"ძალიან აქტიურად ვმუშაობთ ე.წ. ცხელების კლინიკების ჩამოყალიბებაზე რაიონის დონეზე, სადაც სიცხიან პაციენტებს განსაკუთრებული ყურადღებით შეაფასებენ იმისთვის, რომ გამორიცხონ ყველანაირად კორონავირუსთან დაკავშირებული რისკები და თუ ჩაითვლება, რომ პაციენტს სჭირდება ტესტირება, შესაბამისი ეპიდემიოლოგიური სამსახური იქნება მობილიზებული იმისათვის, რომ ცხელებით კლინიკაში მისულ პაციენტს ჩაუტარდეს გამოკვლევა და ტესტირება. ე.წ. ცხელების ცენტრები შეიქმნება იმ რაიონულ კლინიკებში, რომლებიც დღეს მოსახლეობას ემსახურება. საუბარია კლინიკების გადაკეთებაზე და მომზადებაზე იმისთვის, რომ მათ უსაფრთხოდ მიიღონ და მართონ პაციენტი ცხელებით და ასევე ადამიანსაც უნდა ჰქონდეს ზუსტი მიმართულება იმ შემთხვევაში, თუ იგი ექიმთან ვიზიტს მაღალი ტემპერატურის გამო გადაწყვეტს." - განაცხადა თამარ გაბუნიამ.