რა ვითარებაა ამ ეტაპზე ბავშვების კორონავირუსით ინფიცირების თვალსაზრისით მსოფლიოსა და საქართველოში, რა პროგნოზები კეთდება და რა უნდა გაითვალისწინონ მშობლებმა, რომლებიც ბავშვები ქალაქებიდან გასაყვანად ემზადებიან - AMBEBI.GE-მ შეკითხვებით ცნობილ პედიატრს, ინგა მამუჩიშვილს მიმართა.
- ეს ძალიან თამამად შეგვიძლია ვთქვათ საქართველოზე, მაგრამ არა მთელ მსოფლიოზე. საერთოდაც, მინდა ხაზი გავუსვა, ერთ ცოტათი უცნაურ და შესასწავლ საკითხს, მაგრამ რეალობას - რომ კორონავირუსი ქართველების მიმართ არის ლოიალური, როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ. საინტერესო ფენომენია, რატომ წავიდა საქართველოში კორონავირუსი ძალიან მარტივი მიმდინარეობით? ჩვენ გვეშინოდა ლოჯისტიკის ჩამოშლის, სამედიცინო სექტორის კოლაფსის, მაგრამ ასე არ მოხდა.
- გავრცელებულია მოსაზრება, თითქოს ბავშვის წაყვანა დამტვერვის პერიოდში სხვადასხვა კურორტზე აუცილებელია. მინდა ხაზგასმით ვთქვა, რომ ამის არანაირი მტკიცებულება არ არსებობს, რომ დამტვერვის პროცესი ბავშვისთვის სასარგებლოა. პირიქით, შეიძლება მან ალერგიული დაავადებებიც გამოიწვიოს. ამიტომ, მე მაინცდამინც არ ვურჩევდი მშობლებს ბავშვი ასეთ კურორტებზე წაიყვანონ.
ზოგადად, არ არის აუცილებელი წახვიდეთ ძვირადღირებულ და ფეშენებელურ კურორტებზე. ნებისმიერი რაიონი, ან სოფელი, სადაც უფრო მეტი რეკრეაციული გარემოა, ღია სივრცეა, მწვანე ბალახია და მეტ-ნაკლებად სუფთა ჰაერი, ბავშვისთვის სასარგებლოა.
მე მაინც ვურჩევ მშობლებს, რომ თავი შეიკავონ წელს ბავშვების ზღვაზე წაყვანისგან. ახლა ტემპერატურის მატებასთან ერთად კორონავირუსი დასუსტება და უკან დაიხევს, ასევე დადგენილია, რომ წყლით ეს ვირუსი არ გადადის, თუმცა მიუხედავად ამისა, მაინც მოერიდონ ზღავზე წასვლას, რადგან იქ ხალხმრავლობაა და წესების დაცვა გაჭირდება. უფრო სოფლებს და რაიონებს მიაშურონ, რათა ბავშვმა გაილაღოს, ითამაშოს და ენერგია დახარჯოს.
ყოველდღიურად მირეკავენ მშობლები და მეუბნებიან, რომ მათ შვილებს ჩაკეტილ სივრცეში ყოფნის გამო ფსიქიკური პრობლემები შეექმნათ, ამიტომ რაც შეიძლება მალე უნდა შევუცვალოთ მათ გარემო და რეკრეაციულ სივრცეებში გავიყვანოთ.
- ვფიქრობ, რომ სექტემბერში სკოლები დაიწყება და უნდა დაიწყოს. თუმცა, უნდა მოვემზადოთ იმისთვის, რომ პარალელურად მოიმატებს ბავშვთა დაინფიცირების შემთხვევები, რადგან ჩაკეტილ სივრცეში ბევრი ბავშვის ერთად ყოფნა, რაც არ უნდა ნიავდებოდეს, ჯერჯერობით მაინც საფრთხის შემცველია.
შემოდგომისთვის ველოდებით ვირუსის მეორე ტალღას და შემდგომი ტალღები აუცილებლად იქნება. აუცილებლად იქნება მეორე ტალღა და მეშინია, მუტაცია არ განიცადოს, თუ ეს ასე არ მოხდა, მაშინ მომდევნო ტალღები უფრო ნაკლებად საზიანო იქნება. ამიტომ, უნდა ვიყოთ ყურადღებით, ახლა რა მოცემულობაც გვაქვს, თუ ასე გაგრძელდა, მაშინ სექტემბერში სწავლა უნდა დაიწყოს, თუ რაიმე განსაკუთრებულად არ განვითარდა შემთხვევები და თუ ჩვენ დავიცავთ შეზღუდვების მოხსნის პარალელურად წესებს.