"ამ ეტაპზე გრიპი ბევრად საშიშია, ვიდრე კორონავირუსი... ჩვენთან ცოტა მძი­მე შემ­თხვე­ვე­ბი წა­მო­ვი­და" - რა მდგომარეობაა საქართველოში?
"ამ ეტაპზე გრიპი ბევრად საშიშია, ვიდრე კორონავირუსი... ჩვენთან ცოტა მძი­მე შემ­თხვე­ვე­ბი წა­მო­ვი­და" - რა მდგომარეობაა საქართველოში?
მა­შინ, როცა მთე­ლი მსოფ­ლიო და გან­სა­კუთ­რე­ბით სა­ქარ­თვე­ლო ახა­ლი ტი­პის კო­რო­ნა­ვირუს­ზე შფო­თავს, აშშ-ში გრი­პის ვირუს­მა 25 ათა­სი ადა­მი­ა­ნი იმ­სხვერ­პლა.

The Washington Post წერს, რომ და­ა­ვა­დე­ბით ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თა და გარ­დაც­ვლილ­თა რი­ცხვმა ბოლო ოთხ თვე­ში სა­ხი­ფა­თო ნიშ­ნულს მი­აღ­წია და უკვე 26 მი­ლი­ონს აჭარ­ბებს.

გა­მო­ცე­მის ცნო­ბით, გრი­პის სე­ზონ­ზე ამე­რი­კა­ში ყო­ველ­თვის რთუ­ლი ვი­თა­რე­ბაა, მაგ­რამ 2019-2020 წლის ზამ­თა­რი გან­სა­კუთ­რე­ბით მძი­მე აღ­მოჩ­ნდა, თუმ­ცა ამას ყუ­რა­დღე­ბას არა­ვინ აქ­ცევს, რად­გა­ნაც ყვე­ლა კო­რო­ნა­ვირუს­ზეა კონ­ცენ­ტრი­რე­ბუ­ლი.

და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნე­ლი ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძე
AMBEBI.GE-სთან სა­უ­ბარ­ში გან­მარ­ტავს, რომ ამ ეტაპ­ზე, რე­ა­ლუ­რად გრი­პი უფრო მე­ტად არის გავ­რცე­ლე­ბუ­ლი და მე­დი­ცი­ის­თვის დიდ გა­მოწ­ვე­ვა­დაც იქცა.

- ბა­ტო­ნო ამი­რან, რამ­დე­ნად შე­ე­სა­ბა­მე­ბა სი­მარ­თლეს, რომ გრი­პის ვირუ­სი გა­ცი­ლე­ბით სა­ში­შია, ვიდ­რე კო­რო­ნა­ვირუ­სი?


- გრი­პის ვირუ­სი ბევ­რად მე­ტად არის გავ­რცე­ლე­ბუ­ლი, ვიდ­რე კო­რო­ნა­ვირუ­სი. გრი­პი სე­ზო­ნუ­რი გახ­ლავთ და მთელ მსოფ­ლი­ო­ში ყო­ველ­წლი­უ­რად მი­სით მი­ლი­არ­დამ­დე ადა­მი­ა­ნი ავად­დე­ბა, მაგ­რამ მძი­მე გრი­პო­ზუ­ლი და­ა­ვა­დე­ბა აქვს 5-6 მი­ლი­ო­ნამ­დე ადა­მი­ანს.

სტა­ტის­ტი­კუ­რად, სე­ზო­ნუ­რად გრი­პის ვირუ­სით მსოფ­ლი­ოს მას­შტა­ბით 250-500 ათა­სამ­დე ადა­მი­ა­ნი იღუ­პე­ბა. ამი­ტომ რა თქმა უნდა, ამ ეტაპ­ზე გრი­პი ბევ­რად სა­ში­შია და ბევ­რად სა­ყუ­რა­დღე­ბო. თუმ­ცა, იმის გამო, რომ კო­რო­ნა­ვირუ­სი ახა­ლია და ერთი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში 28 ათა­სი ადა­მი­ა­ნია და­ვირუ­სე­ბუ­ლი, ჯერ არ ვი­ცით, რო­გო­რი გან­ვი­თა­რე­ბა ექ­ნე­ბა მას.

- პა­ა­ტა
იმ­ნა­ძემ ცოტა ხნის წინ გა­ნა­ცხა­და, რომ ერთ-ერთი მო­საზ­რე­ბით წი­თუ­რა-წი­თე­ლა­ზე აც­რას შე­უძ­ლია და­იც­ვას ადა­მი­ა­ნი კო­რო­ნა­ვირუ­სის­გან. რას გვე­ტყვით ამის შე­სა­ხებ?


- ეს გახ­ლავთ რამ­დე­ნი­მე ცნო­ბი­ლი ამე­რი­კე­ლი მეც­ნი­ე­რის მო­საზ­რე­ბა, იმი­ტომ, რომ დღე­ვან­დე­ლი ანა­ლი­ზით კო­რო­ნა­ვირუ­სით გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­თხვე­ვე­ბი 60 წლის ზე­ვით ადა­მი­ა­ნებ­ზე მო­დის.

- გრი­პთან და­კავ­ში­რე­ბით რა მდგო­მა­რე­ო­ბაა დღეს ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში? თით­ქოს ისე­თი რთუ­ლი ვი­თა­რე­ბა აღარ არის...


- ბოლო კვი­რის მო­ნა­ცე­მე­ბით, გრიპ­ზე მი­მარ­თვი­ა­ნო­ბა 100 000 მო­სახ­ლე­ზე ცოტა შემ­ცი­რე­ბუ­ლია, მაგ­რამ რამ­დე­ნი­მე პრო­ცენ­ტით გაზ­რდი­ლია ჰოსტპი­ტა­ლი­ზა­ცი­ის რი­ცხვი, ცოტა მძი­მე შემ­თხვე­ვე­ბი წა­მო­ვი­და. იხილეთ სრულად
4381
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
რომელია თქვენი ბავშვის საყვარელი მულტფილმი?