ჯანმრთელობააქტუალური
პირები, რომლებსაც კორონავირუსი გუშინ დაუდასტურდათ, ორი ოჯახის წევრები არიან
პირები, რომლებსაც კორონავირუსი გუშინ დაუდასტურდათ, ორი ოჯახის წევრები არიან
ინფექციურ საავადმყოფოში წუხელ ღამით ვირუსის ნიშნებით კიდევ ორი პაციენტი შეიყვანეს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საავადმყოფოში განუცხადეს, ამ დროისთვის კლინიკაში ვირუსული ინფექციით 24 პირია მოთავსებული.

„24 პირიდან 9-ს კორონავირუსის შემთხვევა დაუდასტურდა. 8 მათგანის მდგომარეობა სტაბილურია, მე-9 პირის კი - უკეთესი. 4 ადამიანს დღეს აუღებენ ანალიზს, დანარჩენი 9 პირი კი ინფექციური საავადმყოფოს სხვადასხვა განყოფილებაშია გადანაწილებული“, - განაცხადეს კლინიკაში.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 9 შემთხვევაა დაფიქსირებული, მათგან 6 გუშინ დადასტურდა. 6-ვე პირი ერთი ჯგუფის წევრები არიან, რომლებიც იტალიაში ერთად იმყოფებოდნენ. "ინტერპრესნიუსის" ინფორმაციით, დაინფიცირებულები არიან ორი
ოჯახის წევრები, მათ შორის ერთი ოჯახიდან მამა-შვილი, მეორე ოჯახიდან კი 4 ადამიანი.

აღსანიშნავია, რომ 44 წლის მამაკაცი, რომლის შვილსაც კორონავირუსი ასევე დაუდგინდა, იტალიაში მეორე შვილთან ერთადაც იმყოფებოდა, თუმცა, მის შემთხვევაში ანალიზმა ინფექციაზე უარყოფითი პასუხი აჩვენა.
ინტერპრესნიუსი
ბეჭდვა