საჭიროა თუ არა ანტიბაქტერიული საპონი და c ვიტამინი კორონა ვირუსისგან დასაცავად - პასუხები მშობლების შეკითხვებზე
საჭიროა თუ არა ანტიბაქტერიული საპონი და c ვიტამინი კორონა ვირუსისგან დასაცავად - პასუხები მშობლების შეკითხვებზე
კორონავირუსის გავრცელების მასშტაბი მთელ მსოფლიოში იზრდება. ამ ფონზე, მშობლები ცდილობენ, აღმოაჩინონ ისეთი გზა, რითაც საკუთარი თავისა და შვილების დაცვას შეძლებენ. როგორც იცით, ეს სრულიად ახალი ვირუსია და თავად სპეციალისტებსაც კი არ აქვთ ამომწურავი ინფორმაცია. იქმნება უამრავი მითი, რომელთა რეალობისგან გარჩევა ხალხს ძალიან უჭირს.

The New York Times-მა ექიმებსა და სპეციალისტებს სთხოვა, კარგად განემარტათ მოსახლეობისათვის, რეალურად რა არის სწორი ინფორმაცია და რისი დაჯერება არ ღირს.

საჭიროა ხელთათმანების ტარება საზოგადოებრივი თავშეყრის აადგილებში?

ერთი
და იმავე ხელთათმანის დიდხანს გამოყენებას აზრი არ აქვს, რადგან ის მალევე ხდება ინფექციის წყარო. გარდა ამისა, ჩვეულებრივი ხელთათმანებს პატარა ხვრელები აქვს, რომლებშიც ვირუსის ნაწილაკების შეღწევა თავისუფლადაა შესაძლებელი.
აქედან გამომდინარე, მისი ტარება არაეფექტურია. დაცვის ყველაზე კარგი საშუალება ხელების საპნითა და წყლით ხშირად დაბანვაა. თუ მეტროში ან სხვა ისეთ ადგილზე, ხართ, სადაც ხელის დაბანვას ვერ შეძლებთ, გამოიყენეთ ანტისეპტიკური გელი.

საპონი აუცილებლად ანტიბაქტერიული უნდა იყოს?

mshoblebi


ექსპერტების თქმით, დიდი მნიშვნელობა არ აქვს საპონი ანტიბაქტერიული იქნება თუ არა, რადგან ყველას დაახლოებით ერთნაირი ეფექტი აქვს. შეგახსენებთ, რომ ექსპერტების რეკომენდაციით, ხელები მინიმუმ 20 წამის განმავლობაში უნდა დაიბანოთ საპნით ისე, რომ ხელის არც ერთი ადგილი მშრალი არ დაგრჩეთ. შემდეგ კი კარგად
ჩამოიბანოთ წყლით. სწორედ ესაა ვირუსებთან საბრძოლველად ყველაზე ეფექტური გზა.  

აუცილებელია სამედიცინო ნიღბის ტარება?

mshoblebi

ჯერჯერობით არა. ექიმები თვლიან, რომ სრულიად ჯანმრთელ ადამიანს, რომელსაც ვირუსის არანაირი ნიშანი არ აქვს, სამედიცინო ნიღბის გამოყენება არ სჭირდება. განსაკუთრებით კი ქუჩაში სიარული დროს.
სამედიცინო ნიღბები არ არის ეფექტური ვირუსისგან თავდასაცავად, რადგან სახეს არათანაბრად და არასაკმარისად ფარავს. თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ ბავშვებში ძალიან რთულია სახის ნიღბის სრული წესების დაცვით გამოყენება, მით უმეტეს არაეფექტურია. სამედცინო ნიღაბი უნდა ატარონ მედპერსონალმა და იმ ადამიანებმა, რომლებსაც ვირუსი აქვთ, რათა არ მოხდეს ირგვლივმყოფთათვის გადაცემა.

C ვიტამინი დაგეხმარებათ კორონავირუსთან საბრძოლველად?

mshoblebi

არ არის ასე. ნუ დაიწყებთ არამიზნობრივად და დიდი რაოდენობით ბავშვებისთვის C ვიტამინის მიცემას იმ მოტივით, რომ ვირუსისგან დაიცავს. რა თქმა უნდა, თუ ზომიერად მისცემთ C ვიტამინს, ცუდი არაფერი მოხდება, მაგრამ თუ ისტერიულად, დიდი რაოდენობით დაიწყებთ მის გამოყენებას, შესაძებელია მუცლისა და თირკმელების ტკივილი გამოიწვიოს. ასევე, არავის შეუსწავლია და დაუმტკიცებია, რომ პოპულარული დანამატები კორონავირუსის საწინააღმდეგოდ იმუშავებს. ამიტომ, პროფესორი შაფნერი გირჩევთ, რომ ტყუილად არ გადაყაროთ ფული.

გრიპის საწინააღმდეგო აცრა დაგვიცავს?

mshoblebi

გრიპისგან დიახ, დაგვიცავს, მაგრამ კორონავირუსის საწინააღმდეგოდ ის კონკრეტული ვაქცინა არ გამოდგება. ჯერ-ჯერობით მსოფლიოში არ არის შექმნილი არც ვაქცინა და არც პრეპარატი, რომელსაც კორონავირუსთან საბრძოლველად გამოიყენებენ.

2286
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (1)
ნანა
0
ტრანსპორტში პირბადის აფარება აუცილებელია, რადგან ბევრი ახველებს და ამცხიკვებს და აბა უნდა გადაგედოს? ასევე აფთიაქებში ჯერ ხურდებს ითვლის ფარმაცევტი და ამავე ხელით გაწვდის ამპულას . შოპრიცს და წამლებს, როდესაც სუპერმარკეტებში ხელტათმანით წონის გამყიდველი ორცხობილებს და სხვა პროდუქტებს. ამ ვირუსების დროს მაინც ხომ შეიძლება ფარმაცეტმა ჩაიცვას ადვილად წამოსაცმელი ხელტათმანი, როგორც მარაზიებშია?
11:03 / 10-03-2020
მსგავსი სიახლეები

გამოკითხვა
რომელია თქვენი ბავშვის საყვარელი მულტფილმი?