როდის დაიწყება მოსახლების შემოწმება კორონავირუსზე - ჯანდაცვის მინისტრის პასუხი
როდის დაიწყება მოსახლების შემოწმება კორონავირუსზე - ჯანდაცვის მინისტრის პასუხი
სწრაფი ტესტების შემოტანა მოხდება 4 ეტაპად და რაოდენობა არის საკმარისი, რათა მოხდეს საკმაოდ დიდი ჯგუფების გატესტვა, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი ინფორმაციით, ორ დღეში მოსახლეობისთვის მიზნობრივი ტესტირების ჩატარების შესაძლებლობა იქნება.

„როგორც დავაანონსეთ, უკვე ხვალ ველოდებით საქართველოში ტესტების შემოტანას, რაც იმას ნიშნავს, რომ ოთხშაბათიდან უკვე შეგვიძლია, დავიწყოთ მოსახლეობის მიზნობრივი ტესტირება. ეს დაეხმარება ჩვენს ექიმებს და ეპიდემიოლოგებს იმისთვის, რომ დროულად მოახერხონ კორონავირუსის აღმოჩენა. ტესტების შემოტანა მოხდება 4 ეტაპად. ჩვენ ველოდებით ტესტებს ხვალ, შემდეგ ველოდებით
27-ში და ასევე, გადანაწილებულია, ბოლო შემოტანას ველოდებით 5 აპრილისთვის და რაოდენობა არის საკმარისი, რათა მოხდეს საკმაოდ დიდი ჯგუფების გატესტვა “, - განაცხადა ტიკარაძემ.
7744
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები

გამოკითხვა
რომელია თქვენი ბავშვის საყვარელი მულტფილმი?
ყველაზე კითხვადი