დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში ახალი კორონავირუსის კიდევ ერთი შემთხვევა დაფიქსირდა.
მოქალაქე იტალიიდან ჩამოვიდა.ეს ქვეყანაში ახალი კორონავირუსის დაფიქსირების მეორე შემთხვევაა.
ამირან გამყრელიძის თქმით, მოქალაქეს სიმპტომები ჩამოსვლიდან მეორე დღეს გამოუვლინდა და თვითდინებით მიმართა ინფექციურ საავადმყოფოს. მისივე თქმით, მიმდონარეობს დაავადებულის კონტაქტების შესწავლა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.
ინფექცია საქართველოს მოქალაქეს, 50 წლის მამაკაცს დაუდასტურდა, რომელიც ქვეყანაში ირანიდან აზერბაიჯანის გავლით შემოვიდა. ის ამჟამად თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაშია მოთავსებული და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.