"იმატა ბავშვებში covid-19-ის უცნაურმა გამოვლინებებმა“ - პედიატრ ინგა მამუჩიშვილის გაფრთხილება მშობლებს
"იმატა ბავშვებში covid-19-ის უცნაურმა გამოვლინებებმა“ - პედიატრ ინგა მამუჩიშვილის გაფრთხილება მშობლებს
პე­დი­ატ­რი ინგა მა­მუ­ჩიშ­ვი­ლი სოციალურ ქსელში კო­რო­ნა­ვირუ­სის საფრ­თხეს­თან და­კავ­ში­რე­ბით წერს:

"ჩემო ძვირ­ფა­სო მე­გობ­რე­ბო! მეს­მის,რომ ძა­ლი­ან და­ი­ღა­ლეთ, მეს­მის, რომ თა­ვი­სუფ­ლე­ბა­ზე ოც­ნე­ბობთ!!! გა­ზა­ფხუ­ლის თბი­ლი დღე­ე­ბი ძა­ლი­ან მომ­ხიბ­ვლე­ლია და სურ­ვილს გი­ჩენთ გა­ნა­ვარ­დე­ბის, ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის, სავ­სეა ქა­ლა­ქის ქუ­ჩე­ბი ადა­მი­ა­ნე­ბით, მო­ზარ­დე­ბით, ბავ­შვე­ბით, ყო­ველ­გვა­რი სო­ცი­ა­ლუ­რი დის­ტან­ცი­რე­ბის, ნიღ­ბე­ბის გა­რე­შე, უფრო მე­ტიც, ხე­ლის ჩა­მორ­თმე­ვით და გა­და­კოც­ნის ფაქ­ტე­ბით!!!

უცებ დაგ­ვა­ვი­წყდა რა სა­ში­ში ვირუ­სი გვე­ო­მე­ბო­და, ისიც არ გვახ­სოვს,რომ ის ბო­ლომ­დე არ არის და­მარ­ცხე­ბუ­ლი და გა­ნაგ­რძობს ომს ჩვენ­თან!!!გთხოვთ,ნუ გა­გა­თა­მა­მებთ შე­ზღუდ­ვე­ბის გა­ფარ­თო­ვე­ბა, არ ვი­ცით ჯერ ბევ­რი რამ,არ გვაქვს ვირუს­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი კვლე­ვე­ბის შე­დე­გე­ბი ბო­ლომ­დე (მრა­ვა­ლი
მი­მარ­თუ­ლე­ბით ტარ­დე­ბა კვლე­ვა) არ გვაქვს წა­მა­ლი და სპე­ცი­ფი­უ­რი ვაქ­ცი­ნა!!!

სტა­ტის­ტი­კუ­რად ამე­რი­კა­ში, ევ­რო­პა­ში იმა­ტა ბავ­შვებ­ში covid-19-ის უც­ნა­ურ­მა გა­მოვ­ლი­ნე­ბებ­მა,სის­ტე­მუ­რი ან­თე­ბი­თი პრო­ცე­სე­ბით და ცრუ, არას­რუ­ლი კა­ვა­სა­კის და­ა­ვა­დე­ბის ნიშ­ნე­ბით მიმ­დი­ნა­რე,მძი­მე შე­დე­გე­ბი და­ი­დო, ლე­ტა­ლუ­რი გა­მო­სა­ვა­ლიც მათ შო­რის! ამი­ტომ სიფრ­თხი­ლეა ჯერ კდევ სა­ჭი­რო!!!ბავ­შვთა და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში სწავ­ლა გა­და­ი­დო სექ­ტემ­ბრამ­დე, ეს იმას ნიშ­ნავს, რომ ვე­რი­დე­ბით მათ კო­მუ­ნი­კა­ცი­ას და­ა­ვა­დე­ბის პრე­ვენ­ცი­ის მიზ­ნით, მაგ­რამ რა აზრი აქვს, თუ ვივ­ლით სიფრ­თხი­ლის ზო­მე­ბის გა­რე­შე,ვეწ­ვე­ვით ერ­თმა­ნეთს სტუმ­რად!!!

შე­ი­კა­ვეთ ჯერ­ჯე­რო­ბით თავი მა­სი­უ­რი თავ­ყრი­ლო­ბე­ბის­გან! მტერს არ ძი­ნავს, ის ჩა­საფ­რე­ბუ­ლია,არ­სად არ წა­სუ­ლა!!!არ გა­ში­ნებთ,უბ­რა­ლოდ გაფრ­თხი­ლებთ!! მოგ­ვი­წევს ვირუს­თან თა­ნა­ცხოვ­რე­ბა და ჩვე­ნი უნარ-ჩვე­ვე­ბის შეც­ვლა,სა­ნამ სა­ბო­ლო­ოდ არ და­ვა­მარ­ცხებთ მტერს! გა­ვიყ­ვა­ნოთ ბავ­შვე­ბი, ვა­სე­ირ­ნოთ, მაგ­რამ და­ვიც­ვათ მო­წო­დე­ბუ­ლი
რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი!!! გა­ვუფრ­თხილ­დეთ ერ­თმა­ნეთს!!"

alt"შემთხვევები 5 წლამდე ასაკის ბავშვებში ვლინდება... დიაგნოსტირებაც საკმაოდ რთულია" - თემურ მიქელაძე სახიფათო დაავადებაზე, რომელმაც მედიკოსები დააფიქრა


3302
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები

გამოკითხვა
რომელია თქვენი ბავშვის საყვარელი მულტფილმი?