"არ შეიძლება ბრილიანტის მწვანეს გამოყენება!" - როგორ უნდა მოვუაროთ მცირე ზომის ჭრილობებს და ნაკაწრებს
"არ შეიძლება ბრილიანტის მწვანეს გამოყენება!" - როგორ უნდა მოვუაროთ მცირე ზომის ჭრილობებს და ნაკაწრებს
დერმატო-ვენეროლოგი ზაზა თელია სოციალურ ქსელში კიდევ ერთ აქტუალურ თემას ეხება:

"მცირე ზომის ჭრილობების და ნაკაწრების მკურნალობის და მოვლის რეკომენდაციები (ინფექციის, ნაწიბურების განვითარების პრევენციისათვის, ასევე მათი შესახედაობის გაუმჯობესების მიზნით)

  1. ჭრილობის შემთხვევაში უნდა მოხდეს მისი მსუბუქად, ნაზად გაწმენდა, დაბანა გამდინარე წყლის და საპნის გამოყენებით; შესაძლებელია ასევე ბეტადინის (იოდის) გამოყენება
  2. არ შეიძლება ბრილიანტის მწვანეს ("ზილიონკას") გამოყენება - ის აშრობს დაზიანებულ კანს, რითაც შეხორცების პროცესი ხანგრძლივდება, ნაწიბურის განვითარების რისკი მატულობს
  3. მოერიდეთ განვითარებული ქერქოვანი ელემენტების მექანიკურ მოშორებას;
  4. გამოიყენეთ ყოველდღიურად, რამდენიმეჯერ თეთრი ვაზელინი (100% Pure Petroleum Jelly) შეხორცებულ, დახურულ
    ჭრილობაზე, მშრალ ან სველ ნაკაწრებზე - ის ძალზე ეფექტურია;
  5. დიდი ზომის, ასევე ნაკეროვანი ჭრილობის შემთხვევაში ძალზედ ეფექტურია ჰიდროგელის, სილიკონის გელის გამოყენება (Silicone Gel Sheet, Hydrogel)".

 

altროდის იზრდება კანიდან მიკრობების შეჭრის რისკი და რა უნდა გავაკეთოთ აუცილებლად ხელების დეზინფექციის შემდეგ - დერმატო-ვენეროლოგის პასუხები აქტუალურ შეკითხვებზე


 

ტეგები: ზაზა თელია
1648
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები

გამოკითხვა
რომელია თქვენი ბავშვის საყვარელი მულტფილმი?