ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტი, რომელიც სწავლობს და აკვირდება კორონავირუსის გავრცელებას მსოფლიოში, გთავაზობს რჩევებს, როგორ ავიცილოთ თავიდან COVID-19-ის ვირუსით ინფიცირების საფრთხე:
ვირუსი ძალზედ დელიკატურია. ერთადერთი, რაც მას იცავს, მისი ცხიმის გარეგანი თხელი ფენაა. ამიტომაცაა, რომ საპონი და ნებისმიერი სარეცხი საშუალება მასთან ბრძოლის საუკეთესო იარაღია. საპონი შლის ცხიმს (ამიტომ უნდა ვიბანოთ ხელები საპნით 20 წამს მაინც და საპონი კარგად ავაქაფოთ). ცხიმის ფენის დაშლით ვირუსის ცილოვანი მოლეკულაც იშლება. სითბო შლის ცხიმს. ამიტომ ხელის დასაბანად თუ თეთრეულის გასარეცხად 25 გრადუსზე მაღალი ტემპერატურის წყალი უნდა გამოვიყენოთ. ცხელი წყალი კიდევ უკეთესად აქაფებს საპონსა და სარეცხ საშუალებას. მოერიდეთ ტანსაცმლისა და თეთრეულის დაბერტყვას. სანამ ვირუსი მიკრულია ფოროვან ზედაპირზე, იგი ინერტულია. განსხვავებულია მისი დაშლის დრო განსხვავებულ ზედაპირზე. ქსოვილზე - 3 საათი, სპილენძი და ხე - 4 საათი, მუყაო - 24 საათი, მეტალი - 42 საათი, პლასტმასი - 72 საათი. დაბერტყვისას ვირუსის მოლეკულები 3 საათს დაფრინავენ ჰაერში და შეიძლება ჩვენს ცხვირებში შეაღწიონ. ხშირად დაიტენიანეთ ხელები, იბანეთ და წაისვით დამატენიანებელი კრემი, რადგან ვირუსის მოლეკულები შეიძლება ადვილად ჩაიმალნონ მშრალი კანის მიკრონაოჭებში. რაც უფრო სქელია დამატენიანებელი კრემი, უკეთესია. იქონიეთ მოკლე ფრჩხილები, რადგან ვირუსი შეიძლება ადვილად ჩაიმალოს გრძელ ფრჩხილებში.