"ვირუსი აზიანებს გულს, სის­ხლძარ­ღვებს, ღვიძლს, თირკმელს, შე­უძ­ლია თა­ვის ტვინ­ზე ნევ­რო­ლო­გი­უ­რი გარ­თუ­ლე­ბე­ბიც გა­მო­იწ­ვი­ოს... ნუ შე­ვას­კდე­ბით ეპი­დე­მი­ას შუბ­ლით" - მშობლები

"ვირუსი აზიანებს გულს, სის­ხლძარ­ღვებს, ღვიძლს, თირკმელს, შე­უძ­ლია თა­ვის ტვინ­ზე ნევ­რო­ლო­გი­უ­რი გარ­თუ­ლე­ბე­ბიც გა­მო­იწ­ვი­ოს... ნუ შე­ვას­კდე­ბით ეპი­დე­მი­ას შუბ­ლით"

2020-06-15 13:40:05+04:00

მსოფ­ლი­ომ კო­რო­ნა­ვირუ­სის შე­სა­ხებ 31 დე­კემ­ბერს გა­ი­გო, სა­ქარ­თვე­ლო­ში კი პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვა 26 თე­ბერ­ვალს და­დას­ტურ­და... დღეს რა ვი­ცით ამ ვირუ­სის შე­სა­ხებ, გა­ვი­ცა­ნით თუ არა უხი­ლა­ვი მტე­რი და კი­დევ რა "სი­ურპრიზს" გვიმ­ზა­დებს, ამ და სხვა მნიშ­ვნე­ლო­ვან სა­კი­თხებ­ზე "კვი­რის პა­ლიტ­რას" ინ­ფექ­ცი­უ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს ხელ­მძღვა­ნე­ლი თენ­გიზ ცერ­ცვა­ძე ესა­უბ­რე­ბა.

- "კო­ვიდ-19", რო­გორც და­ა­ვა­დე­ბა, მისი გა­მომ­წვე­ვი ვირუ­სი და ამ ვირუ­სით გა­მოწ­ვე­უ­ლი ეპი­დე­მი­ის სცე­ნა­რი უფრო ძნე­ლად ასახ­სნე­ლი და ჯერ­ჯე­რო­ბით ამო­უც­ნო­ბი გა­მოდ­გა, ვიდ­რე გვე­გო­ნა. თა­ვი­დან ისე­თი ინ­ფორ­მა­ცია გავ­რცელ­და, რომ ეს იყო პნევ­მო­ნია მძი­მე მიმ­დი­ნა­რე­ო­ბით. ასა­ხე­ლებ­დნენ გარ­დაც­ვა­ლე­ბის სხვა­დას­ხვა მაჩ­ვე­ნე­ბელს, სა­შუ­ა­ლოდ 5-6%-ს, რაც რეს­პი­რა­ცი­უ­ლი ინ­ფექ­ცი­ი­სათ­ვის მა­ღა­ლია. ცნო­ბის­თვის, ე.წ. ღო­რის გრი­პის დროს ეს მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი 0.5%-ს არ აღე­მა­ტე­ბო­და, ზო­გი­ერთ ქვე­ყა­ნა­ში კი მაქ­სი­მუმ 1%-ს აღ­წევ­და... ამ ახა­ლი და­ა­ვა­დე­ბის შე­სა­ხებ თან­და­თან ბევ­რი სი­ახ­ლე გა­მო­იკ­ვე­თა. მა­გა­ლი­თად, თა­ვი­დან ით­ვლე­ბო­და, რომ აა­ვა­დებს მხო­ლოდ მოზ­რდი­ლებს, გან­სა­კუთ­რე­ბით - ხან­დაზ­მულ ადა­მი­ა­ნებს და თით­ქმის არ გვხვდე­ბა ბავ­შვებ­ში. მერე აღ­მოჩ­ნდა, რომ ბავ­შვებს მა­ინც ემარ­თე­ბათ. სა­ქარ­თვე­ლოს მა­გა­ლი­თით თუ ვიმ­სჯე­ლებთ, ჩვენ­თან არის 19 წლამ­დე ასა­კის 108 და­ა­ვა­დე­ბუ­ლი, რაც ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თა სა­ერ­თო რა­ო­დე­ნო­ბის 13%-ია და ეს არ­ცთუ ცო­ტაა. შემ­დეგ გა­ირ­კვა, რომ ეს ვირუ­სი აზი­ა­ნებს არა მხო­ლოდ ფილ­ტვებს და იწ­ვევს არა მხო­ლოდ პნევ­მო­ნი­ას, არა­მედ ხში­რად აზი­ა­ნებს სხვა­დას­ხვა ორ­გა­ნო­სა და ორ­გა­ნო­თა სის­ტე­მებს. უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა, სის­ხლძარ­ღვებს, გულს, სის­ხლის შე­დე­დე­ბის სის­ტე­მას, ღვიძლს, თირკმელს, შე­უძ­ლია თა­ვის ტვინ­ზე ნევ­რო­ლო­გი­უ­რი გარ­თუ­ლე­ბე­ბიც გა­მო­იწ­ვი­ოს. მთელ მსოფ­ლი­ო­ში გან­სა­კუთ­რე­ბით სა­ყუ­რა­დღე­ბოდ იქცა შემ­დე­დე­ბე­ლი სის­ტე­მის ცვლი­ლე­ბე­ბი, რა­საც ხში­რად ახ­ლავს ე.წ. თრომ­ბო­ემ­ბო­ლიზ­მი, რაც იწ­ვევს და­ა­ვა­დე­ბის დამ­ძი­მე­ბას და ზოგ­ჯერ სიკ­ვდილ­საც. ამ და­ა­ვა­დე­ბის დროს აგ­რეთ­ვე აღი­ნიშ­ნა ინ­სულ­ტის შემ­თხვე­ვე­ბი, ხში­რი იყო გუ­ლის და­ზი­ა­ნე­ბე­ბიც...ანუ ეს და­ა­ვა­დე­ბა ხა­სი­ათ­დე­ბა მულ­ტი­ორ­გა­ნუ­ლი, მულ­ტი­სის­ტე­მუ­რი და­ზი­ა­ნე­ბით, რაც გა­ნას­ხვა­ვებს მას სხვა რეს­პი­რა­ცი­უ­ლი ვირუ­სე­ბის­გან, რო­მელ­თა დროს, ძი­რი­თა­დად, მა­ინც სა­სუნ­თქი სის­ტე­მა ზი­ან­დე­ბა.

სწო­რედ ამი­ტომ, ჩვენც და მსოფ­ლი­ო­მაც შე­მო­ვი­ღეთ პრაქ­ტი­კა, შე­იქ­მნას ექი­მე­ბის მულ­ტი­დის­ციპ­ლი­ნუ­რი ჯგუ­ფი, რო­მელ­შიც იქ­ნე­ბი­ან სხვა სპე­ცი­ა­ლო­ბის ექი­მე­ბიც

- თა­ვი­დან გა­მო­ით­ქვა იმე­დი, რომ დათ­ბო­ბა ვირუ­სის გამ­რავ­ლე­ბას ხელს შე­უშ­ლი­და. ეს შე­ხე­დუ­ლე­ბაც და­ინ­გრა?

- დიახ. ეს მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მო­მენ­ტია, რო­მე­ლიც კი­თხვებს აჩენს და ურ­თი­ერ­თგა­მომ­რი­ცხა­ვი მო­საზ­რე­ბე­ბის სა­ფუძ­ვე­ლი ხდე­ბა. იყო მო­ლო­დი­ნი, რომ რო­გორც ყვე­ლა რეს­პი­რა­ცი­უ­ლი ინ­ფექ­ცია, "კო­ვიდ-19"-იც იქ­ნე­ბო­და სე­ზო­ნუ­რი, რად­გან ისიც რეს­პი­რა­ცი­უ­ლია და გა­მოწ­ვე­უ­ლია, მარ­თა­ლია, ახა­ლი, მაგ­რამ მა­ინც კო­რო­ნა­ვირუ­სით.

გრი­პის პიკი არის ნო­ემ­ბერ-დე­კემ­ბერ­სა და თე­ბერ­ვალ-მარ­ტში, ზა­ფხულ­ში კი ნამ­დვი­ლი გრი­პი (არა გა­ცი­ვე­ბა, რო­მე­ლიც მთე­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში გვხვდე­ბა) თით­ქმის არ დას­ტურ­დე­ბა. კო­რო­ნა­ვირუ­სის­გა­ნაც ასეთ ქცე­ვას მო­ე­ლოდ­ნენ და ფიქ­რობ­დნენ, რომ სა­ყო­ველ­თაო შე­ზღუდ­ვე­ბი დრო­ე­ბი­თი იქ­ნე­ბო­და, 2-3 თვით შე­ზღუდ­ვებს კი სა­ზო­გა­დო­ე­ბაც და ქვეყ­ნის ეკო­ნო­მი­კაც შე­და­რე­ბით ად­ვი­ლად გა­უძ­ლებ­და, მაგ­რამ აი, გა­ვი­და ეს ორი-სამი თვე, ზა­ფხუ­ლიც და­ი­წყო და აღ­მოჩ­ნდა, რომ სე­ზო­ნუ­რო­ბის ნიშ­ნებს არ ამ­ჟღავ­ნებს.

ნუ შეგ­ვაც­დენს სა­ქარ­თვე­ლოს მდგო­მა­რე­ო­ბა, რომ დღეს ჩვენ­თან ახა­ლი შემ­თხვე­ვე­ბი მცი­რე რა­ო­დე­ნო­ბით ჩნდე­ბა. ამით თა­ვის დამ­შვი­დე­ბა არ შე­იძ­ლე­ბა. შე­იძ­ლე­ბა ერთ დღეს ერთ რო­მე­ლი­მე კლას­ტერ­ში, ვთქვათ, ბოლ­ნის­ში, თეთ­რი­წყა­რო­ში ან მარ­ნე­ულ­ში და­დას­ტურ­დეს რამ­დე­ნი­მე შემ­თხვე­ვა და ეს არ გავ­რცელ­დეს მთე­ლი ქვეყ­ნის მას­შტა­ბით, მაგ­რამ ეს არ ნიშ­ნავს, რომ ვირუ­სი სე­ზო­ნუ­რო­ბას ამ­ჟღავ­ნებს. და­მი­ჯე­რეთ, ეს არ არის სე­ზო­ნუ­რო­ბის გა­მო­ხა­ტუ­ლე­ბა, ეს შე­სა­ბა­მი­სი სამ­სა­ხუ­რე­ბის კარ­გი მუ­შა­ო­ბის შე­დე­გია. ყვე­ლა­ფე­რი გა­კეთ­და ძა­ლი­ან კარ­გად, უკე­თე­სა­დაც კი, ვიდ­რე ევ­რო­პი­სა და ჩრდი­ლო­ეთ ამე­რი­კის ქვეყ­ნე­ბის უმე­ტე­სო­ბა­ში.

- რა გვაძ­ლევს ამის თქმის სა­ფუძ­ველს?

- მსოფ­ლი­ო­ში ეპი­დე­მი­ის დი­ნა­მი­კა. 8 ივ­ნისს მსოფ­ლი­ო­ში სულ 113 000 ახა­ლი შემ­თხვე­ვა აღი­ნიშ­ნა, 11 ივ­ნისს კი - 137 000, ანუ ზა­ფხულ­ში მსოფ­ლი­ო­ში არა­თუ იკ­ლებს შემ­თხვე­ვე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა, პი­რი­ქით, იმა­ტებს. ახლა და­ვა­ზუს­ტოთ, სად იმა­ტებს და რო­გორ. არის შე­ხე­დუ­ლე­ბა, რომ იმა­ტებს სამ­ხრეთ ნა­ხე­ვარსფე­როს ქვეყ­ნებ­ში, სა­დაც ახლა ზამ­თა­რი იწყე­ბა და სწო­რედ ამი­ტომ არ გა­მო­ი­რი­ცხე­ბა ვირუ­სის სე­ზო­ნუ­რო­ბა. მა­გა­ლი­თად მოჰ­ყავთ ბრა­ზი­ლია, ინ­დო­ე­თი, პა­კის­ტა­ნი, ბან­გლა­დე­ში. კი ბა­ტო­ნო, მაგ­რამ ავ­სტრა­ლი­აც სამ­ხრეთ ნა­ხე­ვარსფე­როს ქვე­ყა­ნაა, მაგ­რამ იქ შემ­თხვე­ვე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა იკ­ლებს, მექ­სი­კა კი ჩრდი­ლო­ეთ ნა­ხე­ვარსფე­რო­შია და შემ­თხვე­ვე­ბი იმა­ტებს.შე­იძ­ლე­ბა თქვან, რომ ბრა­ზი­ლია, პა­კის­ტა­ნი და ინ­დო­ე­თი გან­ვი­თა­რე­ბა­დი ქვეყ­ნე­ბია, ავ­სტრა­ლია კი - გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი და ეს არის მი­ზე­ზი. ავ­სტრა­ლი­ა­ზე გან­ვი­თა­რე­ბუ­ლია აშშ და ინ­გლი­სი, მაგ­რამ შემ­თხვე­ვე­ბი იმა­ტებს, ასე რომ, ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბის თით­ქმის არა­ვი­თა­რი კა­ნონ­ზო­მი­ე­რე­ბა არ ვლინ­დე­ბა - არც გე­ოგ­რა­ფი­უ­ლი და არც ეკო­ნო­მი­კუ­რი.

აშშ-ში, სა­დაც ახლა ზა­ფხუ­ლია, 8 ივ­ნისს 18 000 ახა­ლი შემ­თხვე­ვა და­დას­ტურ­და, 11 ივ­ნისს - 23 000. ევ­რო­პა­ში, კერ­ძოდ, ეს­პა­ნეთ­ში, საფ­რან­გეთ­ში, გერ­მა­ნი­ა­ში, იტა­ლი­ა­ში ერთხანს იყო კლე­ბა, ბოლო დღე­ებ­ში მო­ი­მა­ტა. შვე­დეთ­ში, სა­დაც შე­ზღუდ­ვე­ბი და სა­გან­გე­ბო მდგო­მა­რე­ო­ბა არ შე­მო­უ­ღი­ათ, 8 ივ­ნისს იყო 81 ახა­ლი შემ­თხვე­ვა, 11 ივ­ნისს - 1300! შე­იძ­ლე­ბა ვი­ღაც შე­მო­მე­და­ვოს, რომ ევ­რო­პის ქვეყ­ნებ­ში მა­ინც არის კლე­ბის ტენ­დენ­ცია, მაგ­რამ ეს არ არის ტენ­დენ­ცია, რო­მე­ლიც იძ­ლე­ვა გა­რან­ტი­ას, რომ პან­დე­მი­ამ ჩა­ი­ა­რა.

ცენ­ტრა­ლუ­რი ევ­რო­პის ქვეყ­ნებ­ში რო­გორც კი შე­ზღუდ­ვე­ბი მოხ­სნეს, ისევ იმა­ტა და­ა­ვა­დე­ბულ­თა რი­ცხვმა. საფ­რან­გეთ­სა და ზო­გი­ერთ სხვა ქვე­ყა­ნა­ში სკო­ლე­ბი გახ­სნეს და ისევ და­ხუ­რეს. ანუ რა გა­მო­დის? შემ­თხვე­ვა­თა რა­ო­დე­ნო­ბის შემ­ცი­რე­ბა ყველ­გან სა­გან­გე­ბო მდგო­მა­რე­ო­ბი­სა და შე­ზღუდ­ვე­ბის დამ­სა­ხუ­რე­ბა იყო და არა - ამინ­დის.

ჩვენს სა­მე­ზობ­ლო­ში მი­მო­ვი­ხე­დოთ. სა­ქარ­თვე­ლო ერ­თა­დერ­თი ქვე­ყა­ნაა, სა­დაც ჯერ­ჯე­რო­ბით სიმ­შვი­დეა, მაგ­რამ ნა­ხეთ, რა ხდე­ბა სომ­ხეთ­ში! მა­ტე­ბის ტენ­დენ­ცი­აა აზერ­ბა­ი­ჯან­შიც. 11 ივ­ნისს აზერ­ბა­ი­ჯან­ში და­დას­ტურ­და 352 შემ­თხვე­ვა, სა­ქარ­თვე­ლო­ში - 6, სომ­ხეთ­ში - 566. მოლ­დო­ვა­ში, რო­მე­ლიც ასე­ვე ჩვენს მე­ზობ­ლად მი­იჩ­ნე­ვა, 406 ახა­ლი შემ­თხვე­ვა იყო... არა­ფერს ვამ­ბობ რუ­სეთ­ზე, სა­დაც ერთ დღე­ში 8 700 ახა­ლი შემ­თხვე­ვა აღი­ნიშ­ნა! თურ­ქეთ­ში, სა­დაც თით­ქოს კლე­ბა და­ი­წყო, ერთ დღე­ში მა­ინც აღი­ნიშ­ნა 987 შემ­თხვე­ვა. თუმ­ცა, თუ ახალ და­ა­ვა­დე­ბულ­თა და გარ­დაც­ვლილ­თა რი­ცხვს შე­ვა­და­რებთ, მთელ მსოფ­ლი­ო­ში გარ­დაც­ვა­ლე­ბის პრო­ცენ­ტულ­მა მაჩ­ვე­ნე­ბელ­მა და­ახ­ლო­ე­ბით 1%-ით იკლო, მაგ­რამ ყუ­რა­დღე­ბა მი­აქ­ცი­ეთ - მხო­ლოდ 1%-ით! ექ­სპერ­ტე­ბი სა­გო­ნე­ბელ­ში არი­ან. მსჯე­ლო­ბენ და კი­თხუ­ლო­ბენ, იქ­ნე­ბა თუ არა მე­ო­რე ტალ­ღა შე­მოდ­გო­მა­ზე - ოქ­ტომ­ბერ-ნო­ემ­ბერ­ში, მაგ­რამ მე­ო­რე ტალ­ღა­ზე ახლა ლა­პა­რა­კი უხერ­ხუ­ლია, რად­გან ჯერ ბევრ ქვე­ყა­ნა­ში პირ­ვე­ლი ტალ­ღა არ დამ­თავ­რე­ბუ­ლა. უკვე ლა­პა­რა­კო­ბენ იმა­ზეც, რომ შე­იძ­ლე­ბა კო­რო­ნა­ვირუს­მა წლი­უ­რი ხა­სი­ა­თი მი­ი­ღოს. შე­იძ­ლე­ბა ზა­ფხულ­ში ცოტა შემ­ცირ­დეს, ზამ­თარ­ში კი ცოტა მო­ი­მა­ტოს, მაგ­რამ ეს მა­ინ­ცდა­მა­ინც შე­სამ­ჩნე­ვი არ იყოს. ისე არ იქ­ნე­ბა, რომ ზა­ფხულ­ში გაქ­რეს, ზამ­თარ­ში - გაჩ­ნდეს.ასე ვთქვათ, "კო­ვიდ-19" სულ ჩვენ­თან იქ­ნე­ბა... თუმ­ცა ჯერ­ჯე­რო­ბით სა­ქარ­თვე­ლო ლა­მის ერ­თა­დერ­თი ქვე­ყა­ნაა, სა­დაც შე­ზღუდ­ვე­ბის მოხ­სნამ შემ­თხვე­ვა­თა რა­ო­დე­ნო­ბის მა­ტე­ბა არ გა­მო­იწ­ვია. სომ­ხეთ­ში ამის მი­ზე­ზად შე­ზღუდ­ვე­ბის მოხ­სნას ასა­ხე­ლებ­დნენ. მარ­თლაც, იქ აკ­რძალ­ვე­ბის შერ­ბი­ლე­ბამ აფეთ­ქე­ბა გა­მო­იწ­ვია, ჩვენ­თან კი - არა.

- თუმ­ცა ჩვენ­თა­ნაც გაჩ­ნდა ახა­ლი კლას­ტე­რე­ბი, მა­გა­ლი­თად, ნუ­ცუ­ბი­ძის...

- დიახ, მაგ­რამ ეს არა­ფე­რია. 10-20-კა­ცი­ა­ნი კლას­ტე­რის შე­და­რე­ბა სომ­ხეთ­ში დღე­ში 400-500 ახალ შემ­თხვე­ვას­თან რო­გორ შე­იძ­ლე­ბა?!

- წინ გვაქვს ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი შე­ზღუდ­ვის - ტუ­რიზ­მის გახ­სნა...

- სხვა შე­ზღუდ­ვე­ბის მოხ­სნას გა­ვუ­ძე­ლით, მაგ­რამ ძნე­ლი სათ­ქმე­ლია, გა­ვუძ­ლებთ თუ არა მი­მოს­ვლის, ფრე­ნე­ბის აღ­დგე­ნას. ვნა­ხოთ. აუ­ცი­ლებ­ლად უნდა ვთქვათ, რომ ჩვენ­მა სა­ზო­გა­დო­ე­ბამ გან­ვლი­ლი სამი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში გა­მო­ი­ჩი­ნა შე­სა­შუ­რი თვით­შეგ­ნე­ბა და მა­ღა­ლი სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა, რაც ქარ­თვე­ლე­ბის­თვის მა­ინ­ცდა­მა­ინც და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი არ არის, მაგ­რამ ახლა, რო­გორც კი შე­ზღუდ­ვე­ბი მო­იხ­სნა, ცოტა გა­და­ვა­ჭარ­ბეთ თა­ვი­სუფ­ლე­ბით ტკბო­ბას. ხომ გახ­სოვთ, რა კარ­გად ვი­ცავ­დით სო­ცი­ა­ლურ დის­ტან­ცი­ას? არ იმარ­თე­ბო­და ქორ­წი­ლე­ბი, ქელე­ხე­ბი, ხალ­ხმრა­ვა­ლი შეკ­რე­ბე­ბი. ახლა მა­ინც იმარ­თე­ბა შეკ­რე­ბე­ბი, და­ბა­დე­ბის დღე­ე­ბი...

ამას წი­ნათ მთე­ლი "ფე­ის­ბუ­კი" მო­ი­ა­რა კად­რებ­მა, ახალ­გაზ­რდე­ბის რო­გო­რი თავ­ყრი­ლო­ბა იყო კაფე "ფაბ­რი­კა­ში", სა­დაც არც სო­ცი­ა­ლუ­რი დის­ტან­ცია იყო და­ცუ­ლი, არც პირ­ბა­დე­ე­ბი ჰქონ­დათ. სიფრ­თხი­ლის შეგ­რძნე­ბა დავ­კარ­გეთ, რა­შიც, ცოტა არ იყოს, დათ­ვუ­რი სამ­სა­ხუ­რი გაგ­ვი­წია სა­ქარ­თე­ლოს კარ­გმა ეპიდსი­ტუ­ა­ცი­ამ და შე­დე­გებ­მა.

მიმ­დი­ნა­რე­ობს დის­კუ­სია, რა ვქნათ, ხომ არ და­ვუბ­რუნ­დეთ იძუ­ლე­ბით სა­კა­ნონ­მდებ­ლო შე­ზღუდ­ვებ­სა და აკ­რძალ­ვებს, რაც კარ­გი არ იქ­ნე­ბა. მო­სახ­ლე­ო­ბა დიდ­ხანს ვერ მო­ით­მენს ამას და, რაც მთა­ვა­რია, ეკო­ნო­მი­კა ვერ მო­ით­მენს. ჩვენ­თან ეკო­ნო­მი­კა ყვე­ლა­ზე მე­ტად და­ზა­რალ­და - ადა­მი­ა­ნებ­მა შე­მო­სა­ვა­ლი და­კარ­გეს, ცხოვ­რე­ბა გაძ­ვირ­და... ასე დიდ­ხანს გაგ­რძე­ლე­ბა არ შე­იძ­ლე­ბა. არ უნდა და­ვუშ­ვათ ეპი­დე­მი­ის შე­მობ­რუ­ნე­ბა, თო­რემ სა­ხელ­მწი­ფო იძუ­ლე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა, ისევ და­ი­წყოს შე­ზღუდ­ვე­ბი, ეკო­ნო­მი­კაც ისევ და­მუხ­რუჭ­დე­ბა და ხალ­ხიც უფრო და­ზა­რალ­დე­ბა. აშშ, გერ­მა­ნია და შვე­დე­თი ასეთ ეკო­ნო­მი­კურ დარ­ტყმას უძ­ლე­ბენ, იმი­ტომ, რომ დიდი ეკო­ნო­მი­კუ­რი რე­სურ­სი აქვთ, სა­ქარ­თვე­ლოს­ნა­ი­რი ქვეყ­ნე­ბი კი მე­ო­რე შე­მო­ტე­ვას ვერ გა­უძ­ლე­ბენ...

წუ­წუ­ნე­ბენ, რომ ნი­ღა­ბი დის­კომ­ფორ­ტს ქმნის, სი­ცხე­ში გა­წუ­ხებს, ან ეროვ­ნულ გა­მოც­დებ­ზე რო­გორ უნდა გა­ი­კე­თოს აბი­ტუ­რი­ენ­ტმა... უნდა გვეს­მო­დეს, რომ ეს კარ­გი ცხოვ­რე­ბით არ არის გა­მოწ­ვე­უ­ლი. ნუ შე­ვას­კდე­ბით ეპი­დე­მი­ას შუბ­ლით, ნუ მივ­ცემთ სა­შუ­ა­ლე­ბას, და­ა­ზა­რა­ლოს ჩვე­ნი ჯან­მრთე­ლო­ბა, ჩვე­ნი ეკო­ნო­მი­კა, შე­ი­წი­როს ადა­მი­ა­ნე­ბის სი­ცო­ცხლე. გახ­სოვთ, რო­გო­რი ვნე­ბა­თა­ღელ­ვა მოჰ­ყვა ღვე­დე­ბის მოხ­მა­რე­ბას? ხალ­ხმა ეს თა­ვი­სუფ­ლე­ბის შე­ზღუდ­ვად აღიქ­ვა, მაგ­რამ დღეს ყვე­ლა იკე­თებს. მოდი, ცოტა ხანს ნიღ­ბე­ბიც მო­ვით­მი­ნოთ.

სტა­ტის­ტი­კუ­რად დამ­ტკიც­და, რომ ღვე­დის გა­კე­თე­ბამ ავ­ტო­კა­ტას­ტრო­ფე­ბის დროს ბევ­რი სი­ცო­ცხლე გა­და­არ­ჩი­ნა. ასეა ახ­ლაც - დამ­ტკიც­და, რომ ნიღ­ბე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა გა­და­არ­ჩენს ბევრ სი­ცო­ცხლეს. წაიკითხეთ სრულად