"პერიოდულად ვავ­ლენთ შემ­თხვე­ვებს, რო­დე­საც არ ვი­ცით პა­ცი­ენ­ტი სად და­ა­ვად­და, კო­რო­ნა სა­დღაც და­დის და ყოველ წუთს შეიძლება იფეთქოს" - მშობლები

"პერიოდულად ვავ­ლენთ შემ­თხვე­ვებს, რო­დე­საც არ ვი­ცით პა­ცი­ენ­ტი სად და­ა­ვად­და, კო­რო­ნა სა­დღაც და­დის და ყოველ წუთს შეიძლება იფეთქოს"

2020-07-13 15:56:02+04:00

და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლი­სა და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­მრთე­ლო­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნე­ლის, ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძის გან­ცხა­დე­ბით, კო­რო­ნა­ვირუს­მა შე­იძ­ლე­ბა ყო­ველ წუთს იფეთ­ქოს და სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის მი­ცე­მუ­ლი რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი ფორ­მა­ლუ­რი არ უნდა იყოს.

თუმ­ცა, გამ­ყრე­ლი­ძემ გა­მარ­თულ ბრი­ფინგზე „ინ­ტერპრეს­ნი­უ­სის“ კი­თხვის სა­პა­სუ­ხოდ გა­ნა­ცხა­და, რომ რიგ შემ­თხვე­ვა­ში, ამ რე­კო­მენ­და­ცი­ებ­მა ფორ­მა­ლუ­რი ხა­სი­ა­თი მი­ი­ღო.

"კი­დევ ერთხელ მო­ვუ­წო­დებთ მო­სახ­ლე­ო­ბას, კო­რო­ნა­ვირუ­სი არ­სად გამ­ქრა­ლა და ჩვენ­თან ერ­თად არის - დღეს 9 შემ­თხვე­ვა გქვონ­და, გუ­შინ იყო 5, იმის წინ კი­დევ 5, ერ­თე­უ­ლი შემ­თხვე­ვე­ბი არის. ჯერ­ჯე­რო­ბით ჩვენ­თან ინ­ფექ­ცია კონ­ტრო­ლი­რე­ბა­დია, მაგ­რამ ხაზს ვუს­ვათ, რომ ამან ჩვენ არ უნდა გაგ­ვა­თა­მა­მოს და კო­რო­ნა­ვირუს­მა შე­იძ­ლე­ბა ყო­ველ წუთს იფეთ­ქოს.

აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი არ უნდა იყოს ფორ­მა­ლუ­რი და პირ­ველ რიგ­ში, ეს ჩვე­ნი სა­მო­ქალ­ქო პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბაა. ამი­ტომ გთხოვთ ყვე­ლას, პირ­ბა­დე იქ­ნე­ბა, სო­ცი­ა­ლუ­რი დის­ტან­ცი­რე­ბა, პი­რა­დი თუ სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჰი­გი­ე­ნა, თავ­შეყ­რა თუ ა.შ. ეს ყვე­ლა­ფე­რი და­ვიც­ვათ“, - გა­ნა­ცხა­და გამ­ყრე­ლი­ძემ.

თა­ვის მხრივ, ამა­ვე კი­თხვის სა­პა­სუ­ხოდ პა­ა­ტა იმ­ნა­ძემ აღ­ნიშ­ნა, რომ „მო­სახ­ლე­ო­ბის მხრი­დან ბევ­რია დარ­ღვე­ვა და რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბის არ­დაც­ვის შემ­თხვე­ვე­ბი“.

"პე­რი­ო­დუ­ლად ვავ­ლენთ შემ­თხვე­ვებს, რო­დე­საც არ ვი­ცით პა­ცი­ენ­ტი სად და­ა­ვად­და. სამ­წუ­ხა­როდ, კო­რო­ნა სა­დღაც და­დის. არ ვი­ცით, ვინ არის ხოლ­მე ინ­ფი­ცი­რე­ბის წყა­რო. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ეს და­ა­ვა­დე­ბა არის სა­ში­ში. თუ ჩვენ არ და­ვი­ცავთ ელე­მენ­ტა­რულ წე­სებს, მას სულ რამ­დე­ნი­მე დღე და კვი­რა დას­ჭირ­დე­ბა იმის­თვის, რომ ამ ერ­თე­ულ­მა შემ­თხვე­ვებ­მა ასე­ულ შემ­თხვე­ვას მი­აღ­წი­ოს. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, თხოვ­ნაა ყვე­ლა­სად­მი, რომ და­ვიც­ვათ რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი და არ მივ­ცეთ კო­რო­ნას გავ­რცე­ლე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა. არ არის ეს ძნე­ლად შე­სას­რუ­ლე­ბე­ლი რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი“, - გა­ნა­ცხა­და იმ­ნა­ძემ.