"ვისაც ტემპერატურა აქვს და ვისაც წამოახველებს, ყველაზე თუ ვიფიქრეთ, რომ კორონავირუსი აქვს, ეს პანიკის დათესვა იქნება, ჯერ გრიპის სეზონი არ დამთავრებულა"
"ვისაც ტემპერატურა აქვს და ვისაც წამოახველებს, ყველაზე თუ ვიფიქრეთ, რომ კორონავირუსი აქვს, ეს პანიკის დათესვა იქნება, ჯერ გრიპის სეზონი არ დამთავრებულა"
საქართველოში ვისაც ტემპერატურა აქვს და ვისაც წამოახველებს, ყველაზე თუ ვიფიქრეთ, რომ კორონავირუსი აქვს, ეს არის პანიკის დათესვის მცდელობა, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა გავრცელებულ ინფორმაციას, რომ გურჯაანიდან თბილისში კორონავირუსისთვის დამახასიათებელი ნიშნებით 2 მამაკაცი და 1 ბავშვი გადმოიყვანეს. პაატა იმნაძის განცხადებით, საქართველოში გრიპის და სხვა რესპირაციული დაავადებების სეზონი ჯერ არ გასულა.

"დღეს საქართველოში უამრავ ადამიანს აქვს გაციების სიმპტომები. რას ნიშნავს კორონავირუსის სიმპტომებით გადმოიყვანეს? დღეს არის გრიპის და სხვა რესპირაციული დაავადებების სეზონი. არ
დამთავრებულა ეს სეზონი ჯერ. საქართველოში ვისაც ტემპერატურა აქვს და ვისაც წამოახველებს, ყველაზე თუ ვიფიქრეთ, რომ კორონავირუსი აქვს, ეს არის პანიკის დათესვის მცდელობა," - განაცხადა იმნაძემ.

მისივე ინფორმაციით, ამ ეტაპზე გაზრდილია იმ ქვეყნების ჩამონათვალი, საიდანაც საქართველოში კორონავრიუსით ინფიცირების შემთხვევების შემოსვლა ხდება.

"უკვე ფიქსირდება თურქეთიდან შემოტანილი შემთხვევები. დაემატა აშშ-დან შემოტანილ კლასტერში შემთხვევები. შემოტანილი შემთხვევების გეოგრაფია საკმაოდ გაფართოვდა და ჯერჯერობით ყველა კონტროლის ქვეშ არის," - განაცხადა იმნაძემ.
მისივე თქმით, კორონავირუსით დაინფიცირებული 4 პირი მარნეულიდან თბილისში ჩამოყვანილი ქალის ოჯახის წევრები არიან,
კორონავირუსით ინფიცირებულთა ახალი შემთხვევები კი ახალი კლასტერი არ არის, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.

საავადმყოფოდან გასაწერად რამდენიმე გამოჯანმრთელებული პაციენტიც
ემზადება.

"განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ არის ისევ და ისევ ერთი ქალბატონი, რომელიც მარნეულიდანაა გადმოყვანილი. კიდევ არის რამდენიმე საყურადღებო ავადმყოფი, დანარჩენების მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი და ემზადება კიდევ რამდენიმე პაციენტი გაწერისათვის.

ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ არცერთი დამატებული შემთხვევა, რაც დღეს ქვეყანაში გამოვლინდა, ახალი კლასტერები არ არის. ეს არის 4 ადამიანი მარნეულიდან, იმ ქალბატონის ოჯახის წევრები, რომელიც ამჟამად თბილისშია ჰოსპიტალიზირებული, ანუ ეს გახლავთ ძალიან ახლო და მჭიდრო კონტაქტები. გამოკვლეული იქნა ასევე მარნეულში სხვა პაციეტებიც, რომლებიც იმ საავადმყოფოში - "ჰეოჰოსპიტალსში" იყვნენ, სადაც ეს ქალბატონი იწვა. ასევე გამოკვლეულია "ჯეოსპიტალსის" პერსონალი. ტესტირების შედეგად, ამ ეტაპზე ისინი ყველანი უარყოფითები არიან. ტესტირება ბევრ ადამიანს ჩაუტარდა და ყველა უარყოფითია", - განაცხადა იმნაძემ.
რაც შეეხება სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას თვითმკურნალობის სხვადასხვა მეთოდებზე, მათ შორის ჰომეოპათიურ საშუალებებზე, პაატა იმნაძემ მოსახლეობას მოუწოდა, ნუ იქნება ამის იმედზე.

"ვისაც გვჯერა გაგვატარეთო, შეიძლება მითხრათ, მაგრამ ძალიან გთხოვთ, ნუ იქნებით იმის იმედზე, რომ დაგიცავთ რაღაც ისეთი საშუალებები. ერთი წუთით წარმოიდგინეთ, ჩვენზე ნაკლები ფინანსური შესაძლებლობები აქვთ იტალიას, ესპანეთს, საფრანგეთს, გერმანიას და ა.შ. ? ეს რომ წამალი იყოს და შველოდეს, წაიყვანდნენ მას თავის პატრონიანად და იქ გამოაშვებინებდნენ ამ წამალს, რომ გადაარჩინონ ის ქვეყნები, ხომ? წავიდნენ და დაეხმარონ იმ ქვეყნებს, ცოდოები არიან. ჩვენ კარგად ვართ" , - განაცხადა იმნაძემ.
8988
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები

გამოკითხვა
რომელია თქვენი ბავშვის საყვარელი მულტფილმი?
ყველაზე კითხვადი