"კუჭის დაპატარავების შემდეგ შიმშილის ჰორმონი აღარ გამოიყოფა, პაციენტებს დიდი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­ერ­თოდ არ შიათ" - ექიმი ჭარბწონიანობასა და ოპერაციული ჩარევის შედეგებზე
"კუჭის დაპატარავების შემდეგ შიმშილის ჰორმონი აღარ გამოიყოფა, პაციენტებს დიდი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­ერ­თოდ არ შიათ" -  ექიმი ჭარბწონიანობასა და ოპერაციული ჩარევის შედეგებზე

"ჭარ­ბწო­ნი­ა­ნო­ბა XXI სა­უ­კუ­ნის პან­დე­მი­ად არის აღი­ა­რე­ბუ­ლი. პა­თო­ლო­გი­უ­რი სიმ­სუქ­ნით მსოფ­ლი­ო­ში საკ­მა­ოდ ბევ­რი ადა­მი­ა­ნია და­ა­ვა­დე­ბუ­ლი. ამის მი­ზე­ზი კი გარ­და გე­ნე­ტი­კუ­რი მზა­ო­ბი­სა, რო­მე­ლიც სა­უ­კუ­ნე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ადა­მი­ა­ნის რა­სა­ში ჩა­მო­ყა­ლიბ­და, არის ის მძი­მე პე­რი­ო­დე­ბი და და­ა­ვა­დე­ბე­ბი, რაც კა­ცობ­რი­ო­ბამ გა­სულ სა­უ­კუ­ნე­ებ­ში გა­და­ი­ტა­ნა. ეს არის შუ­ა­სა­უ­კუ­ნე­ე­ბი­დან და­წყე­ბუ­ლი - ქო­ლე­რა, შავი ჭირი. ამან მი­ლი­ო­ნო­ბით ადა­მი­ა­ნი შე­ი­წი­რა, ამას ემა­ტე­ბა მე­ო­ცე სა­უ­კუ­ნის მსოფ­ლიო ომე­ბი, როცა მა­სობ­რი­ვი შიმ­ში­ლო­ბა იყო", - ამ­ბობს მე­დი­ცი­ნის მეც­ნი­ე­რე­ბა­თა დოქ­ტო­რი, ქი­რურ­გი, პრო­ფე­სო­რი და­ვით აბუ­ლა­ძე, რო­მელ­თა­ნაც ვრცლად ვი­სა­უბ­რეთ ჭარ­ბწო­ნი­ა­ნო­ბა­ზე, რო­გორც და­ა­ვა­დე­ბა­ზე და მის გა­მომ­წვევ მი­ზე­ზებ­ზე.

- XX სა­უ­კუ­ნის
მი­წუ­რულ­სა და უკვე XXI სა­უ­კუ­ნე­ში გან­ვი­თა­რე­ბულ ქვეყ­ნებ­ში, საკ­ვე­ბის მხრივ ია­ფ­ფა­სი­ან­მა და მა­ღა­ლე­ნერ­გე­ტი­კულ­მა, და­ბა­ლი კა­ლო­რა­ჟის უხა­რის­ხო საკ­ვებ­მა მო­ი­კი­და ფეხი, ამი­ტომ იმ "გამ­ზა­დე­ბუ­ლი" გე­ნის მქო­ნე ადა­მი­ა­ნებ­მა წო­ნა­ში სწრა­ფად მო­ი­მა­ტეს. თუ ავი­ღებთ ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებს, სა­დაც ძი­რი­თა­დად აფ­რო­ა­მე­რი­კე­ლე­ბი არი­ან ჭარ­ბწო­ნი­ა­ნე­ბი, სწო­რედ იმ ხალ­ხის შთა­მო­მავ­ლე­ბი გახ­ლა­ვან, რომ­ლებ­მაც და­ახ­ლო­ე­ბით, 200-300 წლის წინ მძი­მე მო­ნო­ბის პე­რი­ო­დი გა­და­ი­ტა­ნეს და შიმ­შილს გა­უძ­ლეს. ჩვენს ქვე­ყა­ნა­შიც ანა­ლო­გი­უ­რად ხდე­ბა, - ჭარ­ბწო­ნი­ა­ნე­ბი ისი­ნი არი­ან, ვის წი­ნაპ­რებ­საც საკ­მა­ოდ გა­ჭირ­ვე­ბის პე­რი­ო­დი აქვთ გა­და­ტა­ნი­ლი. მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ. აქ მე­ტად იმე­რე­თის რე­გი­ო­ნი შე­იძ­ლე­ბა გა­მოვ­ყოთ, რად­გა­ნაც ეკო­ნო­მი­კუ­რად არას­დროს იყო ძლი­ე­რი და ყვე­ლა­ზე მეტი ჭარ­ბწო­ნი­ა­ნე­ბიც ამ კუ­თხე­ში არი­ან.

ბოლო პე­რი­ოდ­ში ჩვენ­ში
სწრა­ფი კვე­ბის ობი­ექ­ტე­ბის გახ­სნამ, ეკო­ნო­მი­კუ­რი ზრდა კი გა­მო­იწ­ვია, რაც მი­სა­სალ­მე­ბე­ლია, მაგ­რამ მე­ო­რე მხრივ, ამას ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი ფაქ­ტო­რის გამ­ყა­რე­ბა მოჰ­ყვა (მძლავ­რი ინ­ტერ­ნე­ტი, ციფ­რუ­ლი ტექ­ნი­კა, ადა­მი­ანს ფი­ზი­კუ­რად იმ­დე­ნი მოძ­რა­ო­ბა არ უხ­დე­ბა, რომ შე­ას­რუ­ლოს იმა­ვე მო­ცუ­ლო­ბის სა­მუ­შაო. ეს არის სწავ­ლა, მუ­შა­ო­ბა, მე­გობ­რებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა), ამი­ტომ შემ­ცირ­და ენერ­გი­ის ხარ­ჯვაც. ფე­ხით სი­ა­რუ­ლის ნაც­ვლად, უმე­ტე­სად მან­ქა­ნით დავ­დი­ვართ. მახ­სოვს, ბავ­შვო­ბა­ში მე­გო­ბარ­თან ფე­ხით მივ­დი­ო­დი, ახლა ვრე­კავ, ან ინ­ტერ­ნე­ტით ვე­კონ­ტაქ­ტე­ბი. სწო­რედ ამ ყვე­ლაფ­რის ფონ­ზე ხდე­ბა ზედ­მე­ტი წო­ნის დაგ­რო­ვე­ბა.

- ჭარ­ბწო­ნი­ა­ნო­ბა რაზე ახ­დენს გავ­ლე­ნას?


- გავ­ლე­ნას ახ­დენს ისე­თი ორ­გა­ნო­ე­ბის ფუნ­ქცი­ებ­ზე, რო­მელ­თა მოქ­მე­დე­ბა­ში ნივ­თი­ე­რე­ბა­თა ცვლას წამ­ყვა­ნი ფუნ­ქცია აკის­რია: იწ­ვევს ფა­რი­სებ­რი ჯირ­კვლის პრობ­ლე­მებს, მა­მა­კა­ცებ­ში სა­ს­ქე­სო ორ­გა­ნო­ე­ბის და­ა­ვა­დე­ბებს, ლი­პი­დუ­რი და ნახ­შირ­წყლო­ვა­ნი ცვლის დარ­ღვე­ვის შე­დე­გად მოშ­ლილ სხვა­დას­ხვა სის­ტე­მას, შაქ­რი­ან დი­ა­ბეტს, ათე­როსკლე­როზს, გუ­ლის სის­ხლძარ­ღვთა და­ა­ვა­დე­ბებს, პრაქ­ტი­კუ­ლად, ჭარ­ბწო­ნი­ა­ნო­ბა ყვე­ლა ორ­გა­ნო­ზე ცუ­დად მოქ­მე­დებს. გარ­და ერ­თი­სა, - ჭარ­ბწო­ნი­ა­ნე­ბი, სა­ნამ თა­ვი­ანთ პა­თო­ლო­გი­ურ მდგო­მა­რე­ო­ბას მი­აღ­წე­ვენ, მა­ნამ­დე კარგ ხა­სი­ათ­ზე არი­ან და არი­ან "დუშ­კე­ბი". კვე­ბა ხომ ფი­ზი­ო­ლო­გი­უ­რი აქ­ტია, რომ­ლის დრო­საც ადა­მი­ა­ნი სი­ა­მოვ­ნე­ბას იღებს. ამი­ტო­მაც არი­ან მუდ­მი­ვად კარგ ხა­სი­ათ­ზე.

- ჭარბწო­ნი­ა­ნო­ბას თქვენ, რო­გორც ექი­მი, გარ­კვე­უ­ლი ქი­რურ­გი­უ­ლი მე­თო­დით უპი­რის­პირ­დე­ბით, - ახ­დენთ კუ­ჭის ე.წ. და­პა­ტა­რა­ვე­ბას.


- სა­ერ­თოდ, ჭარ­ბწო­ნი­ა­ნო­ბას­თან ბრძო­ლა საკ­ვე­ბის რა­ო­დე­ნო­ბის შემ­ცი­რე­ბი­თა და და­ხარ­ჯუ­ლი ენერ­გი­ის გაზ­რდით უნდა და­ი­წყოს. თუ დი­ე­ტით ეს არ ხერ­ხდე­ბა, მა­შინ უნდა მოხ­დეს ქი­რურ­გი­უ­ლი ჩა­რე­ვა. ქი­რურ­გი­უ­ლი მე­თო­დე­ბი ბევ­რია. მათ­გან ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რუ­ლია კუ­ჭის ხა­ზო­ვა­ნი რე­ზექ­ცია, რი­თიც ე.წ. კუ­ჭის და­პა­ტა­რა­ვე­ბა ხდე­ბა. კუჭი სიგ­რძე­ზე იკ­ვე­თე­ბა და მას 70% აკ­ლდე­ბა.

- საკ­ვე­ბის კუჭ­ში გა­და­ად­გი­ლე­ბა არ ირ­ღვე­ვა?


- არა. ამ ოპე­რა­ცი­ის ეფექ­ტი ის არის, რომ კუჭს ის უბა­ნი სცილ­დე­ბა, რო­მე­ლიც წარ­მოქ­მნის შიმ­ში­ლის ჰორ­მონს - გრე­ის. ადა­მი­ა­ნი სწო­რედ ამის გამო ვერ იკა­ვებს თავს შიმ­ში­ლის­გან და ხან­გრძლივ დი­ე­ტას ვერ იცავს. ოპე­რა­ცი­ის შემ­დეგ კი პა­ცი­ენ­ტებს დიდი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­ერ­თოდ არ შიათ და რა­ღაც გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად რომ მო­უნ­დეთ, ერთ კვე­ბა­ზე 150 მი­ლი­ლიტრზე მეტი არ ეტე­ვათ. ეს რომ ხინ­კალს შე­ვა­და­როთ, - და­პა­ტა­რა­ვე­ბუ­ლი კუ­ჭით, სა­შუ­ა­ლოდ ერთ ხინ­კალ­ზე მეტს ვერ შე­ჭამს, რაც და­ახ­ლო­ე­ბით 10 ხინ­კალს უდ­რის. ერთი ხინ­კლის მი­ღე­ბის შემ­დეგ გა­დავ­სე­ბის, და­ნაყ­რე­ბის შეგ­რძნე­ბა ექ­ნე­ბა. თუ მა­ნამ­დე ვთქვათ, ჭამ­და 4 ნა­ჭერ ხა­ჭა­პურს, მი­ი­ღებს მხო­ლოდ ერთს, ასე­ვე ერთ ნა­ჭერ მწვადს.

ოპე­რა­ცი­ის შემ­დეგ პა­ცი­ენ­ტი წო­ნა­ში დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში იკ­ლებს, ანუ ეს 2 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ხდე­ბა. მოკ­ლედ, ჭარ­ბი წო­ნის 80 პრო­ცენ­ტის მო­ცი­ლე­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს.
განაგრძეთ კითხვა
357
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (2)
მარტო შიმშილის გრძნობის გაქრობა არ უშველის
0
ადამიანი ჭამს არა იმიტომ რომ შია არამედ მოწყენილია სტრესი აქვს და მარტოა და საჭმელს იხდის მეგობრად..აი ამაშია საქმე ჭარბი წონის და ფსიქოლოგიურად უნდა ებრძოლოთ
18:42 / 23-07-2020
მანანა
0
ფასია მიუწვდომელი ჩვენთვის,თუმც სასწრაფო და აუცილებელი
16:03 / 17-07-2020
მსგავსი სიახლეები

გამოკითხვა
რომელია თქვენი ბავშვის საყვარელი მულტფილმი?