"5-7 დღის შემდეგ ამ ვირუსს ორგანიზმი მოერევა" - კორონა ვირუსით შეშინებულ მშობლებს ექიმი კომაროვსკი რჩევებს აძლევს
"5-7 დღის შემდეგ ამ ვირუსს ორგანიზმი მოერევა" -  კორონა ვირუსით შეშინებულ მშობლებს ექიმი კომაროვსკი რჩევებს აძლევს
ჩინეთში გავრცელებულ კორონა ვირუსზე დღეს მთელი მსოფლიო ღელავს, ყველაზე მეტად კი მშობლები. ყველაზე მეტი ინტერესით სწორედ ისინი ელოდებიან კომპეტენტური ადამიანების რჩევებსა და რეკომენდაციებს.
უკრაინელი პედიატრი ევგენი კომაროსკი ბევრი მშობლისთვის სანდო და ავტორიტეტული ექიმია. მას საქართველოშიც იცნობენ. ამიტომ ვფიქრობთ, ჩვენს მკითხველს დააინტერესებს მისი მოსაზრებები და რჩევები ე.წ. ვუჰანის ვირუსზე, მითუმეტეს, რომ უკრაინაშიც ისეთივე პოპულარულია ბანანებთან და ჩინურ ამანათებთან დაკავშირებული პანიკა, როგორც ჩვენს სოციალურ ქსელში. გტავაზობთ რამდენიმე ამონარიდს მისი ვიდეომიმართვიდან:

  • დიდი პანიკა მოჰყვა ვირუსის გავრცელების ტემპის შესახებ ინფორმაციას. რეალურად რამდენად გადამდებია კორონავირუსი? ანუ საშუალოდ რამდენი ადამიანის
    დაავადება შეუძლია ერთ ინფიცირებულს? ჩვეულებრივი გრიპის ვირუსის შემთხვევაში ეს არის 1-2 ადამიანი, ცნობილი ესპანური გრიპი (ე.წ. ისპანკა) აავადებდა 2-8 ადამიანს, წითელათი ინფიცირებული 12-18 ადამიანს აავადებს საშუალოდ, ვუჰანის ვირუსის მაჩვენებელი კი გახლავთ 1-4, ანუ ბევრად ნაკლებგადამდებია, ვიდრე წითელა. ამიტომ გაოგნებული ვარ ჩვენს ქვეყანაში შექმნილი პანიკით - ჩვენს ქვეყანაში, სადაც 150 ათასი ადამიანი გვყავს წეთელათი ავად, ხალხი აცრების თემას ისევ საკამათოდ ხდის. ვუჰანის ვირუსი კი ჯერ არავის დამართნია და უკვე ბანანის ჭამას ვანებებთ თავს და ჩინურ ამანათებს არ ვხსნით. ბოდვას ჰგავს ეს ყველაფერი...
  • ვუჰანი ვირუსი ადამიანის ორგანიზმში მისთვის იდეალურ პირობებშიც კი მაქსიმუმ 14 დღის განმავლობაში ბინადრობს,
    შემდეგ იწვევს 5-7-დღიან ავადობას. ვირუსი არ გახლავთ ქრონიკული დაავადების გამომწვევი, 5-7 დღის შემდეგ ორგანიზმი მას მოერევა, რა თქმა უნდა, თუ მასზე ძლიერი აღმოჩნდება ან დადგება საიკვდილო გართულებები. ანუ გამოდის, რომ მაქსიმუმ 20 დღე შეიძლება ვირუსი ადამიანის სხეულში ცოცხლობდეს, ჩინურ ამანათებში კი ვირუსისთვის იდეალური პირობები ნამდვილად არ არის და მერწმუნთ, 2-3 დღეზე მეტს ვერ შენარჩუნდება. წარმოიდგინეთ, სანამ გზავნილი თქვენამდე მოაღწევს, რამდენი დღე გავა. ასე რომ, უშიშრად გახსენით და მშვიდობაში მოიხმარეთ.
  • "ახალი ჩინური ვირუსის საინკუბაციო პერიოდი 2-14 დღეა, თუმცა რაც ყველაზე არასასიამოვნოა, საშუალოდ, საინკუბაციო პერიოდი 10 დღეს შეადგენს, ანუ ინფიცირებული ადამიანი ყოველგვარი სიმპტომების გარეშეც აინფიცირებს გარშემომყოფთ.
  • გაითვალისწინეთ, მხოლოდ სპეციალური ტესტი ადგენს კორონა ვირუსის დიაგნოზს ასპროცენტიანი სიზუსტით, ამ ტესტის გარეშე დასმული დიაგნოზი მხოლოდ მკითხაობაა.
  • გინდათ, რომ თავი დაიცვათ? დაატენიანეთ ჰაერი სივრცეში, სადაც გიწევთ ცხოვრება და მუშაობს. ტენიანობის მზომი ხელსაწყოები ხელმისაწვდომია, გაზომეთ ტემპერატურა და ტენიანობა სკოლებსა და ბაღებში, ოპტიმალურია +18+20 გრადუსი, ტენიანობა კი 40-60 პროცენტი. ხშირად გაანიავეთ სათავსო, რათა ჰაერში ვირუსების კონცენტრაცია შემცირდეს, იბანეთ ხელები.
  • ჩინეთში, სადაც ვირუსის ეპიცენტრია, გავრცელების სწრაფ ტემპს მოსახლეობის სიმჭიდროვეც განაპირობებს.
    მილიარდიან, ძალიან მჭიდროდ დასახლებულ ჩინეთში, სადაც ერთ კვადრატულ მეტრზე ადამიანთა რაოდენობა ბევრად აღემატება ჩვენსას, ის სწრაფად ვრცელდება. ჩვენ კი ნამდვილად შევძლებთ, წარმატებით გავუმკლავდეთ ამ ვირუსს.
  • სიმტომებს რაც შეეხება, ნაკლებად ახასიათრებს სურდო და ცხვირიდან გამონადენი. კორონავირუსი პირველ რიგში ქვედა სასუნთქ გზებს უტევს. ამიტომ იწვევს ინტენსიურ ხველას, ქოშინს, სისუსტეს. იშვიათად გამოხატულია დიარეა და კონიუქივიტი. ეს სიმპტომები უამრავ სხვა დაავადებასაც ახასიათებს.
  • რას შეეხება პრევენციას - ამ დროს ვაქცინა უცბად გახდება ხოლმე სანატრელი, ყველა ვაქცინას ითხოვს, თურმე როგორ ჰყვარებიათ... ხალხნო, გასულ კვირას ქვეყანაში 2 ადამიანი ტეტანუსით გარდაგვეცვალა იმიტომ, რომ აცრა არ ჰქონდათ გაკეთებული. ქვეყანაში ტეტანუსით მეტი ადამიანი გვეღუპება, ვიდრე უჰანის ვირუსით. არადა ტეტანუსის ვაქცინა გვაქვს და ყოველი ზრდასრული ადამიანი 10 წელიწადში ერთხელ უნდა აიცრას. ამის გააზრება და მითუმეტეს, დაჯერება არავის უნდა.
  • როგორ მკურნალობენ? სპეციალური ანტივირუსული საშუალება კორონა ვირუსის წინააღმდეგ არ არსებობს. ამიტომ ვიღაცის რჩევევით რაღაც "ფუფლომიცინებში" ფულს ნუ გადაყრით, ნუ შეიძენთ და მითუმეტეს, ნუ დალევთ.
  • იმ ექიმებზეც მინდა ვთქვა, ვისითაც მუდმივად უკმაყოფილოები ხართ და რომლებსაც სულ აკრიტიკებთ. ისინი პირველები იქნებიან, ვისაც ვირუსთან შეხვედრა მოუწევს და მათ სათანადო დაცვა სჭირდებათ." - აცხადებს ცნობილი პედიატრი.

140043
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები

გამოკითხვა
რომელია თქვენი ბავშვის საყვარელი მულტფილმი?
ყველაზე კითხვადი