რა სახის სამუშაო ეკრძალებათ ორსულ, ახალნამშობიარებ და მეძუძურ ქალებს - შრომის კოდექსში ცვლილებები შევიდა
რა სახის სამუშაო ეკრძალებათ ორსულ, ახალნამშობიარებ და მეძუძურ ქალებს - შრომის კოდექსში ცვლილებები შევიდა
დამსაქმებლები ვალდებულნი არიან ორსული, ახალნამშობიარები და მეძუძური ქალებისთვის უსაფრთხო სამუშაო პირობები შექმნან. დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ მავნე საქმიანობისა და დასაცავი პირობების სია გამოაქვეყნა.

ორსული, ახალნამშობიარები და მეძუძური ქალების ჯანმრთელობისთვის მავნე და განსაკუთრებული რისკის შემცველ სამუშაოებად მიიჩნევა:

  • სამუშაოები, რომლებიც დაკავშირებულია ფიზიკურ და შრომით დატვირთვასთან
  • ქიმიურ აგენტებთან მუშაობა
  • ბიოლოგიურ აგენტებთან მუშაობა
  • სამუშაოები, რომლებიც დაკავშირებულია ფსიქოსოციალური და პროფესიული სტრესის გამომვევ ფაქტორებთან.
ბრძანების თანახმად, ორსულობის 27-ე კვირამდე მძიმედ და საშიშად ითვლება რეგულარულად 5 კგ-ზე მეტი
წონის მქონე ტვირთის გადატანა, ცალკეულ შემთხვევებში, კი 10 კგ-ზე მეტი წონის მქონე ტვირთის გადატანა, ასევე მექანიკური დამხმარე საშუალებების, როგორიცაა დომკრატის და ტვირთის ამწევი სხვა მოწყობილობების გამოყენება.
ორსულობის 27-ე კვირიდან დაუშვებელია ორსული ქალებისათვის ნებისმიერი წონის ტვირთის გადატანა.
ორსულობისას და მშობიარობიდან 16 კვირამდე მძიმედ და საშიშად მიიჩნევა საქმიანობა, რომელიც დაკავშირებულია ხშირ მოუხერხებელ მოძრაობებთან და პოზებთან, როგორიცაა მაგალითად სხეულის მნიშვნელოვანი დაჭიმვა ან მოხრა, ხანგრძლივი ჩაცუცქვა ან დახრა, ასევე საქმიანობა სხეულის ფიქსირებული პოზით მოძრაობის გარეშე. ასეთ საქმიანობებს ასევე განეკუთვნება დარტყმა, ვიბრაცია და რყევა.

დოკუმენტის თანახმად:

  • ორსული ქალები არ უნდა ასრულებდნენ ისეთ სამუშაოებს, რაც მძიმე საგნების მაღლა აწევასთანაა დაკავშირებული.
  • გარდა ამისა, მათთვის გამორიცხული უნდა იყოს ისეთი სამუშაოს შესრულება, რაც
    რიტმულ, მონოტონურ საქმიანობასთან და ნერვულ-ემოციურ დაძაბულობასთან არის დაკავშირებული.
  • ფეხმძიმობის დადგენის დღიდან აკრძალულია ასვლა/ჩასვლა ვერტიკალურ კიბესა და ბოძებზე.
  • ორსული, ახალნამშობიარები და მეძუძური ქალებისთვის აკრძალულია ღამის სამუშაოების შესრულება, გვიან და ადრიან ცვლებში მუშაობა.
  • რეკომენდებულია დამსაქმებელმა ღამის სამუშაოზე დასაქმებული ორსული, ახალნამშობიარები და მეძუძური ქალი თუ შესაძლებელია დღის სამუშაოზე გადაიყვანოს ან დროებით გაათავისუფლოს მოვალეობისგან.
  • ასევე, განსაკუთრებული რისკის შემცველ სამუშაოებზე დასაქმებულ ქალს შეუცვალოს მუშაობის პირობები, შესთავაზოს მას ალტერნატიული სამუშაო, თუ ეს შეუძლებელია, დროებით გაათავისუფლოს მოვალეობის შესრულებისაგან.
  • ორსული ქალებისთვის უნდა მოეწყოს ისეთი სამუშაო გარემო, სადაც შესაძლებელი იქნება მისთვის მოსახერხებელ პოზაში მუშაობის შესაძლებლობა. უნდა ჰქონდეს დაჯდომისა და წამოწოლის შესაძლებლობა.
  • ორსული ქალების სამუშაო ადგილი უნდა აღიჭურვოს სპეციალური მბრუნავი სკამით, რომელსაც ექნება თავის მისაყუდებელი, საზურგე, სახელური, საჯდომი და სხვ ელემენტები.
  • ორსული ქალებისათვის სამუშაო მაგიდის ზედაპირის ჭრილი უნდა იყოს მომრგვალებული კუთხეებით და დაფარული მქრქალი მასალით არეკლილი სიბრჭყვიალის თავიდან ასაცილებლად;
  • ორსული ქალებისთვის სამუშაო მაგიდასა და საწარმოო აღჭურვილობას უნდა ჰქონდეს ფეხებისათვის სივრცე:
ორსული, ახალნამშობიარები და მეძუძური ქალები არ დაიშვებიან მძიმე და მიწისქვეშა სამუშაოებზე და ასევე ისეთ სამუშაოებზე, რომლებიც სიმაღლესთანაა დაკავშირებული. მათთვის მძიმედ და საშიშად მიიჩნევა სამუშაო შენობა-ნაგებობები, სადაც ტემპერატურა +150 C-დან +250 C -მდე დიაპაზონის ზღვარს სცილდება, ასევე რეგულარულად ისეთი სამუშაოების შესრულება, რომლებიც დაკავშირებულია მაღალ ტენიანობასთან. ტემპერატურისას, თუ ის +15ͦ C-ზე ნაკლებია, საჭიროა თბილი სასმელების მიწოდება. სამუშაოები +150C და ქვემოთ დასაშვებია, თუ დამსაქმებელს გააჩნია ტანსაცმელი, რომელიც მორგებულია თერმულ სიტუაციაზე და საქმიანობის შესაფერისია.

დამსაქმებელმა უნდა იზრუნოს ორსული ქალებისთვის პროფესიული სტრესის აცილებაზე, შეუქმნას მას კომფორტული გარემო და მისცეს სხვა ადამიანებთან კომუნიკაციის შესაძლებლობა.

თამარ იაკობაშვილი

2762
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები

გამოკითხვა
რომელია თქვენი ბავშვის საყვარელი მულტფილმი?