კორონავირუსით ბავშვები უფრო იშვიათად ავადდებიან - ეს და სხვა საინტერესო ამბები კორონავირუსზე გამოცდილი პედიატრისგან
კორონავირუსით ბავშვები უფრო იშვიათად ავადდებიან - ეს და სხვა საინტერესო ამბები კორონავირუსზე გამოცდილი პედიატრისგან

კორონავირუსი და ბავშვი


დილიდან სხვა რეალობაში გავიღვიძეთ - 21-ე საუკუნის ყველაზე გამოუცნობი ვირუსი საქართველოშია. რა სახელი აღარ დაარქვეს - 21-ე საუკუნის შავი ჭირი, მკვლელი ვირუსი. მის შესახებ ბევრი რამ ჯერ კიდევ უცნობია, ის ხომ ჯერ სულ 2 თვისაა.
ჯერჯერობით არ არის ანტივირუსული პრეპარატი, გამოცდას გადის ვაქცინა.

საფრთხე არსებობს, მაგრამ მოდით, კიდევ ერთხელ გავიაროთ ეს თემა დაკვირვებით.
  • კორონავირუსი ზოონოზია, რომელმაც მუტაცია განიცადა და ის ჯერ ცხოველიდან ადამიანს, შემდეგ კი ადამიანიდან ადამიანს
    გადაედო. და წავიდა ქვეყნიდან ქვეყანაში, კონტინენტიდან კონტინენტზე. ზუსტად ისევე, როგორც 2009 წლის პანდემიური H1N1. იმ გრიპმა მაშინ მხოლოდ აშშ-ში 12 469 ადამიანის სიკვდილი გამოიწვია, დაავადდა 60 მილიონზე მეტი ადამიანი. სავარაუდოდ მსოფლიოში 200 000-ზე მეტი ადამიანი მოკვდა გრიპის ამ პანდემიის დროს.
  • ინფიცირებულთა დიდი ნაწილი 65 წლამდე ასაკის პაცინეტები იყვნენ, განსაკუთრებით მაღალი იყოს სიკვდილობა, ბაშვებში, ორსულებში, სხვადასხვა ქრონიკული დაავადების მქონდე ადამიანებში. გრიპის ვირუსის გავრცელებაც წრაფი იყო და გართულებების განვითარების რისკიც.
  • შემდეგ იყო ოსელტამივირი (ანტივისრუსული პრეპარატი) და გრიპის ვაქცინა შესაბამისი შტამით, რითაც კაცობრიობა პანდემიიდან გამოვიდა.
  • რა არის დამაიმედებელი ახლა?
  • აღმოჩნდა, რომ კორონავირუსი, რომელიც ახლა ცირკულირებს, არ ვრცელდება იმ სისწრაფით, როგორც „ღორის გრიპი“.
  • ვრცელდება ცნობები ათასობით სრულად გამოჯანმრთელებულთა შესახებ.

ავადდებიან თუ არა
ბავშვები?


არ არსებობს არავითარი მტკიცებულება ამ ეტაპზე, რომ კორონავირუსით ავადობის რისკი ბაშვებში უფრო მაღალია, ვიდრე მოზრდილებში.
პირიქით, ის სტატისტიკა, რაც ამ ეტაპზე გვაქვს, მიუთითებს, რომ ჩინეთში ადრეული ასაკის ბავშვები უფრო იშვიათად ავადდებოდნენ.
შეგახსენებთ, ეს სწორედ ის კატეგორიაა, რომელისთვისაც გრიპის და ზოგიერთი სხვა ვირუსი პირველ რიგში წარმოადგენს დიდ საფრთხეს. მიზეზი ბოლომდე უცნობია.
მკვლევარები ფიქრობენ, რომ ეს სავარაუდოდ ბავშვთა ასაკში ჩატარებულ ვაქცინაციას უნდა უკავშირდებოდეს, შესაძლოა, წითელას და გამომუშავებული ანტისხეულები როგორღაც ჯვარდენად ზემოქმედებენ კორონავირუსზეც. ეს ამჟამად შესწავლის საკითხია.

როგორია დაავადების სიმძიმე ბავშვებში


  • ჩინეთში დაავადებულ ბავშვებს ვირუსით ინფიცირებისას უვლიდნებოდათ სასუნთქი გზების დაზიანების ნიშნები - ხველა, ცხვირიდან გამონადენი, ასევე ნაწლავთა მოქმედების გახშირება, ღებინება.
  • დაავადება მიმდინარეობდა მსუბუქი სიმძიმით. არის ინფორმაცია უფრო მძიმე მიმდინარეობის შესხებაც ბავშვებში, თუმცა იშვიათად.

მოკლედ, ვირუსის შესახებ ბევრი ინფორმაცია ჯერ უცნობია. ახალი ინფორმაციის გამოჩენისთანავე აუცილებელად გაგიზიარებთ თქვენც. განვიხილავთ ასევე ვირუსისგან თავდაცვის გზებსაც.

მანამდე მშვიდად, ჩემო მეგობრებო, რაც შეიძლება მშვიდად!

მედიცინის დოქტორი, პედიატრი თამარ ობგაიძე
3304
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
ასევე დაგაინტერესებთ
მსგავსი სიახლეები

გამოკითხვა
რომელია თქვენი ბავშვის საყვარელი მულტფილმი?