შენობებში ის უფრო დიდხანს ცოცხლობს და არ იღუპება. აგრეთვე, ძალიან კარგად გრძნობს თავს ხელისგულებზე, სახელურებზე, ზედაპირებზე და ასე შემდეგ. როცა ადამიანი ცხვირს გამოისუფთავებს, ის სეკრეტი ვირუსს შეიცავს. ვიდრე დაიბანს, ხელს რაიმეს შეახებს, რასაც შესაძლოა ჯანმრთელი ადამიანიც შეეხოს, ცხვირს გამოისუფთავებს, პირის ან ცხვირის ლორწოვანთან მიიტანს და ვირუსი ისევ შეიჭრება ორგანიზმში. ამიტომ, ნიღაბის ტარებასთან ერთად, ძალიან მნიშვნელოვანია ოთახის განიავება და დღის განმავლობაში ხელების 7-8-ჯერ მაინც დაბანა საპნით.

ნიღბების თემაზე ბი-ბი-სიმ რამდენიმე ბრუტანელი ექიმი გამოკითხა.
"სტანდარტული სამედიცინო ნიღაბი ვირუსისგან ტავდაცვის ეფექტური საშუალება არ არის, მათ არც სათანადო ფილტრი გააჩნიათ და არც სახეს ეკვრიან მჭიდროდ, თუმცა დაავადების გადადების რისკს ნაწილობრივ მაინც ამცირებენ" - განუცხადა ბი-ბი-სის ლონდონის წმინდა გიორგის სახელობის კლინიკის ექიმმა დევიდ კერინგტონმა. 

სამედიცინო ნიღბების გარდა არსებობს პროფესიონალური რესპირატორებიც, რომლებსაც დაცვის მაღალი ხარისხი აქვთ, თუმცა ინგლისელი ექიმ,ების შეფასებით, ისინი უფრო ჰაერის დაბინძურებისგან იცავენ და ვირუსების მხრივ თითქმის ისეთივე დაცვიოს დონე აქვთ, როგორც სამედიცინო ნიღბებს. 
"ამიტომ ნიღბებზე მეტად ჰიგიენის წესებს დავეყრდნოთ და მაქსიმალურად დავიცვათ ისინი. 
"თუ დაიცავთ ცემინების და ხველის ეტიკეტს, დაიბანთ ხელებს, არ მიიტანთ დაუბანელ ხელებს სახესთან, თქვენი ვირუსისგან დაცვის შანსები გაცილებით მაღალი იქნება" - ამბობს ქვინსის უნივერსიტეტის ექსპერიმენტული კლინიკის ეიმი კონორ ბემფორდი.
თამარ იაკობაშვილი

5620
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (1)
Zaza
9
არაფერსაც არ იცავს, პირიქით, სასაცილოა, დამოკიდებულია იმუნიტეტზე, თუ იმუნიტეტი დასუსტებული გაქვს, როგორც არ უნდა იფარო სახეზე, მაინც შეგხვდება, თუ არ გაქვს დასუსტებული არ შეგხვდება... (მე პირადად ჩემ თავზე მაქვს გამოცდილი)
16:44 / 28-01-2020
მსგავსი სიახლეები