- არ შევაშინოთ მაყურებელი, ძალიანაც არ დავამშვიდოთ და რეალობას არ მოვწყვიტოთ. შექმნილ ვითარებაში მთავარი და ამოსავალი წერტილი გახლავთ ის, რომ თითოეულმა ადამიანმა გაითავისოს, თავად ვართ მთავარი
- როგორია კორონავირუსის პირველი გამოხატულება, რა სიმპტომი მიგვანიშნებს, რომ covid 19-თან გვაქვს საქმე და არა სხვა ტიპის ვირუსთან და რა მომენტიდან უნდა დავიწყოთ თვითიზოლაცია?
- ამ ვირსუთან მიმართებაში მსოფლიოს ბოლოდე არ აქვს ინფორმაცია. მთავარი გამოცდილება არის ის 98 000 ადამიანი, რომელიც დაინფიცირებულია. ვიცით, რომ ყველა ვირუსს აქვს- გადადის თუ არა კორონავირუსი საცურაო აუზის პირობებში, რეკომენდებულია ამ პერიოდში ბავშვების მიყვანა ცურვაზე, დახურული აუზის პირობებში?
- როგორც უკვე გითხარით, ბოლომდე და სრულყოფილად ყველაფერი ამ ვირუსთან დაკავშირებით ცნობილი არ არის. ვიცით, რომ ეს არის არა ჰაეროვანი, არამედ ჰაერწვეთოვანი გზით გადამდები ინფექცია, რაც მნიშვნელოვანია, რადგან ძალიან შორს ვერ ვრცელდება ვირუსი. მოგეხსენებათ, იყო შემთხვევა, როცა კარანტინთან ახლოს მდებარე მოსახლეობა აჯანყდა, მაგრამ მათ არავითარი საფრთხე არ ემუქრებათ. თუ იქ ვინმე დაავადებულს მოათავსებენ, მაშინაც კი არ გავრცელდება ვირუსი მოსახლეობაში. რაც შეხება იმ საკითხს, შეიძლება თუ არა ვირუსის წყლით გავრცელება, ამის შესახებ ინოორმაცია ჯერჯერობით მედიცინას არ აქვს, მაგრამ როდესაც ინფორმაცია არ გვაქვს, მაინც ჯობია, რომ დახურულ სივრცეში, საზოგადოების თავშეყრის ადგილაას მოხვედრისგან თავი შევიკავოთ. უნდა ვერიდოთ მჭიდრო კონტაქტს.- იმუნიტეტის გაძლიერება, თუნდაც ხალხური მეთოდით, ნივრით, C ვიტამინით და ა.შ. შეიძლება იყოს კორონა ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლის იარაღი?
- იმუნური სისტემა რაც უფრო მყარია, რასაკვირველია, ვირუსს უკეთ ებრძვის ორგანიზმი. აუფრო მოწყვლადი ჯგუფი ამიტომაც გახდა შედარებით ასაკოვანი და თანდართული დაავადების მქონე ადამიანები, რადგან წლების მატებასთან ერთად იმუნური სისტემა თავდაღმართშია. თუმცა, პარადოქსია, რომ 5 წლამდე ასაკის ბავშვებს, რომელთაც არ აქვთ მყარი იმუნური სისტემა და ხშირად ებრძვიან გრიპს, არ აქვთ კორონავისრუსის მიმღებლობა. ამას ერთი ახსნა აქვს, ვირუსი როცა ორგანიზმში იჭრება, სპეციალურ რეცეპტორს უკავშირდება, ორგანიზმში შესაღწევად, ეს რეცეპტორი კი ბავშვების ორგანიზმში დაბალგანვითარებულია, შესაბამისად შეჭრის ჭიშკარი ვირუსისთვის დახურულია. ამიტომაცაა ბავშვებში კორონავირუსი ნაკლებ გავრცელებული. რაც შეეხება იმუნური სისტემის გაჯანსაღებას, მეც ხშირად მთხოვენ პაციენტები, ვურჩიო ისეთი წამალი, რომლის დახმარებითაც ავადობას აიცილებენ თავიდან. სამწუხაროდ, ამის წამალი არ არსებობს, თუმცა, არის ზოგადი წესები, რითაც ადამიანის იმუნური სისტემა უფრო ყოჩაღდება, ეს გახლავთ: ჯასნაღი კვების რეჟიმი, ფიზიკური აქტივობა შესაძლებლობის ფარგლებში და ღია სივრცეში სეირნობა, პარკებსა და სკვერებში, სადაც 1-2 მეტრიანი სიახლოვეს ადამიანებთან მოერიდებით, ძილის მოწესრიგება და სტრესებისგან თავისუფალი გარემო. რაც შეეხება ნივრითა და მსგავსი ხერხებით იმუნიტეტის გაძლიერებას, ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზცია საკუთარ გვერდზე აქვეყნებს ინფორმაციას, რომ ნიორი არაჩვეულებრივი პროდუქტია, მაგრამ კორონავირუსთან მიმართებაში არავითარი პოზიტიური გავლენა არ აქვს.- საბედნიეროდ, ჩინეთში იკლო კორონავირუსის მაჩვენებელმა, თუმცა ირანში, იტალიაში იმატებს მაჩვენებლები. გავრცელდა ინფორმაცია, რომ 3-4 კვირაში იქნება წამალი, რომელიც უშუალოდ კორონავირუსის დამარცხებაში დაეხმარება ადამიანებს, ერთია, რომ ვაქცინა საჭიროა იმისთვის, რომ მომავალ წელსაც დავიცვათ თავი და მეორეა წამალი, რომელიც ზაფხულის მოსვლასთან ერთად შესაძლოა შედეგიანი და იმედისმომცემიც იყოს..
- ნამდვილად არის იმედისმომცემი მოლოდინები. ჩვენზეა იმხელა პასუხისმგებლობა როგორც არც ერთ თანამდებობის პირზე. მსოფლიოში კორონავირუსის წინააღმდეგ 20-ამდე ვაქცინაა შექმნილი, მაგრამ ვაქცინას სჭირდება კლინიკური დადასტურება, რომ ის ნამდვილად ეფექტურია, რასაც დაახლოებით 12-დან 18 თვემდე დრო სჭირდება. რაც შეეხება მედიკამენტს, კომპანია გილიარდს აქვს პრეპარატი „რემდესივირი“, რომელიც შექმნეს ებოლას წინააღმდეგ, ბოლომდე ებოლაზე ვერ გაამართლა, მაგრამ ცხოველებში ჩატარებული კვლევებით ამ პრეპარატმა აჩვენა, რომ კორონავირუსის მერსის შტამზე, ანუ 2012 წელს გავრცელებულ კორონავირუსზე ძალიან კარგი ეფექტი მოახდინა, ამიტომაც 20 თებერვალს დაიწყო 1000-კაციანი კვლევა ამერიკასა და ჩინეთში და რამდენიმე თვეში იქნება პირველადი მონაცემები. თუ ეს პრეპარატი დადებითად იმუშავებს კორონავირუსზე, ეს იქნება უზარმაზარი გარღვევა მსოფლიოში.თეკლა ჟვანია