როგორ უნდა ასეირნოთ ბავშვები კარანტინის პერიოდში - თემურ მიქელაძის რეკომენდაციები მშობლებს
ცნობილი პედიატრი თემურ მიქელაძე მშობლებს პრაქტიკულ რჩევებს აძლევს, როგორ ასეირნონ ბავშვები უსაფრთხოდ ეპიდემიის პირობებში, რა წესები უნდა დაიცვან ბავშვიანმა ოჯახებმა და რა უნდა გაითვალისწონონ ამ რთულ პერიოდში - ამის შესახებ თემურ მიქელაძემ პალიტრანიუსის ეთერში ისაუბრა.
„ვხედავ, რომ ბებია-ბაბუები, ნათესავები, ბავშვიანი ოჯახები ისევ დადიან სტუმრად ერთმანეთთან. ეს დაუშვებელია, რადგან ასე ვრცელდება არა მარტო კორონა, არამედ სხვა ინფექციებიც. დღეს, როცა არ არსებობს წამალი, არ არსებობს ვაქცინა კოვიდ-19-ის წინააღმდეგ, პრევენცია და სოციალური დისტანცირება ერთადერთი გზაა მის თავიდან ასაცილებლად“, - განაცხადა თემურ მიქელაძემ, ხოლო
წამყვანის კითხვაზე, უნდა გაიყვანონ თუ არა ბავშვები სასეირნოდ გარეთ, მან ასეთი პასუხი გასცა:
„თუ ბავშვი გარეთ გაგყავთ, პასუხისმგებლობა აიღეთ, რომ მას ყურადღებას მიაქცევთ. არ შეეხოს ლიფტის ღილაკს და თუ შეეხება, მაშინვე დაუმუშავეთ ხელები, მიაქციეთ ყურადღება, რას ეხება. გაიყვანეთ 15 წუთით და არ დატოვოთ უყურადღებოდ, არ გაუშვათ მარტო და არ მისცეთ სხვა ბავშვებთან თამაშის საშუალება“.

alt"არ წაიყვანოთ ბავშვები მარკეტებში... ჩაიყვანეთ ეზოში, ღია სივრცეში 15 წუთით" - თემურ მიქელაძე

alt"ბავშვებიც ისევე შედიან ინფიცირების რისკჯგუფში, როგორც ზრდასრულები, თუმცა დაავადება მათ ორგანიზმში მძიმედ არ

მიმდინარეობს"- თემურ მიქელაძე კორონავირუსის შესახებ

alt„მოერიდეთ ბავშვების დაბადების დღეებზე წაყვანას და სადღესასწაულო ცენტრებს“ - თემურ მიქელაძის რეკომენდაცია მშობლებს

6834
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (1)
0
ზოგს საერთოდ არ გაყავს გარეთ ბავშვი ჯარიმის ეშინიათ,ეშინიათ არაკომპეტენტური პატრულის,სახლში ყოფნა 24 საათით ეს ხომ სტრესია ბავშვისთვის სად დახარჯოს ის ენერგია თუ ეკრანებს მიუსვან მშობლებმა
20:46 / 15-04-2020
მსგავსი სიახლეები

გამოკითხვა
რომელია თქვენი ბავშვის საყვარელი მულტფილმი?
ყველაზე კითხვადი