მაშინ, როცა მთელი მსოფლიო და განსაკუთრებით საქართველო ახალი ტიპის კორონავირუსზე შფოთავს, აშშ-ში გრიპის ვირუსმა 25 ათასი ადამიანი იმსხვერპლა.
The Washington Post წერს, რომ დაავადებით ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რიცხვმა ბოლო ოთხ თვეში სახიფათო ნიშნულს მიაღწია და უკვე 26 მილიონს აჭარბებს.
გამოცემის ცნობით, გრიპის სეზონზე ამერიკაში ყოველთვის რთული ვითარებაა, მაგრამ 2019-2020 წლის ზამთარი განსაკუთრებით მძიმე აღმოჩნდა, თუმცა ამას ყურადღებას არავინ აქცევს, რადგანაც ყველა კორონავირუსზეა კონცენტრირებული.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე AMBEBI.GE-სთან საუბარში განმარტავს, რომ ამ ეტაპზე, რეალურად გრიპი უფრო მეტად არის გავრცელებული და მედიციისთვის დიდ გამოწვევადაც იქცა.
- გრიპის ვირუსი ბევრად მეტად არის გავრცელებული, ვიდრე კორონავირუსი. გრიპი სეზონური გახლავთ და მთელ მსოფლიოში ყოველწლიურად მისით მილიარდამდე ადამიანი ავადდება, მაგრამ მძიმე გრიპოზული დაავადება აქვს 5-6 მილიონამდე ადამიანს.
სტატისტიკურად, სეზონურად გრიპის ვირუსით მსოფლიოს მასშტაბით 250-500 ათასამდე ადამიანი იღუპება. ამიტომ რა თქმა უნდა, ამ ეტაპზე გრიპი ბევრად საშიშია და ბევრად საყურადღებო. თუმცა, იმის გამო, რომ კორონავირუსი ახალია და ერთი თვის განმავლობაში 28 ათასი ადამიანია დავირუსებული, ჯერ არ ვიცით, როგორი განვითარება ექნება მას.
- ეს გახლავთ რამდენიმე ცნობილი ამერიკელი მეცნიერის მოსაზრება, იმიტომ, რომ დღევანდელი ანალიზით კორონავირუსით გარდაცვალების შემთხვევები 60 წლის ზევით ადამიანებზე მოდის.
- ბოლო კვირის მონაცემებით, გრიპზე მიმართვიანობა 100 000 მოსახლეზე ცოტა შემცირებულია, მაგრამ რამდენიმე პროცენტით გაზრდილია ჰოსტპიტალიზაციის რიცხვი, ცოტა მძიმე შემთხვევები წამოვიდა. იხილეთ სრულად