გაგრძელდება თუ არა სკოლებში არდადეგები და ვინ იღებს ამ საკითხზე გადაწყვეტილებას
გაგრძელდება თუ არა სკოლებში არდადეგები და ვინ იღებს ამ საკითხზე გადაწყვეტილებას
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, კვირის ბოლოს გახდება ცნობილი, გახანგრძლივდება თუ არა სკოლებში არდადეგები.

როგორც გამყრელიძემ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, გადაწყვეტილებას პრემიერ-მინისტრთან არსებული საბჭო მიიღებს.

"მქონდა კონსულტაცია განათლების მინისტრის მოადგილესთან და ეს დამოკიდებული იქნება ეპიდსიტუაციის განვითარებაზე ამ კვირის განმავლობაში. შესაბამისად, პრემიერ-მინისტრთან არსებული საბჭო მიიღებს გადაწყვეტილებას არდადეგების გახანგრძლივებასთან დაკავშირებით", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ცნობისთვის, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ, ჯანდაცვის უწყებასთან შეთანხმებით, სწავლის პროცესი სკოლები 2
მარტიდან 16 მარტამდე შეწყვიტა. სააღმზრდელო პროცესი ასევე შეწყვეტილია ბაგა-ბაღებში. 16 მარტამდე არ განახლდება უმაღლეს სასწავლებლებშიც.

ამასთან, აღსანიშნავია, რომ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ უნივერსიტეტებს მოუწოდა, თუ აქვთ ტექნიკური საშუალება, ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის გამო, ონლაინ სწავლებაზე გადავიდნენ, რასაც სასწავლებლების ნაწილი დათანხმდა.
71262
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (16)
ხათუნა
0
მშობლებია დამნაშავე რატომ დაჰყავთ ბავშვები სხვადასვ წრეებზე.ვერ უნდამიხვდნენ რომ იქაც საშიშროება ელით ბავშვებს
11:56 / 11-03-2020
nino
7
რას ამბობ რო დაითხოვეს იმიტო ჩაიკეტნენ სახლში და აგარსად დადიან. ყველაფ დადის წრეებზეც, ცეკვაზეც და დარბაზშიც. ასე რომ სულ ტყუილია გადადება
11:17 / 11-03-2020
მსგავსი სიახლეები

გამოკითხვა
რომელია თქვენი ბავშვის საყვარელი მულტფილმი?