"პანდემია აჩქარდა და გაახალგაზრდავდა" - თემურ მიქელაძის მიმართვა საზოგადოებას
"პანდემია აჩქარდა და გაახალგაზრდავდა" - თემურ მიქელაძის მიმართვა საზოგადოებას
ცნობილი პედიატრი თემურ მიქელაძე ქვეყანაში კოვიდ-19-ის შემთხვევების მატებასთან დაკავშირებით, სოცილაურ ქსელში მიმართვას ავრცელებს.
"პანდემია აჩქარდა! აჩქარებასთან ერთად გაახალგაზრდავდა. მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ ქვეყნების დაბალ, საშუალო და მაღალი რისკის ზონებად არასწორად დაყოფამ მიგვიყვანა დღევანდელ დღემდე. ახლა უკვე საქართველოშიც ვიმყოფებით მასობრივი გავრცელების ზღვარზე. არ არსებობს ვაქცინა, რომელსაც შეუძლია ჯაჭვის გაწყვეტა და მედიკამენტი, რომლითაც შეიძლება ვუმკურნალოთ. ერთადერთი საშუალება ეს არის ჩემი, თქვენი და თქვენი შვილების მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა : სოციალური დისტანცირება, უკიდურესი აუცილებლობის გარდა #დარჩითსახლში! თითოეულმა ჩვენთაგანმა უნდა დავიცვათ სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები და ძალოვანი
სტრუქტურის თანამშრომლებიც, რომელთაც ეპიდემიის მასობრივი გავრცელების პირობებში 24 საათის განმავლობაში მოუწევთ თქვენი და თქვენი შვილების სიცოცხლის გადარჩენისთვის ბრძოლა. გთხოვთ, დარჩით სახლში" - წერს თემურ მიქელაძე.

altროგორ უნდა ასეირნოთ ბავშვები კარანტინის პერიოდში - თემურ მიქელაძის რეკომენდაციები მშობლებს

alt"არ წაიყვანოთ ბავშვები მარკეტებში... ჩაიყვანეთ ეზოში, ღია სივრცეში 15 წუთით" - თემურ მიქელაძე

alt"ყველა პაციენტს ვაფრთხილებ, საძინებელში არ უნდა იყოს არანაირი სათამაშო" - რის შესახებ აფრთხილებს თემურ მიქელაძე მშობლებს

9552
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები

გამოკითხვა
რომელია თქვენი ბავშვის საყვარელი მულტფილმი?
ყველაზე კითხვადი