მაშინ, როდესაც ინფექციონისტები, ეპიდემიოლოგები, ვირუსოლოგები ახალი კორონავირუსის პანდემიის წინააღმდეგ აქტიურად იბრძვიან, ალბათ ისიც საინტერესოა, რა ხდება სხვა პროფილის მქონე კლინიკებში, იქ სადაც ვირუსიან პაციენტებს არ მკურნალობენ, იკლო თუ არა ავადმყოფების რაოდენობამ, ან რა სახის დაავადებებით აკითხავენ საავადმყოფოებს ადამიანები. ამჯერად დამწვრობის ცენტრით დავინტერესდით და ბატონ გუგა ქაშიბაძეს რამდენიმე კითხვით მივმართეთ.
- დღევანდელი სიტუაციიდან გამომდინარე, მნიშვნელობა არ აქვს, ინფექციონისტი ხარ თუ არა, ნებისმიერი პროფესიის ადამიანი ჩართულია დაავადებასთან ბრძოლაში. თითოეული ჩვენგანის, მოქალაქის საქციელი საბოლოოდ შედეგზე აისახება. თუ არ დავიცავთ აუცილებელ წესებს, რთულია, სტატისტიკაზე გავლენა მოახდინო. ცხადია, ამ ეტაპზე, წინა პლანზე ინფექციონისტები არიან, მაგრამ ამასთან, არც სხვა დარგის სპეციალისტები ვართ გაჩერებული. ბევრი პაციენტი გვყავს... ამ რთულ ვითარებაში თვეზე მეტია, ერთსა და იმავე სიზმარს ვნახულობ, რომ ჩვენი კლინიკა იზოლაციაშია და პაციენტები მედპერსონალის გარეშეა დარჩენილი...
მინდა, მოსახლეობას ვუთხრა, რომ ფრთხილად იყვნენ - ახლა მართალია ყურადღება გლობალურ საფრთხეებზეა გადატანილი, მაგრამ ნუ მოდუნდებიან, უნდა გაითვალისწინონ, რომ ჩვენს ირგვლივ პატარა-პატარა საფრთხეებიც არსებობს.
იყო ასეთი ფაქტებიც, როცა სადღაც გაიგეს, რომ კორონავირუსისთვის ცხელი წყლის მიღებაა კარგიო და დამდუღრული პაციენტებიც გვყავდა. ტუჩები, საყლაპავი დაიწვეს. როდესაც ამ ვირუსთან დაკავშირებით გაურკვეველია სიტუაცია, ასეთ დროს ალბათ ადამიანს ყველაფრის სჯერა... ფაქტია, რომ ამ COVID 19-ს ძალიან ბევრი ბუნდოვანება ახასიათებს და უამრავი მოსაზრებაა მასზე გაჩენილი. თან, რაც დრო გადის, კიდევ უფრო იხლართება რაღაცები. განაგრძეთ კითხვა