"ევექსის" ინფორმაციით, კორონავირუსით დაინფიცირებული ერთ-ერთი პირი მათი სათაო ოფისის თანამშრომელია
"ევექსის" ინფორმაციით, კორონავირუსით დაინფიცირებული ერთ-ერთი პირი მათი სათაო ოფისის თანამშრომელია
5 პირიდან ერთ-ერთი, რომელსაც კორონავირუსი წუხელ დაუდგინდა, „ევექსის“ სათაო ოფისში მუშაობს. ამის შესახებ „ევექსის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, გიორგი ნიორაძე აცხადებს.

“ევექსი ჰოსპიტლების” არცერთ თანამშრომელს კორონავირუსი არ აქვს დადასტურებული! ჩვენს სათავო ოფისში, სადაც რამდენიმე სხვა კომპანიაც ფუნქციონირებს, დადასტურდა 1 შემთხვევა, რომლის დაინფიცირებაც იტალიაში მოხდა. მთლიან ოფისს, რომელიც 4-სართულიანია, ყოველდღიურ რეჟიმში უტარდება დეზინფექცია, იდენტიფიცირებულია დაინფიცირებულ ადამიანთან კონტაქტში მყოფი ყველა პირი და ისინი თვითიზოლაციის რეჟიმში იმყოფებიან. არაფერი განსაკუთრებული არ ხდება”, - აცხადებს
ნიორაძე.

ცნობისთვის, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 9 შემთხვევაა დაფიქსირებული, მათ შორის 6 გუშინ დადასტურდა. ოფიციალური ინფორმაციით, 6-ვე პირი იტალიაში ერთად იმყოფებოდა.
ინტერპრესნიუსი
474
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (2)
ტოტო
0
ეგ ექიმი,პასუხისგებაშია მისაცემი.
21:12 / 06-03-2020
მოქალაქე
0
სათაო ოფისში თუ ასეთი დონისა და შეგნების თანამშრომლები გყავთ, კარგად ყოფილა თქვენი საქმე და, სამწუხაროდ, ჩვენიც.
15:53 / 06-03-2020
მსგავსი სიახლეები

გამოკითხვა
რომელია თქვენი ბავშვის საყვარელი მულტფილმი?