კორონავირუსული ინფექციის არსებობის 3 თვის თავზე ბევრი ისეთი ამბავი დაგროვდა, რის ახსნასაც ალბათ წლები დასჭირდება.
მათ შორის არის ფაქტი COVID-19-თ ბავშვების იშვიათი ავადობის შესახებ. ‼️‼️‼️რატომ ვრცელდება ის ზოგიერთ ქვეყანაში ძალიან სწრაფად და იწვევს სიკვდილობას, თანაც ერთსა და იმავე ქვეყანაში ადამიანთა გარკვეული ჯგუფები უფრი იშვიათად ავადობენ, სხვები კი გაცილებით მოწყვლად პოპულაციას წარმოადგენენ.
ერთ-ერთი ვარაუდი, რაზეც უკანაკსნელ დღეებში სულ უფრო ბევრი იწერება, არის ტუბერკულოზის საწინააღმდეგო ვაქცინაცია.
1908 წელს ფრანგმა მეცნიერებმა Calmette-მა და Guerin-მა პასტერის ინსტიტუტში ტუბერკულოზით დაავადებული მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვიდან გამოჰყვეს დაავადების გამომწვევი Mycobacterium bovis.
იმისათვის, რომ შტამის ვირულენტობა, ანუ დაავადების გამოწვევის ინტენსივობის უნარი შეემცირებინათ, მკვლევარები 13 წლის მანძილზე ყოველ 3 კვირაში გადათესავდნენ სხვადასხვა ნიადაგზე შტამს. ამ ხნის განმავლობაში მოხდა ბევრი გენეტიკური ცვლილება და მიკრობის ვირულენტობა შემცირდა. მიღებულ შტამს სწორედ ამ ორი მეცნიერის სახელი ეწოდა - Bacille Calmette –Guerin ანუ ბცჟ.
1921 წლიდან დედამიწაზე სრულიად ახალი ერა დაიწყო - ვაქცინაცია ტუბერკულოზის წინააღმდეგ. ბცჟ აცრა არის ერთ-ერთი ყველაზე ძველი აცრა, რასაც დღემდე მსოფლიოს ბევრი ქვეყანა ატარებს და ყოველწლიურად 130 მლნ ბავშვს უტარდება მსოფლიოში.
1993 წელს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ტუბერკულოზი სერიოზულ გლობალურ გამოწვევად აღიარა. ამ ფაქტიდან 27 წლის შემდეგაც ის კვლავ რჩება თანამედროვე მსოფლიოს სერიოზულ გამოწვევად.
ამავე ორგანიზაციის მონააცემებით, მსოფლიო მოსახლეობის ¼ ტუბერკულოზიითა დაავადებული. 2017 წლის მონაცემებით, პლანეტაზე 10 მლნ დაავადდა ტუბერკულოზით და 1,6 მლნ მოკვდა. დაავადებულთაგან 1 მლნ ბავშვი იყო, მათგან 230 000 გარდაიცვალა.
თანამედროვე რეკომენდაციებით, აცრა ტარდება საშობიარო სახლში პირველი 5 დღის განმავლობაში. თუ რაიმე მიზეზით ვაქცინაცია არ ჩატარდა, მისი ჩატარება დასაშვებია პირველი წლის მანძილზე.
ევროპის კონტინტენტზე ბცჟ ვაქცინაცია რუტინულად ტარდება პოსტსაბჭოთა ქვეყნებში, უნგრეთში, ირლანდიაში, მონაკოში, მონტენეგროში, პოლონეთში, პორტუგალიაში, სერბიაში, სლოვენიაში, ბულგარეთში, მაკედონიაში.
იაპონიამ აცრა დანერგა 1947 წლიდან, აშშ-ში ბცჟ ვაქცინაცია არასოდეს ჩატარებულა მასობრივად.
ევროპის ბევრი დიდი ქვეყანა, მათ შორის იტალია, საფრანგეთი, ესპნაეთი, გერმანია, ვაქცინაციას არ ატარებს.
2009 წელს Mathurin K.C და თანაავტორთა მიერ თაგვებზე ჩატარებულმა კვლევა აჩვენა, რომ ვაქცინირებულ თაგვებს მაღალი ჰქონდათ ინტერფერონის და სხვა დამცველობითი ფაქტორების დონე, რაც არა მარტო ტუბერკულოზის, არამედ სხვა ვირუსებისა და ბაქტერიებისაგან დაცვას უზრუველყოფს. ამ ფენომენს ტრენირებული იმუნიტეტი ეწოდა.
არსებობს სხვა შრომებიც, რომლებიც ადასტურებენ ბცჟ ვაქცინაციის შემდეგ ვირუსული და ბაქტერიული ინფექციებით, მათ შორის, ფექციებით და სეფსისით ავადობას.
რატომაა, რომ ზოგ ქვეყანაში ვირუსი უფრო სწრაფად გავრცლდა, ხოლო ზოგან ავადობა და სიკვდილიანობა მაღალი არ არის?
სულ ახლახან გამოქვეყნდა Miller A თანაავტორების შრომა. მკვლევარებმა ამ ფაქტის ასახსენლად ქვეყნები სამ ჯგუფად დაყვეს - დაბალი ეკონომიკური შემოსავლის, საშუალო და მაღალი შემოსავლის მქონე ქვეყნებად.
გაანალიზების შემდეგ მეცნიერებმა ასეთი სურათი მიიღეს: აღმოჩნდა, რომ დაბალი შემოსავლის ქვეყნებში ბცჟ ვაქცინაცია რუტინულად ტარდება და სწორედ ამ ქვეყნებში COVID-19-ით ავადობა შედარებით იშვიათია.
მკველვარებმა დაუშვეს, რომ შესაძლოა ამ ქვეყნებიდან მოწოდებული სტატისტიკა არ არის ზუსტი, ამიტომ ერთმანეთს შედარდა საშუალო და მაღალი ეკონომიკური შემოსავლის ქვეყნები. და აი, სტატისტიკა - იმ ქვეყნებში, სადაც ტარდება ბცჟ (55 ქვეყანა), ავადობა და სიკვდილიანობა COVID-19-ით იყო სარწმუნოდ დაბალი იმ 5 ქვეყანასთან შედარებით, სადაც ტუბერკულოზის საწინაღმდეგო ვაქცინაცია არ ტარდება.
ამ დღეებში ავსტრალიაში უკვე დაიწყო მასშტაბური კვლევა 4000 ჯანდაცვის მუშაკის მონაწილეობით, რომელთაც უნდა ჩაუტარდეთ ბცჟ ვაქცინაცია, კვლევის პროცესში დააკვირდებიან, მოხდება თუ არა მათი ინფიცირება და რა ფორმით გამოვლინდება დაავადება კორონავირუსთ ინფიცირების შემთხვევაში.
და სანამ კვლევები გრძელდება, სანამ ბევრი რამ ჯერ კიდევ შეუცნობელია და სანამ მსოფლიო მედგრად ებრძვის ახალ კორონავირუსს, შეგახსებეთ, რომ საქართველო იმ ქვეყნებს შორისა, სადაც ტუბერკულოზის საწინააღმდეგო ვაქცინაცია რუტინულად ტარდება.
ჯანმრთელობას გისურვებთ ყველას!
პედიატრი, მედიცინის დოქტორი თამარ ობგაიძე