"თუ ბავ­შვს არ სძი­ნავს 9-დან 11 სა­ა­თამ­დე, ზრდის ჰორ­მო­ნი ნაკ­ლე­ბად გა­მო­ი­ყო­ფა" - რა პრობ­ლე­მე­ბი შე­იძ­ლე­ბა შე­უქ­მნას იზო­ლა­ცი­ურ­მა გა­რე­მომ ბავ­შვე­ბის ჯან­მრთე­ლო­ბას
"თუ ბავ­შვს არ სძი­ნავს 9-დან 11 სა­ა­თამ­დე, ზრდის ჰორ­მო­ნი ნაკ­ლე­ბად გა­მო­ი­ყო­ფა" - რა პრობ­ლე­მე­ბი შე­იძ­ლე­ბა შე­უქ­მნას იზო­ლა­ცი­ურ­მა გა­რე­მომ ბავ­შვე­ბის ჯან­მრთე­ლო­ბას
უნდა წავიყვანოთ თუ არა ბავშვები წელს კურორტებზე და როგორ ვიზრუნოთ იზოლაციის პირობებში მათ იმუნიტეტზე - პედიატრის რჩევები
კო­რო­ნა­ვირუ­სის პან­დე­მი­ის გამო შექ­მნი­ლი იზო­ლა­ცი­უ­რი გა­რე­მო გან­სა­კუთ­რე­ბით მწვა­ვედ ბავ­შვე­ბის ჯან­მრთე­ლო­ბა­ზე აი­სა­ხე­ბა. ჟანგბა­დით მდი­და­რი ჰა­ე­რი­სა და მზის სხი­ვე­ბის ნაკ­ლე­ბო­ბა მათ ზრდა-გან­ვი­თა­რე­ბა­ზე უარ­ყო­ფით გავ­ლე­ნას ახ­დენს.

რო­გორ უნდა იზ­რუ­ნონ მშობ­ლებ­მა ბავ­შვე­ბის იმუ­ნი­ტე­ტის ამაღ­ლე­ბა­ზე კა­რან­ტი­ნის პი­რო­ბებ­ში და რო­მე­ლი კუ­რორ­ტე­ბია რე­კო­მენ­დი­რე­ბუ­ლი ბავ­შვე­ბის­თვის წელს - ამ და სხვა აქ­ტუ­ა­ლურ სა­კი­თხებ­ზე AMBEBI.GE პე­დი­ატრ ილო­ნა ხი­ზა­ნე­იშ­ვილს ესა­უბ­რა:

- რა პრობ­ლე­მე­ბი შე­იძ­ლე­ბა შე­უქ­მნას იზო­ლა­ცი­ურ­მა გა­რე­მომ ბავ­შვე­ბის ჯან­მრთე­ლო­ბას?


- პირ­ველ რიგ­ში უნდა აღი­ნიშ­ნოს
სტრე­სუ­ლი გა­რე­მოს შე­სა­ხებ. ეს ბავ­შვს ემო­ცი­ურ პრობ­ლე­მებს უქ­მნის. სა­ერ­თოდ, ბავ­შვს აუ­ცი­ლებ­ლად სჭირ­დე­ბა ფი­ზი­კუ­რი დატ­ვირ­თვა, ახა­ლი ემო­ცი­ე­ბი, ახა­ლი გა­სარ­თო­ბე­ბი, რო­მე­ლიც გა­რე­მოს უკავ­შირ­დე­ბა, ამ ყვე­ლა­ფერს კი იგი იზო­ლა­ცი­ის გამო მოკ­ლე­ბუ­ლია. ამას­თან, თუ ბავ­შვი მუდ­მი­ვად კომ­პი­უ­ტერ­ზეა მი­ჯაჭ­ვუ­ლი, ეს კი­დევ და­მა­ტე­ბი­თი პრობ­ლე­მე­ბის წყა­რო შე­იძ­ლე­ბა გახ­დეს. ჩვენ აუ­ცი­ლებ­ლად უნდა გა­ვა­კე­თოთ ყვე­ლა­ფე­რი იმის­თვის, რომ მათი დრო მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბით დავ­ტვირ­თოთ, შეძ­ლე­ბის­დაგ­ვა­რად. ეს იმის­თვის, რომ ბავ­შვებს დეპ­რე­სია არ გა­ნუ­ვი­თარ­დეთ. გარ­და ამი­სა, იზო­ლა­ცი­ის გამო მათ შე­იძ­ლე­ბა მი­ჯაჭ­ვუ­ლო­ბა ჩა­მო­უ­ყა­ლიბ­დეთ მშობ­ლებ­თან და შემ­დეგ გა­რე­მოს­თან ადაპ­ტი­რე­ბა გა­უ­ჭირ­დეთ.

ახლა რაც შე­ე­ხე­ბა ფი­ზი­კურ ჯან­მრთე­ლო­ბას, ჟანგბა­დით გამ­დიდ­რე­ბუ­ლი ჰა­ე­რის ნაკ­ლე­ბო­ბა გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად მწვა­ვედ აი­სა­ხე­ბა ბავ­შვებ­ზე, რად­გან იგი იწ­ვევს ყვე­ლა იმ პრო­ცე­სის
შე­ფერ­ხე­ბას, რაც ბავ­შვის ზრდა-გან­ვი­თა­რე­ბის­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. თვი­თი­ზო­ლა­ცი­ის შემ­დეგ აუ­ცი­ლე­ბე­ლია ბავ­შვე­ბის გა­სე­ირ­ნე­ბა სუფ­თა ჰა­ერ­ზე.

ეს­პა­ნეთ­მა და­უშ­ვა რე­გუ­ლა­ცი­ე­ბი, რომ 12 წლამ­დე ბავ­შვე­ბი აუ­ცი­ლებ­ლად სუფ­თა ჰა­ერ­ზე უნდა გა­იყ­ვა­ნონ. სკვე­რებ­ში, რეკ­რე­ა­ცი­ულ ზო­ნებ­ში და ა.შ. იზო­ლა­ცია იწ­ვევს ნივ­თი­ე­რე­ბა­თა ცვლის მთელ რიგ დარ­ღვე­ვებს, ჟან­გო­აღ­დგე­ნი­თი რე­აქ­ცი­ე­ბის შე­ფერ­ხე­ბას, D ვი­ტა­მი­ნე­ბის გა­მო­მუ­შა­ვე­ბის პრობ­ლე­მას და სხვა მთელ რიგ დარ­ღვე­ვებს. რაც თა­ვის მხრივ იწ­ვევს იმუ­ნი­ტე­ტის დაქ­ვე­ი­თე­ბას. ამი­ტომ აუ­ცი­ლე­ბე­ლია რო­გორც მთის, ისე ზღვის სუფ­თა ჰა­ე­რი.

- რა უნდა გა­ით­ვა­ლის­წი­ნონ მშობ­ლებ­მა კუ­რორ­ტე­ბის სწო­რად შერ­ჩე­ვი­სას და კო­რო­ნა­ვირუ­სის პი­რო­ბებ­ში რო­მე­ლი კუ­რორ­ტე­ბია რე­კო­მენ­დი­რე­ბუ­ლი?


- უპირ­ვე­ლე­სად მხედ­ვე­ლო­ბა­შია მი­სა­ღე­ბი ბავ­შვის ასა­კი. 2 წლამ­დე ასა­კის ბავ­შვს მა­ღალმთი­ან ჰა­ერ­ზე ვერ გა­ვიყ­ვანთ. მათ­თვის უფრო და­ბალ და სა­შუ­ა­ლომ­თი­ა­ნი კუ­რორ­ტე­ბია რე­კო­მენ­დი­რე­ბუ­ლი. ამ სა­გან­გე­ბო მდგო­მა­რე­ო­ბის გამო კუ­რორ­ტებ­ზე წას­ვლის დიდი არ­ჩე­ვა­ნი არ აქვთ მშობ­ლებს. თუმ­ცა თბი­ლი­სის შე­მო­გა­რენ­ში ჩვენ გვაქვს არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი კუ­რორ­ტე­ბი: მან­გლი­სი, კი­კე­თი, კო­ჯო­რი, წყნე­თი და ა.შ. ესე­ნი სა­შუ­ა­ლო და და­ბალმთი­ა­ნი კუ­რორ­ტე­ბია და ჰა­ე­რი­სა და მზის სხი­ვე­ბის მი­ღე­ბის მიზ­ნით არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი სა­შუ­ა­ლე­ბაა. მთა­ვა­რია ბავ­შვი გა­იყ­ვა­ნოთ ჩა­კე­ტი­ლი სივ­რცი­დან და მი­ი­ღოს ჯან­სა­ღი ჰა­ე­რი.

ძა­ლი­ან კარ­გია ასე­ვე აბას­თუ­მა­ნი და ბა­კუ­რი­ა­ნი. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ის, რომ ამ კუ­რორ­ტებს ტყის მა­სი­ვე­ბიც აკ­რავს გარს, ჰა­ე­რი ოზო­ნით გა­ჯე­რე­ბუ­ლია, სუფ­თა და გამჭვირ­ვა­ლეა და ძა­ლი­ან და­დე­ბი­თად მოქ­მე­დებს ბავ­შვე­ბის სა­სუნ­თქ სის­ტე­მა­ზე. ამას­თან მზის სხი­ვებ­ზე გა­მო­მუ­შავ­დე­ბა D ვი­ტა­მი­ნი, რომ­ლის დე­ფი­ცი­ტი რა­ჰი­ტის გან­ვი­თა­რე­ბას უწყობს ხელს, იგი საყ­რდენ-მა­მოძ­რა­ვე­ბე­ლი სის­ტე­მის გან­ვი­თა­რე­ბის­თვის უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სია. 3-4 წლი­დან ბავ­შვე­ბი უკვე შეგ­ვიძ­ლია წა­ვიყ­ვა­ნოთ მა­ღალმთი­ან კუ­რორ­ტებ­ში. გზე­ბი რომ გა­იხ­სნე­ბა, უნი­კა­ლუ­რია ბახ­მა­როს ჰა­ე­რი. რაც უფრო მა­ღა­ლია წნე­ვა, ანუ რაც უფრო მა­ღალმთი­ა­ნია კუ­რორ­ტი, იზ­რდე­ბა ძვლის ტვი­ნის ფუნ­ქცი­ის აქ­ტი­უ­რო­ბა. ამ­დე­ნად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია მა­ღალმთი­ან კუ­რორ­ტებ­ზე დას­ვე­ნე­ბა. მთის კუ­რორ­ტებ­ზე არა­ნაკ­ლებ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ზღვის ჰა­ე­რიც.

არ­სე­ბობს მო­საზ­რე­ბა, რომ ტე­ნი­ან გა­რე­მო­ში კო­რო­ნა­ვირუ­სი ვერ ცო­ცხლობს, ამი­ტომ თუ იქ­ნე­ბა სა­შუ­ა­ლე­ბა, კარ­გი იქ­ნე­ბა ზღვის ჰა­ე­რიც.

თუმ­ცა მშო­ბელ­მა აუ­ცი­ლებ­ლად უნდა მო­ა­ხერ­ხოს დის­ტან­ცი­რე­ბი­სა და ჰი­გი­ე­ნის ნორ­მე­ბის დაც­ვა რო­გორც მთის, ისე ზღვის კუ­რორ­ტებ­ზე, სხვა შემ­თხვე­ვა­ში შე­იძ­ლე­ბა საფრ­თხის შემ­ცვე­ლი გახ­დეს, ნე­ბის­მი­ე­რი კუ­რორ­ტი.

- რო­გორ უნდა გა­ვუძ­ლი­ე­როთ ბავ­შვებს იმუ­ნი­ტე­ტი იზო­ლა­ცი­ის პი­რო­ბებ­ში?


- სა­ერ­თოდ, იმუ­ნი­ტეტ­მა რომ შე­ას­რუ­ლოს მისი ჩვე­უ­ლი ფუნ­ქცია - შე­ებ­რძო­ლოს უცხო ბაქ­ტე­რი­ებს და და­იც­ვას ორ­გა­ნიზ­მი და­ა­ვა­დე­ბე­ბის­გან, უნდა გვქონ­დეს სრულ­ფა­სო­ვა­ნი კვე­ბა, ვარ­ჯი­ში და სრულ­ფა­სო­ვა­ნი ძილი. ეს ეხე­ბა ნე­ბის­მი­ე­რი ასა­კის ადა­მი­ანს. არ უნდა დაგ­ვა­ვი­წყდეს, რომ ბავ­შვს თა­ვის ავა­დო­ბის ნორ­მა აქვს. ზოგ­ჯერ მო­დი­ან მშობ­ლე­ბი და მე­უბ­ნე­ბი­ან, რომ აი, ბავ­შვი უკვე ხუთ­ჯერ გა­მიხ­და ავად და რო­გორ ავუ­მაღ­ლო იმუ­ნი­ტე­ტიო.

ბავ­შვის ავად გახ­დო­მა გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დუ­ლო­ბით, არა რა თქმა უნდა ხში­რად, ჩვე­უ­ლებ­რი­ვი მოვ­ლე­ნაა და იგი გან­გაშს არ სა­ჭი­რო­ებს. უფრო სა­ყუ­რა­დღე­ბოა, რო­გორ ებ­რძვის ბავ­შვის ორ­გა­ნიზ­მი ამ ბაქ­ტე­რი­ულ და­ა­ვა­დე­ბებს, ურ­თულ­დე­ბა თუ მალე გა­მო­დის მდგო­მა­რე­ო­ბი­დან. იმის­თვის, რომ იმუ­ნი­ტე­ტი გვქონ­დეს წეს­რიგ­ში და ბავ­შვის ორ­გა­ნიზ­მი კარ­გად შე­ებ­რძო­ლოს ვირუ­სებს, სა­ჭი­როა პირ­ველ რიგ­ში სრულ­ფა­სო­ვა­ნი კვე­ბა.
ბავ­შვე­ბი დავ­ტვირ­თოთ ნა­ტუ­რა­ლუ­რი საკ­ვე­ბით: ხორ­ცით, ხილ-ბოსტნე­უ­ლი­თა და რძის პრო­დუქ­ტე­ბით. ამას­თან, 3-4 წლი­დან ბაშ­ვე­ბი უნდა შე­ვაჩ­ვი­ოთ უკვე ცივი პირ­სა­ხო­ცით და­ზელ­ვას, ვარ­ჯიშს, 5-10 წუ­თი­ან შხაპს და ა.შ. გარ­და ამი­სა, იმუ­ნი­ტე­ტის­თვის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია სრულ­ფა­სო­ვა­ნი ძილი. ჩვე­ნი წი­ნაპ­რე­ბის გა­მო­ნათ­ქვა­მი არის სრუ­ლი ჭეშ­მა­რი­ტე­ბა, რომ ბავ­შვი ძილ­ში იზ­რდე­ბა, თუ ბავ­შვს არ სძი­ნავს 9-დან 11 სა­ა­თამ­დე, ზრდის ჰორ­მო­ნი ნაკ­ლე­ბად გა­მო­ი­ყო­ფა. წაიკითხეთ სრულად
29806
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები

გამოკითხვა
რომელია თქვენი ბავშვის საყვარელი მულტფილმი?