მიმართვა უშუალოდ უკრაინის მოსახლეობას ეხება, თუმცა ჩვენთვისაც და მთელი მსოფლიოსთვისაც ძალიან საინტერესო აღმოჩნდა მისი მოწოდებები. მსოფლიო გამოცდილებამ აჩვენა, რომ ნებისმიერ ქვეყანაში შეიძლება შეიქმნას ვითარება, როცა ყველა ინფიცირებულს სტაციონარში მკურნალობის საშუალება არ ექნება და ამ ვირუსის ბინაზე მოხდა მოუწევს. კომაროვსკი სწორედ შინ მოვლის პროტოკოლზე საუბრობს.
"არსებობს ინფიცირებულთა 4 კატეგორია:
დაავადებულები (80%-85%), რომლებიც ვირუსს ძალიან მარტივად, გაციების სიმპტომებით მოიხდიან. კატეგორია, ვისაც შეიძლება დასჭირდეს ფილტვების ხელოვნური ვენტილაცია. საშუალო სიმძიმის, მაგრამ სისხლში ჟანგბადის ნორმალური დონე შეუნარჩუნდებათ. კატეგორია, ვისაც ჟანგბადის მიწოდება სჭირდება.
სამკურნალო დაწესებულებას მიმართეთ მხოლოდ რეალური საჭიროების შემთხვევაში. ყველამ უნდა იცოდეს, როგორ მოიქცეს, როცა კორონავირუსისთვის დამახასიათებელ სიმპტომებს იგრძნობს. თუ გაქვთ სიმპტომები, როგორიცაა: გამონადენი ცხვირიდან, დისკომფორტი ყელში, ხველა და მაღალი ტემპერატურა, მაღალი ალბათობით გაქვთ საქმე კორონასირუსთან. მთავარი რეკომენდაციები:
შეავსეთ მობილურის ანგარიში. გქონდეთ ონლაინში წვდომა ექიმთან. თქვენი ჰოსპიტალიზაციის შემთხვევაში მოაგვარეთ ბინისა და ბავშვის დატოვების საკითხი. მოიმარაგეთ ელემენტარული, საშუალოდ ერთი კვირის სამყოფი საკვები, წამლები, რომ ხშირად არ მოგიწიოთ გარეთ გასვლა. თუ ავად გახდით, არ არის აუცილებელი წოლითი რეჟიმი. თუ წოლა გირჩევნიათ, ხშირად იცვალეთ გვერდი, მოთავსდით ნახევრად მჯდომარე მდგომარეობაში. სუნთქვის გაძნელების შემთხვევაში დაწექით მუცელზე (ხშირად შველის ეს პოზა). ჰერი უმნიშვნელოვანესი კომპონენტია, ტემპერატურისა და ტენიანობის კონტროლისთვის სახლში აუცილებლად უნდა გქონდეთ შესაბამისი, უმარტივესი ხელსაწყო, რომლის შოვნაც რთული არაა. იდეალურია 18-22 გრადუსი. ტენიანობა კი 40%-60%. გაანიავეთ სათავსო, გამოიყენეთ დამატენიანებლები (
როგორ დავატენიანოთ სახლი). თუ მადა არ გაქვთ, გაძლიერებული კვება აუცილებელი არ არის, ეს არ ეხება სითხეებს. რეკომენდებულია ნახშრიწყლებით მდიდარი პროდუქტები: შვრია, მანანის ბურღული, ჩირი, თაფლი, შესქელებული რძე, ხილი, კომპოტები, ხილის პიურე, შოკოლადი, მურაბა, მუსლი. სითხე აუცილებელია, მით უმეტეს, თუ ჭამის სურვილი არ გაქვთ. მიირთვით, სასმელები, რომლებიც ენერგიის წყაროა: ტკბილი ჩაი, კომპოტები, მათ შორის, ხანდახან, ცნობილი გაზიანი სასმელებიც. ძილის წინ ოთახი გაანიავეთ, თუ აცივდა, უფრო თბილად ჩაიცვით. ჯობია ჩაითბუნოთ, მაგრამ გრილ და სუფთა ჰაერზე დაიძინოთ. დააკვირდით შარდის ფერს: თუ ის ძალიან მუქი ყვითელი შეფერილობისაა, ესე იგი, სითხე გაკლიათ.
იხილეთ ვიდეომიმართვა