"ზოგჯერ ფიქრობ, რომ ქალი აღარ ხარ" - როგორ შეცვალა ანჯელინას ინტიმური ცხოვრება ქალურმა ოპერაციებმა
"ზოგჯერ ფიქრობ, რომ ქალი აღარ ხარ" - როგორ შეცვალა ანჯელინას ინტიმური ცხოვრება ქალურმა ოპერაციებმა
ანჯელინა ჯოლიმ წლების წინ კიბოს მიმართ მემკვიდრეობითი განწყობის გამო საკვერცხეები და სარძევე ჯირკვლები წინასწარ ამოიკვეთა. დედამისი 56 წლის ასაკში მკერდის კიბოთი გარდაიცვალა. საზოგადოების ნაწილი ანჯელინას ამ მძიმე გადაწყვეტილებისთვის გამოჩენილ მამაცობას უქებს, ნაწილი კი ასეთი რთული ოპერაციების მხოლოდ პროფილაქტიკისთვის გაკეთების გამო კიცხავს.

ასე იყო თუ ისე, გენეტიკური ტესტირების მიხედვით, მას ისევ აქვს კიბოს განვითარების რისკი, თუმცა სარძევე ჯირკვლების და საკვერცხეების ამოკვეთის გამო ეს რისკი 80%-დან 5%-მდე შემცირდა.

საქართველოშიც არაერთ ქალს უსვამენ ისეთ დიადნოზს, როცა საჭირო ხდება საკვერცხეების, ფალოპის მილების, საშვილოსნოს ამოკვეთა.
ბევრს მკერდის კიბოსწინარე მდგომარეობაც აქვს. ამიტომ, ვფიქრობთ, საინტერესო იქნება, თუ მეტს გავიგებთ ამ ოპერაციების შესახებ.

ექიმების უმრავლესობ ანჯელინას გადაწყვეტილებას ორივე ოპერაციის შესახებ გამართლებულად მიიჩნევს და გენეტიკური ტესტირების პოპულარიზაციისთვისაც მადლობას უხდის. ამით მსახიობმა მაგალითი უჩვენა, თუ რამდენად გადამჭრელი ზომებია სიცოცხლისთვის ზოგჯერ საჭირო. ამის შემდეგ ძალიან ბევრმა ამერიკელმა ქალმა დაიწყო გამოკვლევა, აქვს თუ არა კიბოს მიმართ გენეტიკური განწყობა.
mshoblebi

პროფილაქტიკური მასტექტომია, ანუ სარძევე ჯირკვლების მოკვეთა - რამდენად გამართლებულია


"გარკვეულ შემთხვევებში მართლაც შესაძლებელია გენების გამოვლენა, რომლებიც კიბოს მაღალ რისკს შეიცავს. გენეტიკური ტესტირების განვითარებასთან ერთად, პროფილაქტიკური მასტექტომიის შემთხვევემაც იმატა. თუმცა ეს უფრო აშშ-ის სამედიცინო სისტემაშია პოპულარული. იქაური სადაზღვევო
კომპანიები აფინანსებენ ოპერაციას და საჭირო იმპლანტებსაც. ამიტომ ეს ბაზარი ძალიან დიდია, ქირურგებიც ხშირად კვეთენ მკერდს სხვადასხვა ჩვენების მიხედვით." - ამბობს პლასტიკური ქირურგი დიმიტრი მელნიკოვი.
mshoblebi
მამოლოგ-ონკოლოგი ვლადიმერ კალიადინი წინმსწრებ მასტექტომიას სკეპტიკურად აფასებს. მისი თქმით, ბევრი ქალი იკეთებს გენეტიკურ ტესტირებას და შედეგების 30% კიბოს მაღალ რისკს ადატურებს. "თუმცა უნდა გვახსოვდეს, რომ ეს მხოლოდ რისკი და შესაძლო სცენარია. ქალებს, რომლებმაც მასტექტომია გადაიტანეს, დეპრესია ტანჯავთ და ცხოვრების ხარისხის უუარესდებათ. ამიტომ რუსეთსა და სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნებში ეს ოპერაცია მხოლოდ მკაცრი ჩვენებით ტარდება და არა პროფილაქტიკისთვის. თუმცა რა თქმა უნდა, მკერდის წინასწარ მოკვეთა მაინც უკეთესია, ვიდრე დაგვიანებული ოპერაცია. საბოლოოდ, მსოფლიო მედიცინას ჯერჯერობით ერთიანი მიდგომა არ აქვს, რამდენად გამართლებულია ეს ოპერაცია".

საკვერცხეების ამოკვეთა


ლიანა ამინოვა, გინეკოლოგი:
"მიუხედავად იმისა, რომ სარძევე ჯირკვლების მოკვეთა უფრო რთული ოპერაციაა, ვიდრე საკვერცხეების ამოკვეთა, ეს უკანასკნელი ბევრად სერიოზულ გავლენას ახდენს ქალის ორგანიზმზე. რეპროდუქციული ორგანოების ამოკვეთა შემდგომ ცხოვრების ხარისხზე ძალიან მოქმედებს. საკვერცხეებში გამომუშავებული ჰორმონები ორგანიზმის ძალიან ბევრ პროცესში მონაწილეობენ. ვერცერთი ორგანო ვერ ჩაანაცვლებს ამ ორგანოებს. საკვერცხეების ამოკვეთისას ნივთიერებათა ცვლა ირღვევა, იცვლება წონა, წყდება ესტროგენების გამომუშავება, რაც ვაგინის სიმშრალეს, შემცივნებებს, ალებს, კუნთების სისუსტეს და სხვა არასასიამოვნო შეგრძნებებს იწვევს. ონკოდაავადებების პროფილაქტიკისთვის სკრინინგი არსებობს, რომელიც პათოლოგიურ ცვლილებებს ადრეულ ეტაპზე ავლენს. გენეტიკური ტესტის პასუხი ზოგჯერ სულაც არ მართლდება. გენეტიკური განწყობა არ ნიშნავს უეჭველ დაავადებას მოლმავალში, თუმცა გააჩნია რისკის სიდიდეს. ანჯელინა ჯოლის შემთხვევაში რისკი იმხელა იყო, ნამდვილად ღირდა ამ ოპერაციის გაკეთება.
mshoblebi
თავად ანჯელინასაც არაერთხელ უთქვამს, რომ ოპერაციებმა მისი ცხოვრება შეცვალა. "ვეღარასდროს გავაჩენ ბავშვს. 39 წლის ასაკში უკვე მენოპაუზა მაქვს. მაგრამ ვებრძვი ამ ცვლილებებს, ასე მოიტანა ცხოვრებამ და ამის არ უნდა გვეშინოდეს. სპეციალურ პლასტირს ვატარებ, რომელიც ესტროგენს გამოყოფს, ასევე პროჟესტერონის სპირალს საშვილოსნოში, რათა ჰორმონული ბალანსი შევინარჩუნო " - ამბობს ჯოლი.

მედლის მეორე მხარე

ანჯელინამ The New York Times-ის სვეტში დაწერა, რომ ჯანმრთელობის პრობლემის გადაჭრის რამდენიმე გზა არსებობს. ადამიანმა ის უნდა აირჩიოს, რომელიც მისთვის შესაფერისია. "მე ექიმებმა მირჩიეს, რომ საკვერცხეების და ფალოპის მილების ამოღება ჩემთვის საუკეთესო ვარიანტი იყო. ჩემი ოჯახიდან 3 ქალი ამ დაავადებას ემსხვერპლა - დედა, ბებია და დეიდა. გადაწყვეტილების მიღება ადვილი არ იყო, სამედიცინოს გარდა ფსიქოლოგიური პრობლემებიც არსებობს. ფიქრობ, რომ მკერდის და საკვერცხეების ამოკვეთის მერე ქალი აღარ ხარ. ბევრს ეშინია ამის და მამაკაცის თვალში ფასის დაკარგვის" - წერს ანჯელინა.
mshoblebi

ფსიქოლოგი, გეშტალტ-თერაპევტი ლუბა როზენბერგი.

"ასეთი ქირურგიული ჩარევის შემდეგ სასქესო ორგანოების არქონაზე მეტად ქალებს აწუხებთ ის განცდები, რაც მათ თავში ხდება. სწორედ ტვინი გვაძლევს სიგნალს სიამოვნების თუ დაუკმაყოფილებლობის შესახებ. ის მართავს ჩვენს დამოკიდებულებებს მომხდარის მიმართ. ანჯელინას შემთხვევაში ოპერაცია სწორი და მამაცური ნაბიჯი იყო. საჭიროების შემთხვევაში სწორედ ასე უნდა მოიქცე. როცა ოჯახში კიბოთი დაავადებული პაციენტი გყავს და მთელი ცხოვრება ამ დიაგნოზის შიში გკლავს, სტერეოტიპებს ყურადღება არ უნდა მიაქციოთ, გარკვეული ორგანოების ნაკლებობამ ქალს თვითშეფასება არ უნდა დაუქვეითოს.
საკვერცხე ქალის მთავარი სასქესო ჰორმონის, ესტროგენის ძირითადი წყაროა. ის მოქმედებს როგორც ქალის გარეგნობაზე, ასევე მის ფსიქოლოგიურ განწყობაზე. ოპერაციის შემდეგ ქალი გრძნობს აპათიას, ნევროზულ მდგომარეობას, ჩნდეა დაღლილობის შეგრძნება, ირღვევა ძილი და მკვეთრად ქვეითდება ლიბიდო. თუ ეს ახალგაზრდა ასაკში ხდება, ქალის მდგომარეობა კლიმაქსურს ემსგავსება. ასეთ დროს ქალებს ჰორმონების დონეს უმაღლებენ, რაც კვლავ უჩენს მათ სექსის სურვილს. საკვერცხეების ამოკვეთას ახლავს ვაგინის სიმშრალე, რაც სექსის დროს უსიამოვნო შეგრძნებებს და ტკივილს იწვევს " - აღნიშნავს სექსოლოგი ნატალია რომანოვსკაია. მისი რეკომენდაციით, პოსტოპერაციული პერიოდის შემდეგ ქალი თანდათან უნდა დაუბრინდეს სექსუალურ ცხოვრებას. უნდა გამოიყენოს დამატენიანებელი და აღმგზნები საცხები, რათა ინტიმური სიახლოვე მისთვის კვლავ სასიამოვნო გახდეს.
"პაციენტს შეიძლება თვითშეფასება მკვეთრად შეუმცირდეს, იფიქროს, რომ მამაკაცს აღარ სჭირდება. ამ დროს სხვა სფეროებზე უნდა კონცენტრირდეს და გაიაზროს, რომ მისი სექსუალობა მხოლოდ მკერდითა და საკვერცხეებით არ განისაზღვრება. თუ პარტნიორი ჰყავს, აუცილებლად უნდა განავითაროს სექსუალური ცხოვრება, ერთად შეთანხმდნენ სექსის სახეობებზე, გამოიყენონ ორალური და მანუალური ტექნიკა" - აცხადებს რომანოვსკაია.


21631
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (3)
თეონა
2
კარგი ადამიანი ნამდვილად არის უკვე, ცდა აღარ სჭირდება. რასაც ეგ აკეთებს აფრიკელი და სირიელი ლტოლვილი ბავშვებისთვის, იგივეს რომ ყველა ვარსკვლავი აკეთებდეს, მშიერი ბავშვები აღარ ეყოლებოდა მსოფლიოს.
15:23 / 29-06-2020
ტოტო
6
რატომ არის ეს ქალი ლამაზი და მაგარი მსახიობი ?
14:26 / 27-06-2020
მსგავსი სიახლეები

გამოკითხვა
რომელია თქვენი ბავშვის საყვარელი მულტფილმი?
ყველაზე კითხვადი