ყელის ტკივილი საკმაოდ გავრცელებული სიმპტომია როგორც ზრდასრულებში, ასევე ბავშვების შემთხვევაში. ამ დროს კი ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სწორად შეირჩეს სამკურნალო პრეპარატი, რომ მან სარგებლის ნაცვლად, ზიანი არ მოგვიტანოს. რა იწვევს ძირითადად ყელის ტკივილს, სახლის პირობებში რომელი პრეპარატის გამოყენებაა უსაფრთხო და რა უნდა გავითვალისწინოთ ნაყინისა და ცივი წყლის მიღებისას, თემაზე მედიცინის დოქტორი, პროფესორი, ოტორინოლარინგოლოგი ქეთი გოცაძე გვესაუბრება:
- ყელის ტკივილი არის სიმპტომი, რომელიც შეიძლება ძალიან ბევრ დაავადებას ახლდეს თან. ტკივილი შეიძლება იყოს მწვავედ განვითარებული და ქრონიკული. მწვავეა, როდესაც უეცრად იწყება და რამდენიმე დღე გრძელდება. რაც შეეხება ქრონიკულ ტკივილს, ეს არის ტკივილი, რომელიც ხანგრძლივად, არა მარტო ერთი თვე, შეიძლება რამდენიმეთვე და წელიც კი გაგრძელდეს. არის დაავადებები, რომელსაც ქრონიკული ყელის ტკივილი ერთვის თან და არის დაავადებები, რომლებსაც მწვავე ტკივილი ახასიათებთ, რაც მაქსიმუმ 2 კვირაში გაივლის. ყელის ტკივილი ძალიან გავრცელებული სიმპტომია. იმდენად გავრცელებული, რომ შეიძლება ჩივილების ხუთეულშიც კი დავასახელოთ. ის თან ახლავს მწვავე რესპირატორულ ზედა სასუნთქი გზების ინფექციებს. რაც შეეხება ქრონიკული ყელის ტკივილს, როგორც აღვნიშნე, არის სხვადასხვა დაავადება, რომლებიც შეიძლება იყოს ამ ჩივილის გამომწვევი. თუ ყელის მწვავე ტკივილი იწყება, მას თან ახლავს ტემპერატურული რეაქცია, ყლაპვის გაძნელება, ეს არის მწვავე ინფექცია. გამომწვევი კი ძალიან ხშირად ვირუსი შეიძლება იყოს. 70 პროცენტში ყელის მწვავე ინფექცია ვირუსულია, 30 პროცენტში კი შეიძლება ბაქტერიული იყოს. ვირუსულ ინფექციას ახასიათებს სეზონურობა, თან ახლავს ტემპერატურული რეაქცია. ამიტომ, იმის მიხედვით, თუ რამდენად მძიმედ მიმდინარეობს პროცესი, უნდა განვსაზღვროთ ექიმთან ვიზიტი. ხანდახან ვირუსული ინფექცია ისე გაივლის 5-7 დღეში, რომ ადამიანებს მხოლოდ სითხით დატვირთვა და სიმპტომური მკურნალობა, სიცხის დროს - სიცხის დამწევი, ყელი ტკივილის დროს კი - ადგილობრივი საშუალებები სჭირდებათ.
- თუ ექიმთან წასვლას ვერ ვახერხებთ, სახლის პირობებში სააფთიაქო საშუალებებით თუ შეგვიძლია, რომ პრობლემას გავუმკლავდეთ?
- არის საშუალებები, რომლითაც შეიძლება პრობლემას გავუმკლავდეთ. ბებიებისგან გაგვიგია და მემკვიდრეობით მოდის, რომ ქაცვის ზეთი ყელში დისკომფორტს ხსნის. არის მცენარეული შემადგენლობის სპრეი, რომელიც უსაფრთხოა და 2 წლიდან შეგვიძლია მისი გამოყენება. მას ფარინგოსპრეი ჰქვია. მის შემადგენლობაში შედის ქაცვის ზეთი, ბერგამოტის ზეთი და კალენდულას ზეთი. პრეპარატს ახასიათებს ანტიბაქტერიული, ანტივირუსული მოქმედება. გააჩნია რეგენერაციის უნარი, ანუ დაზიანებული ლორწოვანის აღდგენას ახდენს. სიმპტომურად, შეგიძლიათ თამამად გამოიყენოთ, როგორც 7-10 დღე, ასევე ქრონიკული დისკომფორტის დროსაც ხანგრძლივად ისე, რომ არ შეგეშინდეთ. ფარინგოსპრეი ისეა შექმნილი და დამუშავებული, რომ შემცველი კომპონენტები ალერგიულ თვისებებს არ ამჟღავნებს. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ ჩამოთვლილ სამ კომპონენტს ანტივირუსული, ანტიბაქტერიული, სოკოს საწინააღმდეგო მოქმედება ახასიათებს. აქვს დამატენიანებელი ეფექტი და რეგენერაციის გამაძლიერებელია, ამიტომ თითქმის ყველა ჩივილს მოიცავს. თავად სპრეის აპარატი გამოირჩევა აბსოლუტური უსაფრთხოებით.
- ბავშვებში ყელის ტკივილისას ძალიან გავრცელებულია ყელის ტამპონით ამოწმენდა. რამდენად უსაფრთხო პროცედურაა და როდის შეიძლება გამოიყენონ?
- მინდა კატეგორიულად ვუთხრა მშობლებს, რომ ასეთი ჩარევა, ანუ ყელის ტამპონით ამოწმენდა, არ არის უსაფრთხო. ამ დროს შეიძლება ზედაპირზე არსებული ჩირქოვანი პროცესის ღრმა ფენებში ჩატანა მოხდეს და სიკეთის ნაცვლად, უარესი შედეგი მივიღოთ. განსაკუთრებით ოჯახის პირობებში ეს არ უნდა გაკეთდეს.
- ყელის ტკივილის საწინააღმდეგო ძალიან ბევრი საშუალება არსებობს. ზოგი საწუწნია, ზოგი სპრეი ან სავლები რომელს უნდა მივანიჭოთ უპირატესობა?
- ზოგი ვერ იტანს სპრეის, ზოგი - საწუწნს, ზოგიც სავლებს. განსაკუთრებით, პატარა ბავშვებს ვერ ვეტყვით, რომ ყელში გამოივლონ, ასევე ფრთხილად უნდა ვიყოთ, რომ ტაბლეტი არ გადასცდეთ. სპრეი უკეთესი საშუალებაა, თუმცა ორ წლამდე ასაკის ბავშვებში არ ვიყენებთ. ამიტომ, პრეპარატის შერჩევისას, ერთი მხრივ, უნდა გავითვალისწინოთ გემოვნური თვისებები და, მეორე მხრივ, მისი შემცველობა და შინაარსი, რომ სარგებლის ნაცვლად, ზიანი არ მოგვიტანოს. ძალიან ძნელია ოჯახის წევრმა, დედამ, ბებომ ან თავად პაციენტმა დამოუკიდებლად განსაზღვროს რა გენეზის ტკივილი ან სიმშრალე აქვს ყელში. ის პრეპარატი კი, რომელზეც გესაუბრეთ, ფაქტობრივად, უსაფრთხოა. მისი გამოყენების დროს მშობელი მშიდად უნდა იყოს, რადგან მცენარეული საშუალებებით ცდილობს, გადაჭრას არსებული პრობლემა.
- ყელის ტკივილის გარდა, ხშრადაა გავრცელებული ყელის სიმშრალე, ხმის ჩახლეჩა, ყლაპვისას უსიამოვნო შეგრძნება, ეს რისი ბრალია და როგორ შეიძლება ვუმკურნალოთ?
- ამ ყველაფერს მე ყელში არსებულ დისკომფორტებს ვარქმევ. ძალიან ბევრი დაავადების ერთ-ერთი გამოვლინებაა თქვენ მიერ ჩამოთვლილი სიმპტომები. მთავარია მოიძებნოს, რა იწვევს ჩივილს და ვუმკურნალოთ ძირითად დაავადებას. ხანდახან მთავარი დაავადება ბოლომდე არ იკურნება და ყელში დისკომფორტი მაინც რჩება, ხანდახან წლები და ხანდახან მთელი ცხოვრება. მაგალითად, პაციენტს კუჭი აწუხებს და აქვს რეფლუქსი, რაც აღიზიანებს ყელს, იწვევს ტკივილს, დისკომფორტს, ხმის ჩახლეჩასა და სიმშრალეს. ამ შემთხვევაში რეფლუქსს უნდა ვუმკურნალოთ და ყელში არსებული დისკომფორტიც გაივლის. ხანდახან პაციენტებს დიაფრაგმის თიაქარი აღენიშნებათ და ვიდრე ოპერაციას არ გაიკეთებენ, დისკომფორტი არ ქრება. ზოგჯერ ეს პროცესი ოპერაციის გაკეთების შემდეგაც გრძელდება. ამიტომ, ყელში არსებული ჩივილები რომ შევამციროთ, ამისთვის ხანგრძლივადმოხმარებადი, უსაფრთხო პრეპარატი გვჭირდება, რომელიც დაგვიამებს ყელში არსებულ დისკომფორტს, ვიდრე ძირითადი პრობლემა გადაწყდება. სწორედ ასეთია მცენარეული ფარინგოსპრეი, რომელიც კუჭის სიმჟავიანობით გამოწვეულ წვას ჩააქრობს და პაციენტს სიმშრალესა და ტკივილს მოუხსნის. არსებობს ასაკოვანი, ქიმიოთერაპიის ჩატარების შემდგომი, წნევის წამლების მიღების გამო გამოწვეული ყელის სიმშრალე და ასე შემდეგ, რასაც თვეობით სჭირდება დასაზეთი და დამატენიანებელი საშუალება. ასეთ შემთხვევაში, თუ ექიმთან ვერ მიდიხართ, შეგიძლიათ ფარინგოსპრეი გამოიყენოთ ისე, რომ არ შეგეშინდეთ.
- ხშირად მშობელს უჭირს ხოლმე გარჩევა, ბავშვს ვირუსისგან აქვს წითელი ყელი და მაღალი სიცხე თუ უშუალოდ ყელისგან. აქვს ამას სინამდვილეში მნიშვნელობა?
- ყელის ტკივილით გამოწვეული მაღალი სიცხე არის ვირუსული ან ბაქტერიული ინფექცია, რასაც ოჯახის პირობებში დედა ვერ გაარჩევს. საჭიროა ოჯახის ექიმის ან პედიატრის ჩარევა. თუმცა, ვირუსული ინფექცია 70 პროცენტში მაღალი ტემპერატურით, ყელის ტკივილით და ცხვირის გაჭედვით მიმდინარეობს. მშობლებმა, ექიმის დანიშნულების გარეშე, ანტიბიოტიკი არ უნდა გამოიყენონ. სიმპტომურად სიცხის დამწევისა და ყელის ტკივილის გამაყუჩებლის გამოყენების შემთხვევაში, შეიძლება ამან ბაქტერიაზეც იმოქმედოს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ თავად დაავადებას ბრძოლა არ სჭირდება. თუ ბაქტერიული ტონზილიტია აუცილებლად უნდა მიმართონ ოჯახის ექიმს ან პედიატრს, რომელიც ანტიბიოტიკის დანიშვნის საკითხს გადაწყვეტს.
- ზაფხულის სეზონია და ძალიან აქტუალურია ცივი სასმელები, ნაყინი, მაცივრის წყალი. უნდა მოვერიდოთ თუ არა ზემოთ ჩამოთვლილს და ბავშვების შემთხვევაში რა უნდა გავითვალისწინოთ?
- არც ბავშვი და არც დიდი არ უნდა მოერიდოს ცივ წყალსა და ნაყინს, თუ ყელში ქრონიკული ჩირქოვანი კერა არ აქვთ. მაგრამ, თუ ყელში მორეციდივე სტრეპტოკოკული ტონზილოფარინგიტი აქვთ, შეიძლება ჩირქოვანი ტონზილიტის გამწვავება განუვითარდეთ. ასეთ შემთხვევაში პაციენტებს ვურჩევთ ხოლმე, რომ თავი მოარიდონ ნაყინისა და ცივი წყლის მიღებას.
- ამ პრობლემებისგან დაზღვეულნი არც ორსულები და არც მეძუძური დედები არიან. რას ურჩევთ მათ?
- ორსულობისა და მეძუძურობის დროს არსებული ქრონიკული კერები ხშირად მწვავდება. მაგალითად, თუ პაციენტს ყელში ქრონიკული პრობლემა აქვს, შეიძლება ორსულობის დროს გააქტიურდეს. ძუძუს წოვების და ორსულობის პერიოდში დედის ორგანოზმს სჭირდება რაციონალური კვება, რომ არ დაუსუსტდეს იმუნიტეტი და არ გამწვავდეს ქრონიკული ჩირქოვანი კერები. თუ გაჩნდა პრობლემა ყელში, ფარინგოსპრეი იდეალური საშუალებაა როგორც ორსულების, ასევე მეძუძრი დედებისთვის.
R