ზაფხულის მოახლოებასთან ერთად, უამრავ მშობელს გაუჩნდა კითხვა, კორონავირუსის პირობებში, შეძლებენ თუ არა ზღვასა და საცურაო აუზებზე წასვლას და რამდენად უსაფრთხო იქნება ეს. აღნიშნული კითხვით ინფექციური საავადმყოფოს ინფექციონისტს, ალექსანდრე გოგინავას მივმართეთ:~
- ზღვა სრულიად უსაფრთხოა. ჯერ არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა, რომ ზღვიდან ადამიანს კორონავირუსი გადასდებოდა. რაც შეეხება, აუზს. როგორც ვიცი, უტარდება დეზინფექცია და დასუფთავება, ხოლო ეს ვირუსი ადვილად ემორჩილება დეზინფექტანტებს. აქ სხვა რამაა საყურადღებო. ზღვასა და აუზზე რამდენად მოხერხდება ფიზიკური დისტანციის დაცვა. ზღვიდან ვირუსი შესაძლოა ადამიანს არ გადაედოს, მაგრამ თუ სანაპიროზე სხვა იქნება ინფიცირებული და მასთან 2 მეტრზე ახლო კონტაქტი ექნება, თეორიულად შესაძლებელია, რომ ადამიანიდან ადამიანს გადაედოს. თუმცა, მსოფლიოში კორონავირუსის წყლიდან გადაცემის არც ერთი შემთხვევა არაა დადასტურებული.
აღნიშნულ თემაზე პაატა იმნაძემ "კვირის პალიტრასთან"ისაუბრა და აღნიშნა, რომ სანაპიროებზე ადამიანები ორი მეტრით უნდა დაშორდნენ ერთმანეთს, ხოლო ჟურნალისტის კითხვაზე, ზღვაზეც პირბადე დაგვჭირდება თუ არა, მან განაცხადა:
"ან სოციალური დისტანცია უნდა დავიცვათ, ან ღია სივრცეში პირბადე გვეკეთოს..."
თამარ იაკობაშვილი