"არ არის აუ­ცი­ლე­ბე­ლი, ძვი­რა­დ ღი­რე­ბულ კუ­რორ­ტებ­ზე წახვიდეთ... ნე­ბის­მი­ე­რი რა­ი­ო­ნი, ან სო­ფე­ლი, სადაც მწვანე ბალახი და სუფთა ჰაერია, სასარგებლოა ბავშვისთვის" - მშობლები

"არ არის აუ­ცი­ლე­ბე­ლი, ძვი­რა­დ ღი­რე­ბულ კუ­რორ­ტებ­ზე წახვიდეთ... ნე­ბის­მი­ე­რი რა­ი­ო­ნი, ან სო­ფე­ლი, სადაც მწვანე ბალახი და სუფთა ჰაერია, სასარგებლოა ბავშვისთვის"

2020-05-19 17:13:10+04:00

შესაძლოა, კო­რო­ნა­ვირუ­სი ბავ­შვე­ბის მი­მართ არც ისეთი ლო­ი­ა­ლური აღმოჩნდეს, როგორც გვეგონა. სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნებ­ში ჩა­ტა­რე­ბუ­ლი კვლე­ვე­ბის მი­ხედ­ვით, COVID-19-ს ბავ­შვებ­ში ახა­ლი და რთუ­ლი გა­მოვ­ლი­ნე­ბე­ბი და­ე­მა­ტა და არის ლე­ტა­ლუ­რი შემ­თხვე­ვე­ბიც.

რა ვი­თა­რე­ბაა ამ ეტაპ­ზე ბავ­შვე­ბის კო­რო­ნა­ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბის თვალ­საზ­რი­სით მსოფ­ლი­ო­სა და სა­ქარ­თვე­ლო­ში, რა პროგნოზები კეთდება და რა უნდა გაითვალისწინონ მშობლებმა, რომლებიც ბავშვები ქალაქებიდან გასაყვანად ემზადებიან - AMBEBI.GE-მ შე­კი­თხვე­ბით ცნო­ბილ პე­დი­ატრს, ინგა მა­მუ­ჩიშ­ვილს მი­მარ­თა.

- შეგ­ვიძ­ლია თუ არა ცალ­სა­ხად ვთქვათ, რომ კო­რო­ნა­ვირუ­სი ბავ­შვე­ბის მი­მართ ლო­ი­ა­ლუ­რია?

- ეს ძა­ლი­ან თა­მა­მად შეგ­ვიძ­ლია ვთქვათ სა­ქარ­თვე­ლო­ზე, მაგ­რამ არა მთელ მსოფ­ლი­ო­ზე. სა­ერ­თო­დაც, მინ­და ხაზი გა­ვუს­ვა, ერთ ცო­ტა­თი უც­ნა­ურ და შე­სას­წავლ სა­კითხს, მაგ­რამ რე­ა­ლო­ბას - რომ კო­რო­ნა­ვირუ­სი ქარ­თვე­ლე­ბის მი­მართ არის ლო­ი­ა­ლუ­რი, რო­გორც სა­ქარ­თვე­ლო­ში, ისე მის ფარ­გლებს გა­რეთ. სა­ინ­ტე­რე­სო ფე­ნო­მე­ნია, რა­ტომ წა­ვი­და სა­ქარ­თვე­ლო­ში კო­რო­ნა­ვირუ­სი ძა­ლი­ან მარ­ტი­ვი მიმ­დი­ნა­რე­ო­ბით? ჩვენ გვე­ში­ნო­და ლო­ჯის­ტი­კის ჩა­მოშ­ლის, სა­მე­დი­ცი­ნო სექ­ტო­რის კო­ლაფ­სის, მაგ­რამ ასე არ მოხ­და.

ჯერ ვერ და­ვა­სა­ხე­ლებ სა­ხელ­სა და გვა­რებს, მაგ­რამ ძა­ლი­ან გავ­ლე­ნი­ან­მა ქარ­თველ­მა მეც­ნი­ე­რებ­მა და­ი­წყეს ამ სა­კი­თხის შეს­წავ­ლა, რა­ტომ არის კო­რო­ნა­ვირუ­სი ქარ­თვე­ლე­ბის მი­მართ ასე ვთქვათ, დამნდო­ბი. ჩა­ტარ­დე­ბა სე­რი­ო­ზუ­ლი კვლე­ვე­ბი, აშშ-ში უკვე და­წყე­ბუ­ლია. ფაქ­ტია, რომ ქარ­თვე­ლე­ბი იშ­ვი­ა­თად ავად­დე­ბი­ან კო­რო­ნა­ვირუ­სით და თუ ავად­დე­ბი­ან, ლე­ტა­ლუ­რი გა­მო­სა­ვა­ლი არის ძა­ლი­ან და­ბა­ლი.

- ზა­ფხუ­ლი მო­დის და მშობ­ლებ­მა და­ი­წყეს იმა­ზე ფიქ­რი, თუ სად წა­იყ­ვა­ნონ შვი­ლე­ბი და­სას­ვე­ნებ­ლად. თქვენ რას ურ­ჩევ­დით - მთას, ზღვას თუ ბარს?

- გავ­რცე­ლე­ბუ­ლია მო­საზ­რე­ბა, თით­ქოს ბავ­შვის წაყ­ვა­ნა დამ­ტვერ­ვის პე­რი­ოდ­ში სხვა­დას­ხვა კუ­რორტზე აუ­ცი­ლე­ბე­ლია. მინ­და ხაზ­გას­მით ვთქვა, რომ ამის არა­ნა­ი­რი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა არ არ­სე­ბობს, რომ დამ­ტვერ­ვის პრო­ცე­სი ბავ­შვის­თვის სა­სარ­გებ­ლოა. პი­რი­ქით, შე­იძ­ლე­ბა მან ალერ­გი­უ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბიც გა­მო­იწ­ვი­ოს. ამი­ტომ, მე მა­ინ­ცდა­მინც არ ვურ­ჩევ­დი მშობ­ლებს ბავ­შვი ასეთ კუ­რორ­ტებ­ზე წა­იყ­ვა­ნონ.

ზო­გა­დად, არ არის აუ­ცი­ლე­ბე­ლი წახ­ვი­დეთ ძვი­რა­დღი­რე­ბულ და ფე­შე­ნე­ბე­ლურ კუ­რორ­ტებ­ზე. ნე­ბის­მი­ე­რი რა­ი­ო­ნი, ან სო­ფე­ლი, სა­დაც უფრო მეტი რეკ­რე­ა­ცი­უ­ლი გა­რე­მოა, ღია სივ­რცეა, მწვა­ნე ბა­ლა­ხია და მეტ-ნაკ­ლე­ბად სუფ­თა ჰა­ე­რი, ბავ­შვის­თვის სა­სარ­გებ­ლოა.

მე მა­ინც ვურ­ჩევ მშობ­ლებს, რომ თავი შე­ი­კა­ვონ წელს ბავ­შვე­ბის ზღვა­ზე წაყ­ვა­ნის­გან. ახლა ტემ­პე­რა­ტუ­რის მა­ტე­ბას­თან ერ­თად კო­რო­ნა­ვირუ­სი და­სუს­ტე­ბა და უკან და­ი­ხევს, ასე­ვე დად­გე­ნი­ლია, რომ წყლით ეს ვირუ­სი არ გა­და­დის, თუმ­ცა მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, მა­ინც მო­ე­რი­დონ ზღავ­ზე წას­ვლას, რად­გან იქ ხალ­ხმრავ­ლო­ბაა და წე­სე­ბის დაც­ვა გა­ჭირ­დე­ბა. უფრო სოფ­ლებს და რა­ი­ო­ნებს მი­ა­შუ­რონ, რათა ბავ­შვმა გა­ი­ლა­ღოს, ითა­მა­შოს და ენერ­გია და­ხარ­ჯოს.

ყო­ველ­დღი­უ­რად მი­რე­კა­ვენ მშობ­ლე­ბი და მე­უბ­ნე­ბი­ან, რომ მათ შვი­ლებს ჩა­კე­ტილ სივ­რცე­ში ყოფ­ნის გამო ფსი­ქი­კუ­რი პრობ­ლე­მე­ბი შე­ექ­მნათ, ამი­ტომ რაც შე­იძ­ლე­ბა მალე უნდა შე­ვუც­ვა­ლოთ მათ გა­რე­მო და რეკ­რე­ა­ცი­ულ სივ­რცე­ებ­ში გა­ვიყ­ვა­ნოთ.

- შე­მოდ­გო­მი­დან კო­რო­ნა­ვირუ­სის მე­ო­რე ტალ­ღას პროგ­ნო­ზი­რე­ბენ. ამ ფონ­ზე, რამ­დე­ნად მი­ზან­შე­წო­ნი­ლად მი­გაჩ­ნი­ათ პირ­ველ სექ­ტემ­ბერს სკო­ლებ­ში სას­წავ­ლო პრო­ცე­სის გა­ნახ­ლე­ბა?

- ვფიქ­რობ, რომ სექ­ტემ­ბერ­ში სკო­ლე­ბი და­ი­წყე­ბა და უნდა და­ი­წყოს. თუმ­ცა, უნდა მო­ვემ­ზა­დოთ იმის­თვის, რომ პა­რა­ლე­ლუ­რად მო­ი­მა­ტებს ბავ­შვთა და­ინ­ფი­ცი­რე­ბის შემ­თხვე­ვე­ბი, რად­გან ჩა­კე­ტილ სივ­რცე­ში ბევ­რი ბავ­შვის ერ­თად ყოფ­ნა, რაც არ უნდა ნი­ავ­დე­ბო­დეს, ჯერ­ჯე­რო­ბით მა­ინც საფრ­თხის შემ­ცვე­ლია.

შე­მოდ­გო­მის­თვის ვე­ლო­დე­ბით ვირუ­სის მე­ო­რე ტალ­ღას და შემ­დგო­მი ტალ­ღე­ბი აუ­ცი­ლებ­ლად იქ­ნე­ბა. აუ­ცი­ლებ­ლად იქ­ნე­ბა მე­ო­რე ტალ­ღა და მე­ში­ნია, მუ­ტა­ცია არ გა­ნი­ცა­დოს, თუ ეს ასე არ მოხ­და, მა­შინ მომ­დევ­ნო ტალ­ღე­ბი უფრო ნაკ­ლე­ბად სა­ზი­ა­ნო იქ­ნე­ბა. ამი­ტომ, უნდა ვი­ყოთ ყუ­რა­დღე­ბით, ახლა რა მო­ცე­მუ­ლო­ბაც გვაქვს, თუ ასე გაგ­რძელ­და, მა­შინ სექ­ტემ­ბერ­ში სწავ­ლა უნდა და­ი­წყოს, თუ რა­ი­მე გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად არ გან­ვი­თარ­და შემ­თხვე­ვე­ბი და თუ ჩვენ და­ვი­ცავთ შე­ზღუდ­ვე­ბის მოხ­სნის პა­რა­ლე­ლუ­რად წე­სებს.

წაიკითხეთ სრულად