- არსებობს სპეციალური სადეზინფექციო ამპულები, რომელიც ზოო მაღაზიებში იყიდება და ყველა მათგანს აქვს თავისი დოზირება და დამუშავების წესი, რაც ადამიანებმა ადგილზე უნდა იკითხონ და ისე შეიძინონ. სითხეს როდესაც მოასხურებენ, ამის შემდეგ 4 საათი მაინც უნდა დაიკეტოს სახლი და არავინ უნდა იყოს შიგნით, არც ადამიანი და არც ცხოველი. შემდეგ ხდება ტერიტორიის განიავება და მოწმენდა.
- ბაღლინჯო უფრო ნესტიან ადგილებში ჩნდება და მატრასებსა და ლეიბების ქვეშ გვხვდება ხოლმე. რწყილები და ტკიპები ბალახებში არიან და იქედან შეიძლება სახლში ფეხითაც და ტანსაცმლითაც შევიტანოთ.
- რა თქმა უნდა, გარემო პირობები. ძირითადად უფრო ბალახები.
- შესაძლოა ამან გამოიწვიოს ძლიერი ალერგიული ფონი. ამიტომ, საჭიროა პერიოდულად დამუშავდეს ტერიტორია, მითუმეტეს, როდესაც არის საშიშროება, რომ რწყილები და ტკიპები გაჩნდეს სახლში. უნდა შეიწამლოს გარე პერიმეტრი და აქედან გამომდინარე, სახლიც დაცული იქნება.
- ალერგიული ფონის განვითარების შემთხვევაში, აუცილებლად უნდა მიმართონ ექიმს, პირველ რიგში, ალერგიის საწინააღმდეგო მედიკამენტი უნდა მიიღონ და ბეტადინის ხსნარით დაიმუშაონ ნაკბენი.
თამარ იაკობაშვილი