"ჭარბწონიანობა XXI საუკუნის პანდემიად არის აღიარებული. პათოლოგიური სიმსუქნით მსოფლიოში საკმაოდ ბევრი ადამიანია დაავადებული. ამის მიზეზი კი გარდა გენეტიკური მზაობისა, რომელიც საუკუნეების განმავლობაში ადამიანის რასაში ჩამოყალიბდა, არის ის მძიმე პერიოდები და დაავადებები, რაც კაცობრიობამ გასულ საუკუნეებში გადაიტანა. ეს არის შუასაუკუნეებიდან დაწყებული - ქოლერა, შავი ჭირი. ამან მილიონობით ადამიანი შეიწირა, ამას ემატება მეოცე საუკუნის მსოფლიო ომები, როცა მასობრივი შიმშილობა იყო", - ამბობს მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, ქირურგი, პროფესორი დავით აბულაძე, რომელთანაც ვრცლად ვისაუბრეთ ჭარბწონიანობაზე, როგორც დაავადებაზე და მის გამომწვევ მიზეზებზე.
- XX საუკუნის მიწურულსა და უკვე XXI საუკუნეში განვითარებულ ქვეყნებში, საკვების მხრივ იაფფასიანმა და მაღალენერგეტიკულმა, დაბალი კალორაჟის უხარისხო საკვებმა მოიკიდა ფეხი, ამიტომ იმ "გამზადებული" გენის მქონე ადამიანებმა წონაში სწრაფად მოიმატეს. თუ ავიღებთ ამერიკის შეერთებულ შტატებს, სადაც ძირითადად აფროამერიკელები არიან ჭარბწონიანები, სწორედ იმ ხალხის შთამომავლები გახლავან, რომლებმაც დაახლოებით, 200-300 წლის წინ მძიმე მონობის პერიოდი გადაიტანეს და შიმშილს გაუძლეს. ჩვენს ქვეყანაშიც ანალოგიურად ხდება, - ჭარბწონიანები ისინი არიან, ვის წინაპრებსაც საკმაოდ გაჭირვების პერიოდი აქვთ გადატანილი. მძიმე მდგომარეობაში იმყოფებოდნენ. აქ მეტად იმერეთის რეგიონი შეიძლება გამოვყოთ, რადგანაც ეკონომიკურად არასდროს იყო ძლიერი და ყველაზე მეტი ჭარბწონიანებიც ამ კუთხეში არიან.
ბოლო პერიოდში ჩვენში სწრაფი კვების ობიექტების გახსნამ, ეკონომიკური ზრდა კი გამოიწვია, რაც მისასალმებელია, მაგრამ მეორე მხრივ, ამას ტექნოლოგიური ფაქტორის გამყარება მოჰყვა (მძლავრი ინტერნეტი, ციფრული ტექნიკა, ადამიანს ფიზიკურად იმდენი მოძრაობა არ უხდება, რომ შეასრულოს იმავე მოცულობის სამუშაო. ეს არის სწავლა, მუშაობა, მეგობრებთან ურთიერთობა), ამიტომ შემცირდა ენერგიის ხარჯვაც. ფეხით სიარულის ნაცვლად, უმეტესად მანქანით დავდივართ. მახსოვს, ბავშვობაში მეგობართან ფეხით მივდიოდი, ახლა ვრეკავ, ან ინტერნეტით ვეკონტაქტები. სწორედ ამ ყველაფრის ფონზე ხდება ზედმეტი წონის დაგროვება.
- გავლენას ახდენს ისეთი ორგანოების ფუნქციებზე, რომელთა მოქმედებაში ნივთიერებათა ცვლას წამყვანი ფუნქცია აკისრია: იწვევს ფარისებრი ჯირკვლის პრობლემებს, მამაკაცებში სასქესო ორგანოების დაავადებებს, ლიპიდური და ნახშირწყლოვანი ცვლის დარღვევის შედეგად მოშლილ სხვადასხვა სისტემას, შაქრიან დიაბეტს, ათეროსკლეროზს, გულის სისხლძარღვთა დაავადებებს, პრაქტიკულად, ჭარბწონიანობა ყველა ორგანოზე ცუდად მოქმედებს. გარდა ერთისა, - ჭარბწონიანები, სანამ თავიანთ პათოლოგიურ მდგომარეობას მიაღწევენ, მანამდე კარგ ხასიათზე არიან და არიან "დუშკები". კვება ხომ ფიზიოლოგიური აქტია, რომლის დროსაც ადამიანი სიამოვნებას იღებს. ამიტომაც არიან მუდმივად კარგ ხასიათზე.
- საერთოდ, ჭარბწონიანობასთან ბრძოლა საკვების რაოდენობის შემცირებითა და დახარჯული ენერგიის გაზრდით უნდა დაიწყოს. თუ დიეტით ეს არ ხერხდება, მაშინ უნდა მოხდეს ქირურგიული ჩარევა. ქირურგიული მეთოდები ბევრია. მათგან ყველაზე პოპულარულია კუჭის ხაზოვანი რეზექცია, რითიც ე.წ. კუჭის დაპატარავება ხდება. კუჭი სიგრძეზე იკვეთება და მას 70% აკლდება.
- არა. ამ ოპერაციის ეფექტი ის არის, რომ კუჭს ის უბანი სცილდება, რომელიც წარმოქმნის შიმშილის ჰორმონს - გრეის. ადამიანი სწორედ ამის გამო ვერ იკავებს თავს შიმშილისგან და ხანგრძლივ დიეტას ვერ იცავს. ოპერაციის შემდეგ კი პაციენტებს დიდი ხნის განმავლობაში საერთოდ არ შიათ და რაღაც განსაკუთრებულად რომ მოუნდეთ, ერთ კვებაზე 150 მილილიტრზე მეტი არ ეტევათ. ეს რომ ხინკალს შევადაროთ, - დაპატარავებული კუჭით, საშუალოდ ერთ ხინკალზე მეტს ვერ შეჭამს, რაც დაახლოებით 10 ხინკალს უდრის. ერთი ხინკლის მიღების შემდეგ გადავსების, დანაყრების შეგრძნება ექნება. თუ მანამდე ვთქვათ, ჭამდა 4 ნაჭერ ხაჭაპურს, მიიღებს მხოლოდ ერთს, ასევე ერთ ნაჭერ მწვადს.
ოპერაციის შემდეგ პაციენტი წონაში დროთა განმავლობაში იკლებს, ანუ ეს 2 წლის განმავლობაში ხდება. მოკლედ, ჭარბი წონის 80 პროცენტის მოცილება მიმდინარეობს.