ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ამერიკაში, ფილადელფიაში მყოფი ქართველი ექიმი, ნინო ქავთარაძე კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა. მან ვიდეოჩართვაში აღნიშნა, რომ ორი ვიტამინის გარდა არაფერი მიუღია: „ძალიან გახარებული ვარ, რომ განვიკურნე. სამეცნიერო კვლევების მიხედვით, მოსახლეობის 25 პროცენტი ისე ინფიცირდება და ამარცხებს ვირუსს, რომ ვერც იგებენ, ფაქტობრივად, უსიმპტომოდ მიმდინარეობს ვირუსული ინფექცია.
მე ძალიან მსუბუქი ფორმებით მქონდა ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომატიკა – დაღლილობა, უენერგიობა, კიდურებში სისუსტის შეგრძნება და თავის ტკივილი. მხოლოდ ეს ჩივილები მქონდა.
მართალი გითხრათ, ორი დღის წინ, ვიგრძენი კიდეც, რომ ჩემს ორგანიზმში არსებული ვირუსი აღარ იყო. ისევ ენერგიული გავხდი და რომ გავიღვიძე, სამყარო ძველებურად მეჩვენა, აღარც სისუსტეს ვგრძნობდი. დღეს კი, ლაბორატორიამ Covid19-ზე ჩემი ტესტის პასუხი უარყოფითად შეაფასა, რაც იმას ნიშნავს, რომ აღარ მაქვს ვირუსი და უკვე გამოვჯანმრთელდი.
მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ Covid19 არც განაჩენია და არც მომაკვდინებელი დაავადება, რომელსაც საზოგადოების ნაწილი ასე აღიქვამს. ესაა ვირუსული დაავადება და დამოკიდებულია იმუნურ სისტემაზე.
საერთაშორისო გაიდლაინები გვატყობინებენ, რომ ორგანიზმის მოსაძლიერებლად C და D ვიტამინები უნდა მივიღოთ, ასევე დაემატა თუთია. ისე დავამარცხე ეს ვირუსი, რომ C და D ვიტამინების გარდა, სხვა არაფერი მიმიღია“.
მაგალითად, თურქი ექიმების აზრით კორონავირუსის წინააღმდეგ აუცილებელია ძლიერი იმუნური სისტემა გქონდეთ. ამისთვის საჭიროა საკმაო რაოდენობით მიიღოთ A, C, E, K და D ვიტამინები.
ექიმი სერათ კორანის თქმით, თურქეთშიც მიმდინარეობს ვაქცინის გამოგონებაზე მუშაობა, თუმცა როდისთვის იქნება მზად, ეს არავინ იცის, ამიტომ ექიმი გვირჩევს, რომ ვირუსს ბუნებრივი მეთოდებით უნდა გავუმკლავდეთ: "აუცილებლად მიიღეთ ვიტამინები, რათა იმუნური სისტემა გაიძლიეროთ". მისივე თქმით, უნდა მივეძალოთ განსაკუთრებულ პროდუქტებს და გამორჩეულად D ვიტამინს. "ვირუსის რისკს ამცირებს ზამთრის პროდუქტები, რომლებსაც უამრავი ვიტამინები გააჩნია. მიირთვით აუცილებლად ციტრუსი, ბროკოლი, ბროწეული და კომბოსტოს ნაირსახეობა. საჭმელთან ერთად მიირთვით მწნილეულიც. მწნილი შეიცავს პრობიოტიკურ ბაქტერიებს და ერთ-ერთი საუკეთესო ანტივირუსია. ასევე მნიშვნელოვანია ნიორი, ხახვი და სტაფილო - ყველაზე მეტი ანტიბაქტერიული თვისებები ზუსტად ამ ბოსტეულის სახეობებს გააჩნიათ. მიირთვით კვერცხი! კვერცხის გული დიდი რაოდენობით შეიცავს ვიტამინ D-ს, მზის სხივის შემდეგ, ყველაზე მეტი რაოდნობით D ვიტამინი კვერცხის გულშია. ამ ვიტამინს ასევე უხვად შეიცავს თევზი, ფორთოხლის წვენი, რძე და სოკო. D ვიტამინის გარდა, იმუნურ სისტემას აძლიერებს ასევე C, E, K და A, ვიტამინები".
პროდუქტები, რომლებშიც ყველაზე მეტია დე ვიტამინი
ამიტომ მეცნიერები ასკვნიან, რომ ეს ვიტამინი შეიძლება განვიხილოთ როგორც საშუალება, რომელიც გვიწყობს ხელს კორონავირუსისგან დაცვაში. რასაკვირველია, იმას, თუ ვინ რა დოზით და რა სახით უნდა მიიღოს ნებისმიერი ვიტამინი, ექიმი ადგენს და დამოუკიდებლად ვერავინ მიიღებს გადაწყვეტილებას ამ საკითხში.
გამოცემა New York Times ურჩევს ადამიანებს, შეამოწმონ სისხლში D ვიტამინის დონე. კოლორადოს სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი ადიტ ჯინდე ამბობს, რომ აღნიშნული ვიტამინი ამცირებს რესპირატორული დაავადებების განვითარების რისკს. პროფესორის თქმით, ეს აუცილებელია განსაკუთრებული ცილების გამოსამუშავებლად, რომლებიც ყველაზე აქტიური სწორედ სასუნთქ გზებშია. ეს ცილები უზრუნველყოფენ ვირუსებისა და ბაქტერიებისგან დაცვას.
როგორც ექიმები ამბობენ, განურჩევლად იმისა, არის თუ არა ორგანიზმში ამ ვიტამინის დეფიციტი, ორი თვიდან ჩვილს მისი მიღება სჭირდება. D ვიტამინს ორგანიზმი დიდი ოდენობით ითხოვს კბილებისა და ძვლების ნორმალური ფორმირებისა და ზრდა-განვითარებისთვის. ის ხელს უწყობს იმ კალციუმისა და ფოსფორის ათვისებას, რომელსაც კუჭ-ნაწლავი საკვებიდან შეიწოვს. ამიტომ ბოლოდროინდელი გაიდლაინების მიხედვით, ამ ვიტამინს არა მხოლოდ ჩვილებს აძლევენ, არამედ შედარებით მოზრდილები და ზრდასრულებიც სვამენ. მით უმეტეს დღევანდელ პირობებში, როდესაც ამ ვიტამინის მთავარი წყარო - მზის სხივები, ძალიან ნაკლებად გვაქვს.
D ვიტამინი წარმოადგენს სტეროიდულ ჰორმონს, რომელიც მოქმედებს ადამიანის ორგანიზმის თითქმის ყველა უჯრედზე და არეგულირებს 200-ზე მეტი გენის ფუნქციებს. როგორც ზრდის და განვითარების პერიოდში, ასევე ზრდასრულ ასაკშიც მნიშვნელოვანია ამ ვიტამინის მიღება.
როგორც ითქვა, D ვიტამინის მთავარი ბუნებრივი წყაროა მზის სხივები, ნაერთების ოჯახი, რომელიც შეიცავს D1, D2, D3 ვიტამინებს, მთავარი დანიშნულებაა კალციუმის და ფოსფორის შთანთქმის დარეგულირება. კვლევებზე დაყრნობით ცნობილია, რომ D ვიტამინი მონაწილეობს ცილის სინთეზში და არეგულირებს კუნთების ფუნქციებს.
ბუნებრივი გზით, მზის სხივებთან ერთად, D ვიტამინი შეგიძლიათ მიიღოთ საკვებიდან: ზეთოვანი თევზი: კალმახი, სკუმბრია, თინუსი, გველთევზა, ქაშაყი ან თევზის კონსერვი. სოკო, რძე ან რძის პროდუქტები, ფორთოხლის წვენი, კვერცხი, სოიო.
პროდუქტები, რომლებშიც ყველაზე მეტია С ვიტამინი
გარდა ამისა, С ვიტამინი ორგანიზმში მნიშვნელოვანი ფერმენტების გააქტიურებას უწყობენ ხელს, რომლებიც ჰორმონების სინთეზსა და კოლაგენის გამომუშავებაში მონაწილეობენ.
ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ აუცილებლად უნდა გავიძლიეროთ იმუნიტეტი და ყველა სასარგებლო ვიტამინი და მინერალი მივიღოთ, ზემოაღნიშნული ვიტამინებიც სწორედ იმუნიტეტს ამაღლებენ და ებრძვიან სხვადასხვა ვირუსსა და ინფექციას. ეს არის საუკეთესო პროფილაქტიკა და ალბათობა იმისა, რომ თუ ვირუსი შეგვეყარა, ჩვენმა ორგანიზმმა შედარებით იოლად შეძლოს მისი დამარცხება.